პორტალი:ბიოგრაფიები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დამატება
78.139.170.190-ის რედაქტირება გაუქმდა; აღდგა ბოლოს JAnDbot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1:
{{ინდექსი}}
ბიოგრაფია
<!-- ---------- სათაურის დასაწყისი --------------------------- -->{| style="border-spacing:8px;margin:-3px -8px"
ბავშვობა და სიყმაწვილე
|style="width: 100%; border:1px solid #AAAAAA; background-color:#E7E4FF ; vertical-align:top"|
დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა. უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. ცხოვრების სიმკაცრის გამო გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგობებით იყო სავსე. ამ პერიოდში გაიტაცა იგი ეროვნული თავისუფლების იდეამ.
{| width="100%" cellpadding="2" cellspacing="5" style="vertical-align:top; background-color:#E7E4FF "
! style="background-color:#E7E4FF ; font-family: Arial, Helvetica, sans-serif; font-size:110%; border:1px #E7E4FF ; text-align:center; padding-left: 0.4em" | '''კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბიოგრაფიების პორტალში'''
|-
|{{ბიოგრაფიები/შესავალი}}
|}
|}<!-- ---------- სათაურის დასასრული / მარცხენა სვეტის დასაწყისი ------------------ -->
{| style="border-spacing:8px;margin:-3px -8px"
|style="width: 60%; border:1px solid #AAAAAA; background-color:#F0F0F0; vertical-align:top"|
{| width="100%" cellpadding="2" cellspacing="5" style="vertical-align:top; background-color:#F0F0F0"
! style="background-color:#F0F0F0; font-family: Arial, Helvetica, sans-serif; font-size:110%; border:1px solid #F0F0F0; text-align:left; padding-left: 0.4em" | '''რჩეული ბიოგრაფია'''
|-
|{{რჩეული ბიოგრაფია}}
<div align="right" style="font-size:xx-small">[[თარგი:რჩეული ბიოგრაფია|განახლება]]</div>
|-
! style="background-color:#F0F0F0; font-family: Arial, Helvetica, sans-serif; font-size:110%; border:1px solid #F0F0F0; text-align:left; padding-left: 0.4em" | კვირის ადამიანი
|-
|{{კვირის ადამიანი}}
<div align="right" style="font-size:xx-small;">[[თარგი:კვირის ადამიანი|განახლება]]</div>
|-
! style="background-color:#F0F0F0; font-family: Arial, Helvetica, sans-serif; font-size:110%; border:1px solid #F0F0F0; text-align:left; padding-left: 0.4em" | იცოდით, რომ...
|-
|{{იცოდით, რომ.../ბიო}}
<div align="right" style="font-size:xx-small;">[[ვიკიპედია:საინტერესო ფაქტები|არქივი]] / [[თარგი:იცოდით, რომ.../ბიო|განახლება]]</div>
|-
! style="background:#F0F0F0; font-family: Arial, Helvetica, sans-serif; font-size:110%; border:1px solid #F0F0F0; text-align:left; padding-left: 0.4em" | რჩეული პორტრეტი
|-
|{{პორტრეტი/ბიო}}
<div align="right" style="font-size:xx-small;">[[თარგი:პორტრეტი/ბიო|განახლება]]</div>
|}
|-
|}<!-- -------------------- მარჯვენა სვეტის დასაწყისი ---------------------------------- -->
|style="width: 40%; border:1px solid #AAAAAA; background-color:#DDE8FF; vertical-align:top"|
{| width="100%" cellpadding="2" cellspacing="5" style="vertical-align:top; background-color:#DDE8FF"
! style="background-color:#DDE8FF; font-family: Arial, Helvetica, sans-serif; font-size:110%; border:1px solid #DDE8FF; text-align:left; padding-left: 0.4em" | [[{{CURRENTDAY}} {{CURRENTMONTHNAME}}]] — ამ დღეს...
|-
|{{დაბადება/გარდაცვალება:{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}}}}
<div align="right" style="font-size:xx-small;">[[თარგი:დაბადება/გარდაცვალება:{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}}|რედაქტირება]]</div>
----
|-
! style="background-color:#DDE8FF; font-family: Arial, Helvetica, sans-serif; font-size:110%; border:1px solid #DDE8FF; text-align:left; padding-left: 0.4em" | ახალი სტატიები
|-
|{{ახალი სტატიები/ბიო}}
<div align="right" style="font-size:xx-small;">[[თარგი:ახალი სტატიები/ბიო|განახლება]]</div>
----
|-
! style="background-color:#DDE8FF; font-family: Arial, Helvetica, sans-serif; font-size:110%; border:1px solid #DDE8FF; text-align:left; padding-left: 0.4em" | კატეგორიები
|-
| {{ბიო კატეგორიები}}
<div align="right" style="font-size:xx-small;">[[თარგი:ბიო კატეგორიები|რედაქტირება]]</div>
----
|-
! style="background-color:#DDE8FF; font-family: Arial, Helvetica, sans-serif; font-size:110%; border:1px solid #DDE8FF; text-align:left; padding-left: 0.4em" | კვირის პროექტი
|-
| {{კვირის პროექტი/ბიო}}
<div align="right" style="font-size:xx-small;">[[თარგი:კვირის პროექტი/ბიო|რედაქტირება]]</div>
|}
|}<!-- კატეგორიები/ენები-->
[[კატეგორია:ისტორია]]
[[კატეგორია:ისტორიის პორტალები]]
[[კატეგორია:ბიოგრაფიები]]
{{Link FA|ru}}
 
