ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
== ისტორია ==
[[1383]] წელს [[ლადოგის ტბა]]ში, [[ნოვგოროდი]]ს მხარეში, მეთევზეები იჭერდნენ თევზს.უცებ ზეგარდმო ნათელი მოეფინა ირგვლივ ყველაფერს.[[მეთევზე]]ებმა აიხედეს ზევით და იხილეს სასწაული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი [[მზე]]სავით ანათებდა და მოდიოდა წყალზე ისე, თითქოს ვიღაცის უხილავ ხელს მოჰქონდა. მეთევზეებმა დაუწყეს ყურება, თუ საით მიდიოდა ხატი, მაგრამ ღმერთმა არ ინება მათთვის ეჩვენებინა და ხატი თვალს მიეფარა. გარკვეული დროის შემდეგ იგივე ხატი გამოჩნდა [[ჰაერი|ჰაერში]] და ისევ ანათებდა. [[ტიხვინი]]დან 100 მილის მოშორებით შეიკრიბა ურიცხვი მაცხოვრებელი და უყურებდნენ ღვთისმშობლის ხატს, რომელსაც ყრმა მაცხოვარი ეჭირა მარცხენა ხელში. მაშინ ღვთისმშობელმა ინება [[მიწა]]ზე ჩამობრძანება. მალე ამ ადგილას ააშენეს ტაძარი და ხატი ამ ტაძარში დააბრძანეს. ხატი მრავალს სასწაულებს აღასრულებდა. ცოტა ხანში ხატი გაუჩინარდა და გარკვეული დროსი შემდეგ ტიხვინიდან 20 მილის მანძილზე [[მთა|მთის]] წვერზე გამოჩნდა იგივე სახით. <br />
 
[[ფაილი:Tixvin-uspenskijsobor.jpg|300px|thumb|ტიხვინის მონასტერი]]
მოძღვრებმა ჯვრებით და ხატებით მოაწყეთ მისკენ მსვლელობა. მათ მარავალარიცხოვანი ხალხი შეუერთდა ფსალმუნების გალობით.[[ლოცვა|ლოცვით]] და ცრემლებით შეევედრნენ [[ღვთისმშობელი|ღვთისმშობელს]], გაეხადა ისინი ღირსნი მიეღოთ ეს სიწმინდე. ხატმა შეიწირა მათი ლოცვა და მოძღვრებს გადაეცა. ხალხმა გადაწყვიტა, მთაზე მისთვის აეშენებინათ ტაძარი, მოჭრეს [[ხე]]ები და დაიწყეს მიწის თხრა და როცა მოსაღამოვდა, დაიშალნენ. [[ხატი]] მომავალი ტაძრის საძირკვეთან დაბრძანებული დატოვეს. დილით ხატი კვლავ გაუჩინარდა. ხალხმა დაიწყო გოდება და გულმხულვარე ლოცვა, უფალს გამოეცხადებინა ხატის ადგილსამყოფელი. ცოტა ხანში იხილეს ნათება, გაყვნენ სხივს და მივიდნენ მდინარე ტიხვინის მახლობლად [[უდაბნო]]ში. ხატი სწორედ აქ იმყოფელობა. იგი [[ჰაერი|ჰაერში]] იყო, არავითარი სადგომი არ ჰქონდა. უდაბნოში [[ჭაობი|ჭაობიანი]] იყო. გადაწყვიტეს აქ დაემუშავებინათ მიწა და აეგოთ ტაძარი.
 
ამ ამბის საუწყებლად ნოვგოროდში [[მთავარეპისკოპოსი|მთავარეპისკოპოსთან]] გაგზავნეს კაცი. მან მოსკოვის თავადს შეატყობინა ტიხვინში მომხდარი ეს სასიხარულო ფაქტი და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აშენების შესახებ მისცა ლოცვა–კურთხევა, ტაძარი სწრაფად ააშენეს. ტაძარი უნდა ეკურთხებინათ მიძინებისათვის. მართმადიდებელთა მოსაწევად ამ ღირსესანიშნავ დღეზე გაგზავნეს ღვთისმოშიში მნათე გიორგი გაგზავნეს.[[ფაილი:Tixvin-uspenskijsobor.jpg|300px|thumb|ტიხვინის მონასტერი]]უკან მობრუნებულმა გზაში იგრძნო კეთილსურნელება და შეჩერდა. მას გამოეცხადა თვით ღვთიმშობელი, ნაძვის კუნძზე იჯდა და მარჯვენა ხელში ეჭირა ვერცხლის კვერთხი. მის წინ იდგა ვიღაც წმინდანი, რომელიც ასევე ანათებდა. მნათემ იგი წმინდა ნიკოლოზს მიამსგავსა. გიორგი ამ ხილვის დანახვაზე უზომოდ დაეცა. ღვთისმშობელი შეეხო მას და უთხრა:"ადექი ნუ გეშინია. წადი ტაძარში და უთხარი: ნუ გააკეთებენლითონის ჯვარს მასზე, არამედ გაკეთონ ხის ჯვარი". გიორგიმ მიუგო:არ დამიჯერებენო. ღვთისმშობელი შეპირდა, რომ მისცემდა ნიშანს, თუ არ დაუჯერებდნენ. გიორგიმ ოუყვა ხალხს მომხდარი ამბავი, მაგრამ მათ არ დაუჯერეს და გადაწყვიტეს, გამოეჭედათ რკინის ჯვარი. ერთ–ერთმა მშენებელმა აიტანა ჯვარი გუმათზე და ცდილობდა დაემაგრებინა, მაგრამ ამოვარდა ქარიშხალი და გადმოაგდო იგი მიწაზე ჯვარიანად სრულიად უვნებელი. მაშინ კი ირწმუნეს გიორგის სიტყვები და მყისვე შეასრულეს ღვთისმშობლის ბრძანება.
 
ტაძრის კურთხევის შემდეგ მოძღვრები გაემართნენ იმ ადგილას, სადაც გიორგიმ იხილა ღვთისმშობელი და წმინდა ნიკოლოზი. ამ ადგიალს ააშენეს სამრეკლო წმინდა ნიკოლოზის სახელზე. ხოლო კუნძისაგან, რომელზედაც იჯდა დედა ღვთისა, გააკეთეს ხის ჯვარი და დადგეს სამრეკლოში.