მიხეილ ლერმონტოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

ბოტის დამატება: fy:Michail Lermontov; cosmetic changes
(ბოტის დამატება: ko:미하일 레르몬토프)
(ბოტის დამატება: fy:Michail Lermontov; cosmetic changes)
[[სურათიფაილი:Mikhail lermontov.jpg|thumb|right|მიხეილ ლერმონტოვი]]
'''მიხეილ იურის ძე ლერმონტოვი''' ({{lang-ru|Михаи́л Ю́рьевич Ле́рмонтов}}; დ. [[3 ოქტომბერი]]/[[15 ოქტომბერი]], [[1814]], [[მოსკოვი]] — გ. [[15 ივლისი]]/[[27 ივლისი]], [[1841]], [[პიატიგორსკი]], დასაფლავებულია [[ტარხანი|სოფ. ტარხანში]]), [[რუსები | რუსი]] პოეტი და პროზაიკოსი.
 
== ბიოგრაფია ==
ბავშვობა დედულეთში, პენზის გუბერნიის სოფ. ტარხანში გაატარა. 3 წლისას დედა გარდაეცვალა. პოეტის მამას, ხელმოკლე აზნაურ იური ლერმონტოვსა და დიდგვაროვან, პატივმოყვარე ბებიას, ელისაბედ არსენიევას შორის უთანხმოებამ მტკივნეული კვალი დაამჩნია ფაქიზ სულს. ლერმონტოვი ბებიასთან იზრდებოდა, იშვიათი ნიჭით ანცვიფრებდა შინამასწავლებლებს. [[1827]] ბებია-შვილიშვილი მოსკოვში გადასახლდა. [[1828]] ლერმონტოვი [[უნივერსიტეტი|უნივერსიტეტთან]] არსებული პანსიონის IV კურსზე, ხოლო [[1830]] — ამავე უნივერსიტეტის ზნეობრივ-პოლიტიკურ ფაკულტეტზე ჩარიცხეს. [[1832]] ლერმონტოვმა მიატოვა [[მოსკოვის უნივერსიტეტი]], როგორც ვარაუდობენ, რეაქციონერ პროფესორებთან კონფლიქტის გამო და პეტერბურგში გადავიდა. აქაური სამხედრო სკოლის დამთავრების შემდეგ, [[1834]]-იდან, ჰუსართა პოლკში მსახურობდა ოფიცრად.
 
ლექსების წერა ლერმონტოვმა [[1828]] წელს დაიწყო, გამოქვეყნება — [[1837]]-დან. ლერმონტოვს სახელი გაუთქვა ამავე წელს დაწერილმა ლექსმა „პოეტის სიკვდილი“, რომელიც სწრაფად გავრცელდა ხელნაწერის სახით. მძაფრი მამხილებელი პათოსის გამო მეფის მთავრობამ „რევოლუციის მოწოდებად“ მიიჩნია [[პუშკინი, ალექსანდრე |პუშკინის]] მკვლელებისადმი მიმართული ეს ლექსი. ლერმონტოვი საქართველოში გადმოასახლეს და ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში განაწესეს. პოეტმა საქართველოში 2 — 3 თვე დაყო (დაახლოებით [[1837]] ოქტომბერ-დეკემბერი), გაეცნო ქართველ მოღვაწეებს. [[საქართველო|საქართველოს]] წარმტაცმა ბუნებამ, ქართველთა თავისებურმა ყოფამ, ხალხურმა სიტყვიერებამ პოეტზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.
 
[[1837]] ბოლოს ლერმონტოვი რუსეთში დააბრუნეს. მოწინავე საზოგადოება აღფრთოვანებით ეგებებოდა მის ყოველ ახალ ნაწარმოებს. [[1840]] წელს ლერმონტოვი უმნიშვნელო საბაბით გადმოასახლეს ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც რამდენიმე ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა ქართველ ოფიცერ კ. მამაცაშვილთან ერთად. ინტრიგები ლერმონტოვის წინააღმდეგ კავკასიაშიც გრძელდებოდა. საბედისწერო გამოდგა პოეტის შეკამათება მაიორ ნ. მარტინოსთან, რომელმაც დუელში გამოიწვია და მოკლა პოეტი.
ლერმონტოვისადმი დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართველი რომანტიკოსები: [[გრიგოლ ორბელიანი]] (თარგმნა „მთანი მაღალნი“), [[ორბელიანი, ვახტან ვახტანგის ძე|ვახტანგ ორბელიანი]], [[ნიკოლოზ ბარათაშვილი]], რომელსაც თანამედროვენი „ქართველ ლერმონტოვს“ უწოდებდნენ. ეს ინტერესი კიდევ უფრო გამძაფრდა 60-იან წლებში. ლერმონტოვის თხზულებები თარგმნეს [[წერეთელი, აკაკი|აკაკი წერეთელმა]], [[ჭავჭავაძე, ილია|ილია ჭავჭავაძემ]], [[ვაჟა-ფშაველა|ვაჟა-ფშაველამ]], [[გრიგოლ აბაშიძე|გრიგოლ აბაშიძემ]], [[გურიელი, მამია|მამია გურიელმა]] და სხვა. საბჭოთა პერიოდში ლერმონტოვის მხატვრული მემკვიდრეობა თითქმის მთლიანად ითარგმნა ქართულ ენაზე. ზოგი ნაწარმოები თარგმნილია რამდენჯერმე („დემონი“ 10-ჯერ, „პოეტის სიკვდილი“ 6-ჯერ, „წინასწარმეტყველი“ 5-ჯერ, „მწირი“ 4-ჯერ, „ჩვენი დროის გმირი“ 3-ჯერ). ლერმონტოვის შემოქმედებით არის შთაგონებული ქართველი კომპოზიტორთა ნაწარმოებებიც ([[თაქთაქიშვილი, ოთარ|ოთარ თაქთაქიშვილის]] სიმფონიური პოემა „მწირი“, [[ბალანჩივაძე, ანდრია|ანდრია ბალანჩივაძის]] ამავე სახელწოდების ბალეტი, [[ცინცაძე, სულხან|სულხან ცინცაძის]] ბალეტი „დემონი“ და სხვ.).
 
== რესურსები ინტერნეტში ==
*[http://lib.ge/each_author.php?615 მიხეილ ლერმონტოვის შემოქმედება lib.ge-ზე]
 
{{DEFAULTSORT:ლერმონტოვი, მიხეილ}}
 
[[კატეგორია: რუსები]]
[[კატეგორია:რუსი პოეტები]]
[[კატეგორია:რუსი მწერლები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1814]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1841]]
 
[[ar:ميخائيل ليرمنتوف]]
[[fi:Mihail Lermontov]]
[[fr:Mikhaïl Lermontov]]
[[fy:Michail Lermontov]]
[[gl:Mikhail Lérmontov]]
[[he:מיכאיל לרמונטוב]]
77,408

რედაქტირება