[[ar:بوابة:أعلام]]
1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც ცნობილი იყო „ნუცუბიძის კურსების“ სახელით. ეს სასწავლებელი, რომელიც სრული გიმნაზიის უფლებებით მოქმედებდა, ტერენტი გრანელმა დაამთავრა 1920 წელს. თბილისშივე დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა (1917–1918). გრანელის ლექსები ხასიათდება სევდითა და მისტიციზმით (კრებულები: „სამგლობიარო ხაზები“, 1921; „სულიდან საფლავები“, 1922; „Memento mori“, 1924; „ტერენტი გრანელი“, 1926), რის გამოც მწერლობაზე იდეოლოგიური ზეწოლის შედეგად დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. 1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. ტერენტი გრანელს 1926 წლიდან თითქმის არცერთი გაზეთი არ უბეჭდავდა ლექსებს მასზე დაიწყეს ზეწოლა პროლეტარმა პოეტებმა და მთელმა სისტემამ. 80–იანი წლებიდან ამ უთვალსაჩინოესი ლირიკოსის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. გამოიცა მისი ლექსების სრული კრებულები. 1927 წელს თბილისში გამოიცა ერთჯერადი გაზეთი „ტერენტი გრანელი“ტერენტი გრანელი 1930 წელს მოათავსეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც იგი გამოიქცა და თბილისში "არამიანცის" სავაადმყოფოში გარდაიცვალა, დამარხეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, ხოლო შემდგომ 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.
[[bg:Портал:Биографии]]
 
[[br:Porched:Tud]]
 
[[bs:Portal:Biografija]]
 
[[ca:Portal:Biografies]]
ადრეული პატრიოტული მოღვაწეობა [რედაქტირება]
[[ceb:Ganghaan:Bayograpiya]]
 
[[cs:Portál:Lidé]]
ქვეყნისა და ხალხის მხურვალე მოტრფიალე ტერენტი იმ ინტელიგენციის მხარეზე დადგა, რომლის მიზანი რუსეთის იმპერიალისტური რეჟიმისაგან განთავისუფლება იყო. იგი წერდა: „ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში... დეე ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივცემთ აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები“.[1]
[[de:Portal:Biografien]]
 
[[en:Portal:Biography]]
ოცი წლის ტერენტი მთელი სერიოზულობით მსჯელობს ეროვნულ პრობლემაზე:
[[eo:Portalo:Homoj]]
 
[[et:Portaal:Biograafiad]]
„ამ დაბაში (იგულისხმება ოჩამჩირე) იშვიათად ნახავთ ქართულის მცოდნე პირებს... ნუთუ ამ ხალხს არ შეუგნია ქართული ენის სიდიადე, ნუთუ მათ არ აინტერესებთ სამშობლო ენა. თვითმპყრობელობის დროს ქართული ენის უცოდინარობას ნიკოლოზის მთავრობას ვაბრალებდით, დღეს ვის უნდა დავაბრალოთ?! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს ჩვენს გულგრილობას და გადაგვარებას ადასტურებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ სამშობლო გავალებთ თქვენი მშობლიური ენის შესწავლას. ამისათვის, ჩემი აზრით, წერაც ზედმეტია“.[2]
[[fi:Teemasivu:Henkilöt]]
 
