მახელონები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მახელონები''', ერთ-ერთი დასავლურ-ქართული ტომი, შეიძლება იგივე...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''მახელონები''', ერთ-ერთი დასავლურ-ქართული ტომი, შეიძლება იგივე [[მაკრონები]] (მახელონები მათი სახელის მოდიფიკაცია უნდა იყოს). V საუკუნის ანონიმი მწერალი მახელონებს პენიოხებთან ერთად მოიხსენიებ შავიზღვისპირა რაიონში, ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით, ახლანდელი რიზესა და ათინას შორის. მახელონებსა და პენიოხებს, II საუკუნის ავტორის [[ფლავიუს არიანე]]ს ცნობით, საკუთარი პოლიტიკური გაერთიანება - „სამეფო“ ჰქონდათ, რომლის მეფე 131 ყოფილა [[ანქიალე]]. „ანქიალეს სასახლე“, ე. ი. დედაქალაქი მდებარეობდა მდინარე [[პრიტანიდა]]ზე (ახლანდელი ათინის აღმოსავლეთით 7-8 კმ-ზე), იმპერატორი ტრაიანე ანქიალეს შეხვედრია პართიაზე ლაშქრობის დროს ქ. [[სატალა]]ში და დაუსაჩუქრებია. „მახელონებისა და ჰენიოხების სამეფო“ რომის ერთგული მოკავშირე ყოფილა. მახელონიას იხსენიებს ირანის მბრძანებელი [[შაბურ I]]-იც (242-272) თავისი ქააბა-ი-ზარდოშტის წარწერის ბერძნული ვარიანტში ირანს დაქვემდებარებული ქვეყნების დასახელების დროს.
 
==ლიტერატურა==
*''Меликишвили Г. А.,'' К истории древней Грузии, Тб., 1959;
*''მელიქიშვილი გ.,'' ქსე, ტ. 6, გვ. 519, თბ., 1983
 
[[კატეგორია:ქართული ტომები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მახელონები“-დან