ბოტანიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: zh-min-nan:Si̍t-bu̍t-ha̍k
No edit summary
ხაზი 1:
'''ბოტანიკა''' ([[ბერძნ.]] botanē - ბალახი, მცენარე), მეცნიერება [[მცენარეები|მცენარეების]] შესახებ. შეისწავლის მცენარეთა გარეგანი და შინაგანი აგებულების კანონზომირებებს ([[მორფოლოგია (ბიოლოგია)|მორფოლოგია]], [[ანატომია]]), მცენარეთა სისტემატიკას, მათ განვითარებას გეოლოგიურ დროში ([[ევოლუცია]]), ნათესაურ კავშირებს ([[ფილოგენია]]), წარსულსა და აწმყოში დედამიწაზე მათ გავრცელებას (მცენარეთა გეოგრაფია), მცენარეული ორგანიზმების სასიცოცხლო პროცესებს (მცენარეთა ფიზიოლოგია), გარემოსთან მათ ურთიერთდამოკიდებულებას (მცენარეთა [[ეკოლოგია]]), მცენარეული საფრის აგებულებას (გეობოტანიკა, ანუ ფიტოცენოლოგია), მცენარეთა სამეურნეო გამოყენების შესაძლებლობას (გამოყენებითი ბოტანიკა). კვლევის ობიექტის მიხედვით ბოტანიკაში გამოიყოფა აგრეთვე მეცნიერება წყალმცენარეთა შესახებ - [[ალგოლოგია]], სოკოების შესახებ - [[მიკოლოგია]], ლიქენების ანუ ქარაგოზების შესახებ - [[ლიქენოლოგია]], ხავსების შესახებ - [[ბრიოლოგია]] და სხვა. მიკროსკოპულ მცენარეულ ორგანიზმებს შეისწავლის მიკრობიოლოგია, მცენარეთა დაავადებებს - [[ფოტოპათოლოგია]].
 
{{ბიოლოგია}}
{{მეცნიერება}}
[[კატეგორია:ბიოლოგია|*]]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბოტანიკა“-დან