[[fr:Portail:Biographie]]
ეს ტერენტის წერილების მხოლოდ მცირე ნაწილია.
[[he:פורטל:אישים]]
თბილისი და სამწერლო-პუბლიცისტური კარიერა
[[hr:Portal:Biografije]]
ტერენტის სწავლა სწყუროდა. იაკობ შანავას დახმარებით დაითანხმა მამა და, უფროს დასთან მაშოსთან ერთად, 1918 წელს თბილისს გაემგზავრა. ამავე წელს გარდაეცვალა მამა. უსახსროდ დარჩენილი ტერენტი მუშაობას იწყებს თბილისის რკინიგზის სადგურზე ჯერ ვაგონების გადამბმელად, ხოლო შემდეგ კონდუქტორად. მაგრამ აქ დიდხანს ვერ ჩერდება. რამდენიმე თვის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს ნაციონალ-ფედერალისტების გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში, შიკრიკად. ამავე გაზეთის მდივანმა სიმონ ყაუხჩიშვილმა დაუბეჭდა ტერენტის თავისი პირველი ლექსი“[3]. სიმონ ყაუხჩიშვილი იგონებს: «"ეს იყო 1918 წელს... იმ ხანებში ჩვენთან სამუშაოდ მოეწყო ერთი ახალგაზრდა, სახელად ტერენტი. მის მოვალეობას შეადგენდა საქმიანი ქაღალდების სტამბაში წაღება... ერთხელ ჩვენ ორნი ვიყავით ოთახში. უცბად შუაზე გადაკეცილი ქაღალდი დამიდო მაგიდაზე, თვითონ კი გარეთ გავარდა. ქაღალდი გავხსენი. ვხედავ, შესანიშნავი ლექსია. არ მეგონა, თუ ტერენტი ლექსებს წერდა. გავბედე და არავისთვის მიკითხავს, ისე დავბეჭდე... ქართულ პოეზიაში მისი პირველი ნაბიჯების დამლოცველი მე ვიყავი"[4].»
[[hy:Պորտալ:Կենսագրություն]]
 
[[id:Portal:Biografi]]
 
[[kab:Awwur:Tameddurt]]
პოეტმა ფსევდონიმი „გრანელი“ 1919 წელს დაირქვა. ამ ფსევდონიმის არჩევას, ტერენტის დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „granum“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია: «„მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“.»
[[mk:Портал:Биографија]]
 
[[ms:Portal:Biografi]]
 
[[my:Portal:အတ္ထုပ္ပတ္တိ]]
მეორე გადმოცემის თანახმად, ტერენტი ეტრფოდა ოპერა - ”აბესალომ და ეთერი” - მარეხის პარტიის შემსრულებელ იტალიელ მომღერალ ქალს, გვარად გრანელს და მისი პატივისცემით აურჩევია ეს ფსევდონიმი. მაგრამ სიყვარული უოღბლო აღმოჩნდა, ორი წლის უცნაური სიყვარულის შემდეგ მსახიობი თავის სამშობლოში გაემგზავრა. ფსევდონიმმა - გრანელი - შემოინახა ტერენტის სპეტაკი სიყვარულის ისტორია[5][6].
[[pam:Portal:Talambye]]
 
[[pl:Portal:Biografie]]
ამ დროს ქართულ პოეზიაში მომძლავრებული იყო სიმბოლისტური მიმდინარეობა. ვერც ტერენტი ასცდა მოდერნიზმს და, სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის სარკე“. ჟურნალში დაბეჭდილ მის სონეტებსა და რეცენზიას, სადაც ვალერიან გაფრინდაშვილის „დაისები“ არის შეფასებული, აშკარად ეტყობა სიმბოლისტური ესთეტიკის კვალი.
[[pt:Portal:Biografias]]
 
