ვერხვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: vec:Piopa
ბოტის დამატება: sh:Topola (drvo); cosmetic changes
ხაზი 25:
'''ვერხვი''' (Populus), დიდი ზომის ფოთოლმცვივანი [[ორსახლიანი მცენარეები|ორსახლიანი]] ხეების გვარი [[ტირიფისებრნი|ტირიფისებრთა]] ოჯახისა. ყვავის ადრე გაზაფხულზე, [[ფოთოლი|ფოთლების]] გაშლამდე, ზოგიერთი - ფოთლების გამოტანასთან ერთად. ერთსა და იმავე ხეს სხვადასხვა ტოტზე სხვადასხვა ფორმის ფოთოლი ასხია. ნაყოფი კოლოფია. ვერხვი მრავლდება თესლით, ძირკვის ამონაყარით, ზოგჯერ ფესვის ნაბარტყით. სწრაფმზარდია, ხარობს კარგად დრენირებულ, ტენიან ნიადაგზე, თუმცა გაშენება თითქმის ყველანაირ ნიადაგზე შეიძლება. ზოგი სახეობა მარილგამძლეა და ხანგრძლივი დატბორვისაგან ნაკლებად ზიანდება, დაჭაობებას ვერ იტანს. სინათლის მოყვარულია, ქარგამძლე, ფართოდ იყენებენ გასამწვანებლად. იზრდება მთისა და მდინარისპირა ტყეებში. აქვს თეთრი, მსუბუქი და რბილი [[მერქანი]], რომელსაც [[ქაღალდი]]ს, [[ასანთი]]სა და საფანერო წარმოებაში, აგრეთვე ლატნებისა და სარების დასამზადებლად, ზოგჯერ საშენ მასალად. [[ქერქი]] შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს, ზოგი სახეობის სურნელოვანი კვირტები - ძვირფას ეთეროვან ზეთებს. ცნობილია 100-ზე მეტი სახეობა, მათგან ბევრი კულტივირებულია. ჩვენში მთისა და ჭალის ტყეებში ვერხვის 8 სახეობა იზრდება, მ. შ. [[ოფი]], [[თეთრი ხვალო]] და [[მთრთოლავი ვერხვი]] კულტივირებულიცაა. ინტროდუცირებული სახეობებიდან უფრო ფართოდაა მოშენებული [[პირამიდული ვერხვი]] (Populus pyramidalis), [[კანადური ვერხვი]] (Populus deltoides) და სხვა.
 
== ლიტერატურა ==
* ქსე, ტ. 4, გვ. 380, თბ., 1979
 
[[კატეგორია:ტირიფისებრნი]]
ხაზი 63:
[[ru:Тополь]]
[[scn:Populus]]
[[sh:Topola (drvo)]]
[[sl:Topoli]]
[[sr:Топола (дрво)]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვერხვი“-დან