ვოლფგანგ პაული: განსხვავება გადახედვებს შორის

+მრავალმნიშვნელოვნება
(ბოტის დამატება: el:Βόλφγκανγκ Πάουλι, simple:Wolfgang Pauli)
(+მრავალმნიშვნელოვნება)
{{მრავალმნიშვნელოვნება**|შვეიცარიელ ფიზიკოსს (Wolfgang Pauli)|გერმანელ ფიზიკოსის (Wolfgang Paul)|ვოლფგანგ პაული (ფიზიკოსი)}}
[[სურათი:pauli.jpg|frame|ვოლფგანგ პაული]]
'''ვოლფგანგ ერნსტ პაული''' (Wolfgang Ernst Pauli) (*დ. [[25 აპრილი]], [[1900]], [[ვენა]] ― გ. [[15 დეკემბერი]], [[1958]], [[ციურიხი]]) — [[შვეიცარიელები|შვეიცარიელი]] ფიზიკოსი. [[ნობელის პრემია|ნობელის პრემიის]] ლაურეატი ფიზიკაში.
 
== ბიოგრაფია ==
ვოლფგანგ პაული დაიბადა [[1900]] წლის [[25 აპრილი|25 აპრილს]], [[ვენის უნივერსიტეტი|ვენის უნივერსიტეტის]] პროფესორის, ვოლფგანგ იოზეფ პაულის ოჯახში. მეორე სახელი მომავალმა მეცნიერმა მიიღო ნათლიის, ფიზიკოს [[მახი, ერნსტ|ერნსტ მახისმახი]] საპატივსაცემოდ. [[1918]] წელს პაულიმ დაამთავრა გიმნაზია. სწავლის გასაგრძელებლად მან ამოირჩია [[მიუნხენი|მიუნხენი]], სადად იმჟამად მუშაობდა მიუნხენის თეორიული ფიზიკის ფუძემდებელი [[ზომერფელდი, არნოლდ|არნოლდ ზომერფელდი]]. პირველი ორი ნაშრომი, რომელიც 1919 წელს პაულიმ შეასრულა ზომერფელდის ხელმზღვანელობით, დაკავშირებული იყო [[ფარდობითობის ზოგადი თეორია|ფარდობითობის ზოგად თეორიასთან]]. 1920 წელს, ზომერფელდის დავალებით პაული იწყებს მუშაობას ენციკლოპედიისათვის, ფარდობითობის თეორიის სტატიაზე, რომლის შესახებ შემდგომში [[აინშტაინი, ალბერტ|ალბერტ აინშტაინი]] იტყვის: "ის„ის, ვინც წაიკითხავს ამ ნაშრომს, ძნელად თუ დაიჯერებს, რომ მისი ავტორი მხოლოდ 21 წლისაა. გაუგებარია, რისი უფრო მეტად უნდა გვიკვირდეს: იდეათა ღრმა ფსიქოლოგიური გაგების, თუ შეუდარებელი მათემატიკური დასკვნების"დასკვნების“.
 
[[1921]] წელს პაული გადადის [[გეტინგენი|გეტინგენში]], სადაც იგი იწყებს მუშაობას [[ბორნი, მაქს|მაქს ბორნისბორნი]] ხელმძღვანელობით. დაწყებული 1920 წლიდან, პაული დიდ ყურადღებას აქცევდა ატომებთან და მათ სპექტრთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამასთან დაკავშირებით ჩატარებულმა კვლევებმა, მეცნიერი მიიყვანეს მის ცხოვრებაში მომხდარ უდიდეს აღმოჩენამდე. 1924 წელს ვოლფგანგ პაული აყალიბებს მიკროსამყაროს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს კანონს, რომელიც მეცნიერებაში [[პაულის პრინციპი|"პაულის პრინციპითაა"]] ცნობილი.
 
გარკვეული პერიოდის განმვლობაში პაული მუშაობდა [[კოპენჰაგენი|კოპენჰაგენის]] თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში [[ნილს ბორი, ნილს|ნილს ბორთან]] ერთად, მანამ მას არ შესთავაზეს დოცენტის თანამდებობა [[ჰამბურგი|ჰამბურგის]] უნივერსიტეტში. [[1923]] წელს პაული იწყებს მუშაობას ჰამბურგის უნივერსიტეტში. [[1928]] წელს იგი გადადის ციურიხში, პოლიტექნიკუმის პროფესორის თანამდებობაზე. [[1930]] წელს გამოთქვავს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს აზრს, რითაც შეიძლება ითქვას ჩიხიდან გამოჰყავს იმდროინდელი ფიზიკა. იმ დროსათვის, ექსპერიმენტალური გამოკვლევები აჩვენებდა, რომ [[ნეიტრონი|ნეიტრონის]] ბეტა–დაშლისას მიღებული პროდუქტების [[პროტონი|პროტონის]] და [[ელექტრონი|ელექტრონის]] ჯამური ენერგია ნაკლებია საწყის მნიშვნელობაზე, რაც ეწინააღმდეგებოდა ფიზიკის ფუნდამენტურ კანონს ენერგიის შენახვის შესახებ. პაულიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ბეტა–დაშლის შედეგად მიღებულ პროდუქტებს შორის არის მსუბუქი, ნულოვანი მუხტის მქონე ნაწილაკი, რომლის რეგისტრაცია მთვლელების საშუალებით შეუძლებელია მუხტის არარსებობის გამო და რომელიც არის ზუსტად იმ "ნაკლული ენერგიის" მატარებელი. ეს მოსაზრება, რომელმაც არა მხოლოდ ენერგიის, არამედ მომენტისა და იმპულსის მუდმივობის კანონები "გადაარჩინა" ექსპერიმენტალურად დამტკიცდა მხოლოდ 20 წლის შემდეგ. [[1941]] წელს პაული საცხოვრებლად მიემგზავრება [[აშშ|აშშ]]–ში, სადაც მუშაობს [[პრინსტონის უნივერსიტეტი|პრინსტონის უნივერსიტეტში]]. [[1945]] წელს მას მიენიჭა [[ნობელის პრემია]]. [[1946]] წელს იგი ბრუნდება სამშობლოში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა პროფესორის თანამდებობაზე ციურიხის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში. მეცნიერებაში შეტანილი ღვაწლისათვის, [[1958]] წელს პაულის აჯილდოებენ [[პლანკი, მაქს|მაქს პლანკისპლანკი]] სახელობის მედლით. იმავე წლის 15 დეკემბერს, ციურიხში, კიბოსაგან გარდაიცვალა მე–20 საუკუნის ერთ–ერთი უდიდესი თეორეტიკოსი.
 
== სამეცნიერო მიღწევები ==
[[კატეგორია:შვეიცარიელი ფიზიკოსები]]
[[კატეგორია:ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკის დარგში]]
[[კატეგორია:დაბადებული 1900]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1958]]