[[ro:Portal:Biografie]]
1919 წელს გალაკტიონი სცემს „არტისტულ ყვავილებს“. ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე, მისი სიახლე. თავის მხრივ, გალაკტიონიც არანაკლებ აფასებდა ტერენტი გრანელის პოეტურ ტალანტს.
[[ru:Портал:Персоналии]]
სამწერლო კარიერის დასაწყისი
[[sk:Portál:Ľudia]]
1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნაკი: „პანაშვიდები“ (რომელშიც გობრონ აგარელის ლექსებიც არის დაბეჭდილი) და „სამგლოვიარო ხაზები“. საკუთარმა ხელწერამ და მომწიფებულმა შემოქმედებითმა ხმამ მკაფიოდ იჩინა თავი მის პირველსავე ლექსებში. პირველი წარმატებებით აღფრთოვანებულმა პოეტმა 1922 წელს გამოსცა ლექსების მოზრდილი წიგნი „სულიდან საფლავები“. ამ კრებულს შესანიშნავი რეცენზიები უძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ. ჭაბუკი პოეტი მართავს ლიტერატურულ საღამოებს. პოეტს აღტაცებით ხვდებიან ყველგან.
[[sr:Портал:Биографија]]
 
[[ts:Portal:Biography]]
ინტერესები
[[uk:Портал:Біографії]]
ტერენტი გრანელი რუსთაველის გამზირზე ხშირად უნახავთ პოეზიის მოყვარულ ახალგაზრდებთან. პოეტი აღტაცებით ესაუბრებოდა მათ პოეზიისა და მუსიკის დანიშნულებაზე, ესთეტიკურ იდეალებზე, ტერენტი გრანელი წერდა: „ხელოვნების ცხოველმა შუქმა უნდა გაანათოს ჩვენი ცხოვრების ბნელი კუნჭულები, აამოძრაოს ადამიანის შემოქმედება და თვალწინ გადაუშალოს საუცხოო სურათები სილამაზისა, სიმშვენიერისა და ჭეშმარიტებისა, უნდა მძლავრად ამეტყველდეს ჭეშმარიტი ხელოვნება, თორემ ლამის ადამიანი მხეცად იქცეს უმაღლეს განცდათ მოკლებული და ბოროტების მორევში სავსებით გადავარდნილი“[7]
[[yo:Portal:Igbesiaye]]
 
[[zh:Portal:人物]]
ტერენტი ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით პოეზიას. კარგად იცნობს მსოფლიო ლიტერატურის კორიფეებს, რუსულ მწერლობას, ფრანგ სიმბოლისტთა შემოქმედებას: ბაირონის, შელის, მიუსეს, ნოვალისის, ომარ ხაიამის პოეზიას, ნიცშეს ფილოსოფიას. მისი საყვარელი რუსი პოეტებია პუშკინი, ბლოკი, ტიუტჩევი, ფეტი, ნადსონი. მშვენივრად კითხულობს ბლოკისა და ესენინის ლექსებს, გრძნობს მათთან სულიერ ნათესაობას. მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის აღმერთებს, უჭირს მისი რომანების კითხვა. თუ ზოგიერთ ზედმეტობას ჩამოვაცილებთ, დოსტოევსკის ხელოვნება და აზრები გენიალურიაო.
[[zh-yue:Portal:人物]]
 
მეგობარი პოეტის გობრონ აგარელის რჩევით ხშირად ესწრება უნივერსიტეტში სერგი დანელიასა და გრიგოლ წერეთლის ლექციებს ანტიკურ პოეზიასა და ფილოსოფიაზე. მის განსაკუთრებულ აღფრთოვანებას თურმე ანაქსიმანდრესა და ანაქსაგორას კოსმოლოგიური შეხედულებები იწვევდა.
 
სოციალური მდგომარეობა და ხასიათი
ნაზი ბუნების ტერენტი მეტად ზრდილი და თავაზიანი, გულახდილი, უშუალო და თავმდაბალია. თავისებური ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული და იჭვიანი, უფრო ხშირად კი სათნო და გულუბრყვილო. წყნარია. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: შენ პოეზიისა რა გაგეგებაო. საერთოდ ძუნწი მოსაუბრეა. საკმარისია პოეზიაზე ჩამოვარდეს საუბარი, რომ მისი თვალები ელვარე ნაკვერცხლებს დაემსგავსოს. ამ დროს იგი დაუნდობელია და პირში მთქმელი.
 
