გიგა ბოკერია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: et:Giga Bokeria
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:giga.jpg|200px|thumb|გიგა ბოკერია]] '''გიგა (გიორგი) ბოკერია''' (დ. [[20 აპრილი]], [[1972]]) - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, პოლიტიკური პარტია [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა|ერთიანი ნაციონალური მოძრაობის]] ერთ–ერთი ლიდერი.
 
==საზოგადოებრივი მოღვაწეობა==
[[1996]] წელს ლევან რამიშვილთან, გივი თარგამაძესთან და დავით ზურაბიშვილთან ერთად დააფუძნა ლიბერალური საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების არასამეწარმეო და არაპარტიული საზოგადოება [[თავისუფლების ინსტიტუტი]], სადაც უფლებადაცვითი პროგრამების კოორდინატორი და შემდგომში – უფროსი იურიდიული მრჩეველი იყო. 1989–1995 წლებში გიგა ბოკერია სტუდენტური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი იყო, კერძოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] პრეს–კლუბის აქტიური წევრი. 1992 წლიდან ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას: გაზეთ [[7 დღე (გაზეთი)|7 დღე]] ჟურნალისტი ([[1992]]), გაზეთ [[მიმომხილველი (გაზეთი)|მიმომხილველის]] პოლიტიკური რედატქორირედაქტორი (1992–[[1993]]), სახელმწიფო [[პირველი არხი (რადიო)|რადიოს პირველი არხის]] გადაცემის "პიკის სააათი" ჟურნალისტი (1993), [[რადიო თავისუფლება|რადიო თავისუფლების]] ჟურნალისტი ([[1994]]), "არგუმენტი" (პოლიტიკური რედაქტორი 1995–1996), სამაუწყებლო კომპანია [[რუსთავი 2]]–ის სადისკუსიო პროგრამის "აქცენტები" წამყვანი ([[1996]]).
 
[[2003]] წელს არაძალადობრივი რევოლუციების ტექნოლოგიის გაცნობის მიზნით [[სერბია და მონტენეგრო|სერბიაში]] სტუმრობის შემდეგ, ბოკერია დაეხმარა ქართველ სტუდენტებს სერბულ მოძრაობა [[ოტპორი (მოძრაობა)|ოტპორის]] აქტივისტებთან კონტაქტების დამყარებაში. ამან ხელი შეუწყო ახალგაზრდული მოძრაობა [[კმარა (მოძრაობა)|კმარას]] დაფუძნებას, რომელმაც წამყვანი როლი ითამაშა 2003 წლის ნოემბერში [[ვარდების რევოლუცია|ვარდების რევოლუციის]] დროს.
 
რევოლუციის შემდეგ გიგა ბოკერია არჩეულ იქნა [[საქართველოს პარლამენტი|საქართველოს პარლამენტის]] წევრად, სადაც მისი ინციატივითა და ავტორობით მრავალი რეფორმისტული კანონი იქნა მიღებული. [[2005]]–[[2008]] ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვიცე–პრეზიდენტი. [[2008]] წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა.
 
{{DEFAULTSORT:ბოკერია, გიგა}}
 
{{ბიო}}
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიგა_ბოკერია“-დან