ამ პერიოდში გრანელი დიდ ხელმოკლეობას განიცდის, არსად არ მსახურობს. საქმის გაკეთების ეშინია. თავად არ იცის, რითი უნდა ირჩინოს თავი, ან სად უნდა გაათიოს ღამე. ამაყია, არავის აგებინებს თავის გასაჭირს. არ უყვარს საუბარი პირად ცხოვრებაზე. ჰონორარს აიღებს თუ არა, მაშინვე ხელგაშლით ხარჯავს, უყვარს მეგობრების გამასპინძლება, თუმცა, ასეთი შემთხვევა მეტად იშვიათია.
 
ზაფხულის თბილ ღამეებს სამრეკლოებსა და სასაფლაოებზე ათევს. ხშირად დადის მთაწმინდასა და დიდუბის პანთეონში. უყვარს საღამოს ბინდ-ბუნდი, სასაფლაოს მდუმარება, მარტო ყოფნა თავის ფიქრებთან. გაიგონებს თუ არა ქუჩაში სამგლოვიარო მუსიკის ხმებს, მაშინვე აედევნება პროცესიას, დაიკრეფს გულზე ხელებს და მდუმარედ გაჰყვება სასაფლაომდე. არ იკითხავს, ვის ან სად ასაფლავებენ. ეს სულ ერთია. იცის, ვიღაცას გლოვობენ და თვითონაც ამ გლოვის ჩუმი მონაწილე ხდება.
 
ხშირად ესწრება წირვებს, უყვარს საეკლესიო გალობა, კათოლიკეთა ეკლესიის ორღანოს ხმა. განსაკუთრებით იტაცებს სააღდგომო ცერემონიალი, რაღაც შეუცნობელ ექსტაზს რომ განაცდევინებს. საოცრად განიცდის მუსიკას. შეუძლია დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგეს ქუჩაში და გარინდებულმა უსმინოს როიალის ხმას. უყვარს ეტლით სეირნობა, ყვავილები, უფრო ვარდი და ია. ცაციათი გულზე მიიხუტებს იის კონას და პირველსავე შემხვედრ მეგობარ ქალს მიართმევს. დროდადრო დებსაც ესტუმრება წალენჯიხაში, მაგრამ იქ დიდხანს ვერ ძლებს და უმალ თბილისს უბრუნდება. უყვარს თბილისი. გარიჟრაჟიდან შუაღამემდე მოჩვენებასავით დაეხეტება მის ქუჩებში, მუდამ ნერვიული და ფერმკრთალი, თმააწეწილი; ზამთარ-ზაფხულ დაფლეთილი სამოსი აცვია. თრთოლვით წერს ლექსებს, მისი ლექსების უმრავლესობა ღია ცის ქვეშაა შექმნილი.
 
"გაწითლების" შედეგები [რედაქტირება]
 
1921 წელს რუსეთმა მოახდინა საქართველოს ანექსია.დაიწყო მასობრივი დახვრეტები, რეპრესიები და იდეოლოგიური ზეწოლები,რაც ინტელიგენციასაც შეეხო.ტერენტი გრანელი დარჩა სამშობლოს ერთგული.იგი ხმამაღლა უარყოფს "პარტიულ პოეზიას".ტერენტი გრანელი 1924 წელს ერთ-ერთ ლექსში სტალინს აკრიტიკებს და დიქტატორს უწოდებს.ასევე ანტიკომუნისტურია მისი ლექსები -"1921","პოეზია", "ფიქრები ქაქუცას მკვლელობის დღეს" და ა.შ. იგი მძიმედ განიცდის საქართველოს მძიმე ტრაგედიას, მაგრამ ქართველ ხალხს მიმართავს გამამხნევებელი სიტყვებით. პოეტი მაინც არ კარგავს მომავლის იმედს და არ ვარდება სასოწარკვეთილებაში. იგი მუდამ ბოლომდე მებრძოლია, როგორც ჭეშმარიტი ქართველი. როგორც ცნობილია გრანელს არც-ერთი ლექსი არ მიუძღვნია "წითლებისათვის".მისი პოეზიის თემები მოტივვები აბსოლუტურად შეუსაბამო იყო კომუნისტური იდეოლოგიიისთვის. ტერენტი გამოცხადდა შოვინსტ და მავნებელ პოეტად დაიწყო მისი შევიწროვება.პროლეტარმა პოეტებმა დაგმეს მისი პოეზია, ხოლო 1926 წლიდან კი მას საერთოდ აღარ უქვეყნებდნენ ლექსებს,მის სახელს სერიოზული ტაბუ დაედო.არსებობს ვარაუდები იმის შესახებ,რომ ტერენტი გრანელი აუცილებლად მოხვდებოდა 1937 წლის რეპრესიებში.
 
ბოლო წლები და სიკვდილი
1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. 1928 წლიდან კი იწყება პოეტის მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს. აკაკი ანდრიაშვილი იგონებს: "ტერენტის დაეწყო კოშმარული ჰალუცინაციები. ეჩვენებოდა, ვითომ იქ სადაც იატაკი მიწურისა იყო, შუაღამისას მისი გარდაცვლილი მამა წამოიწევდა. მერე დაიწყებდა ტერენტისთან საუბარს, მაგრამ არა პირდაპირ, უშუალოდ, არამედ ვითაც მესამე პირის მეშვეობით. ეს ვიღაც მესამე პირი გადასცემდა ტერენტის მამის ნათქვამს. საჭირო იყო რაიმე ზომების მიღება, თორემ ტერენტი საშინელი საფრთხის წინაშე იყო"[2].
 
გოეთე წერდა: „ადამიანის ბუნებას... განსაზღვრულ მიჯნამდის თუ ძალუძს როგორც სიხარულის, ისე ტკივილის თუ ტანჯვის გადატანა; როცა იგი ამ მიჯნას გადასცდება, უთუოდ დაიღუპება“. სწორედ ასევე დაემართა გრანელსაც. გამხდარი და დაუძლურებული ძლივსღა დააბიჯებდა. ჩაუქრა შთაგონებული თვალების ელვარება, მთლად მოეშვა. დადიოდა თბილისის ქუჩებში - ცოცხალი გლოვა და სევდა. უბით დაჰქონდა „სისხლიანი რვეული“ და მისი სახე სანთელივით დნებოდა. უკანასკნელი ოთხი წელი პოეტმა თბილისისა და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა.
 
"...ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმა სამუდამ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა. ტერენტი გრანელის ცხედარი 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში
სიკვდილის შემდეგ
ტერენტი გრანელი
 
დადგება ზამთარი...
 
მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.
 
ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.
 
გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.
 
ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.
 
და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.
 
ჩემი კუბო იქნება სადა
 
და პროცესია უცრემლო.
 
მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.
 
ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.
 
ბალდახიანი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori!» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან: სტრიქონები.
 
მოვა უიმედობა.
 
პანაშვიდი გათავდება ქარში.
 
ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.
 
და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.
 
კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.
 
პროცესია დაიშლება.
 
მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.
 
გზაში ისაუბრებენ ჩემზე.
 
დაღამდება...
 
მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.
 
დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.
 
და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.
 
არავინ იქნება ჩემი მხსნელი, ისევ დავეცემი, თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.
 
ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და - სიჩუმე.
 
თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.
 
ის სოფელი, სადაც მე დავიბადე, დაემსგავსება უდაბნოს.
 
გაივლის ზამთარი, წვიმით და ქარებით.
 
დადგებიან გაზაფხულის დღეები.
 
შეიფოთლება სასაფლაო.
 
კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემს საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი, მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.
 
ასე გაივლიან საუკუნეები.
 
ჩემს საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.
 
ჩემს მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.
 
წამოვა წვიმა, ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს. ასე დროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე, ზედ წამოიზრდება ბალახი.
 
ზაფხულში, საღამო დროს, ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები, შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.
 
დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები. მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს, აანთებენ სანთლებს.
 
დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.
 
წირვა გათავდება.
 
საყდარს დაკეტავენ, ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.
 
გაქრება თვალები, რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.
 
და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და - სიჩუმე.
 
 
დღიურები
ჩემი დღიური
1 თებერვალი
 
ისევ პირველი თებერვლის მზიანი დღეა, ზამთარი ნელა მიდის, ჩემი სურვილები ბერდებიან. ქვეყანა სავსეა მზის სხივებით; ახლა ვზივარ სასახლის ბაღში და ვიგონებ იმ გედს, რომელიც ამასწინათ გარდაიცვალა, როგორც ძვირფასი ქალი. მზე ვერ ათბობს ჩემს სხეულს. მზე თითქოს გულია ზეცის.
 
დავტოვე სასახლის ბაღი. ავედი ფუნიკულიორის მთაზე, თბილისი გახვეულია კვამლში, მზეზე ელვარებენ გუმბათები, ძლივს მოსჩანს რადიოს ბოძი. ობლად დგას ირას სახლი. ქალაქი გაჩუმებულია, თითქოს ადამიანები გაქრნენ და დგანან ცარიელი სახლები.
 
2 თებერვალი
 
გათენდა. თოვს. მივდივარ შუა ქალაქისაკენ. ვხვდები ვარლამ რუხაძეს.30 ვარ თოვლით შემოსილი. დღეს ვნანობ გუშინდელ შემთხვევების გამო. შევდივარ სასახლის სამკითხველოში, დიასამიძის ქალს ვუტოვებ ერთ ლექსს... საღამოს უიმედო ვბრუნდები ოთახში; ახლა აქ ვზივარ, ღამეა და გული ჩემი დაფარულია შორეულ მოგონებებით. ახლა არ თოვს, თუმცა გათეთრებულია მიწა. ზაქარია31 იგინება უმოწყალოდ. მე გაჩუმებული ვარ, როგორც მიცვალებული...
 
3 თებერვალი
 
მთელი დღე წვიმდა. მე დავდიოდი ქუჩაში და ვეძებდი თავშესაფარს. დაღამდა. ახლა თოვლიანი ღამეა და ეზოდან ვგრძნობ საშინელ მდუმარებას. ახლა მინდა ჩემს ოთახში უკრავდნენ როიალს, მოვიდეს ვინმე ქალი და მომეფეროს, თმებზე გადამისვას მკრთალი ხელები.
 
ახლა, როდესაც თოვლით იმოსება მთელი ქალაქი, მე ვზივარ სრულიად მარტო და გულში ცეცხლი მიჩნდება, მწყურია სივრცე და გასაქანი...
 
4 თებერვალი
 
დღესაც თოვს, ვტოვებ ოთახს დილაადრიან, ცოტახნის ხეტიალის შემდეგ ვჩერდები ალექსანდროვის ბაღთან, ვიხედები ირგვლივ, ბაღი გავს უდაბნოს; გარშემო დგანან თოვლით დახონხილი ხეები, ქუჩაში მიდიან ქალები...
 
მთელი ქალაქი სავსეა თოვლით. ყველაფერი გადასხვაფერდა უცებ. შევდივარ სახელგამში. ნიკოლო მიწიშვილთან ზიან სანდრო აბაშელი და ტიციან ტაბიძე. აქედან მივდივარ ხელოვანთა სასახლეში.
 
საღამომდე კიდევ დიდი ხანია და მე არ ვიცი, საით წავიდე...
 
5 თებერვალი
 
კვირა დღეა, მივდივარ სიონში. არ თოვს. ვუსმენ ქართულ გალობას და ვიგონებ საქართველოს, როგორც უხილავს. იქიდან მივიწევ დიდუბისაკენ ნელა თოვს. შევდივარ პანთეონში, პირველად ვნახულობ ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავს. ვკითხულობ ასეთ წარწერას: "ქართველი ერი არ დაივიწყებს შენს უკვდავ სახელს”. ცოტა ხნის დაფიქრების შემდეგ ვინახულე ვაჟას ობოლი სამარე. ღრუბლიანი ზეცა და თოვლიანი დედამიწა ორივე თეთრია, მხოლოდ სითეთრეა გარშემო და დუმილი.
 
6 თებერვალი
 
ორშაბათი უფრო აღმართია; ადრე ვდგები, მზიანი დღეა, შევდივარ კათოლიკების საყდარში, ვუსმენ ფისგარმონიას და ჩემს წინ იხსნება უფსკრული, საიდანაც მოსჩანს მარადისობის შავი ყვავილები. თავდება წირვა. გავდივარ ქუჩაში, ვხვდები ჩემს მეგობარს... ვსაუბრობთ თოვლზე, გრძელ ღამეებზე, შორეულ ქალზე.
 
9 თებერვალი
 
დილა არის, ნელა მივდივარ საბურთალოსკენ, და გზაზე დაფრინავენ ყვავები; მზე ოდნავ მოსჩანს ღრუბლებიდან. თბილისი წევს, როგორც მორიელი. იქიდან ვბრუნდები, შევდივარ ამერიკულ სასადილოში, ვხვდები მეგობარ აკაკი ანდრიაშვილს; ვსაუბრობთ დროგამოშვებით, უფრო დუმილია ჩვენს შორის და გაგება. უკვე დაღამდა, ახლა სადღაც მატარებელი შორდება სადგურს, ვიღაც დაღონებული ადამიანი დარჩა. კივის ორთქლმავალი, ახლა სადღაც შორს კრთიან უზრუნველი ქალები. მე ვზივარ პატარა ოთახში, მივჩერებივარ გარინდებულ კედელს. ვიღიმები და ვამაყობ: ტერენტი გრანელი.
 
11 თებერვალი
 
მზიანი შაბათის თბილი დღეა, თითქოს გაზაფხულია. დავდივარ ალექსანდროვის ბაღში და ვფიქრობ. თოვლი დნება გზებზე. სულ მინდა ვიარო, სანამ არ დავიღლები და სანამ არ დავეცემი. გაზაფხულია. მხოლოდ არ ჩანან ფოთლები. ბაღში შემოდის გერონტი ქიქოძე და ხარიტონ ვარდოშვილი. მე და გერონტი ქიქოძე ვსაუბრობთ ლირიკაზე და განვლილ დღეებზე. ქუჩიდან მოგვესმა მუსიკის სამგლოვიარო ჰიმნი. ეს დღე სიზმარივით მიდის. დაღამდა, მე ვბრუნდები ოთახში. გავიარე მადათოვი. მტკვარი ღამიდან ნისლივით მოსჩანს. ცაზე ვარსკვლავები ანათებენ, მთვარე დამალულია, ღამეა და მინდა გათენებამდე ვიარო...
 
13 თებერვალი
 
გაქრა დღევანდელი ორშაბათი. მე მთელი დღე ვწუხდი; დაღამდა, დავტოვე საღამოს კვამლიანი ქუჩები, ახლა ოთახში ვზივარ და შორიდან მესმის ტრამვაის ძახილი. ახლა ვიგონებ ნინო გარსიაშვილს, იმ ჭლექიან ქალს, რომელსაც თანდათან უახლოვდება სიკვდილის საშინელი ლანდი. თანაც ვიგონებ იმ მზიანს და უზრუნველ დღეს, როდესაც მე პირველად მივდიოდი კახეთში.
 
ახლა ღამეა და მე არ ვიცი, რა ვქნა, მინდა ისევ ხეტიალი, მაგრამ არ შემიძლია, უკვე დაღლილი ვარ, საშინლად დაღლილი.
 
14 თებერვალი
 
საღამოს, დაბრუნებისას, ვნახე, ცაზე დაფრინავდნენ უამრავი ყვავები. თითქოს გაზაფხულის საღამოა. შევდივართ ოთახში, აქ სიჩუმეა; არ ვიცი, საიდან ისმის შორიდან როიალის დატეხილი ხმები. მგონია უკრავენ "თაო ჩემოს''. ახლა ვიგონებ ქალს, რომელიც ერთხელ ნახვის შემდეგ დაიკარგა. და დარჩა ლანდი შორეულ მოგონების.
 
ღამეა, მწყურია ძილი და მოსვენება...
 
15 თებერვალი
 
დილიდან ღრუბლიანია ზეცა, მივდივარ ხელოვანთა სასახლეში, ვესაუბრები ვარლამ რუხაძეს რაღაც უხილავზე.
 
გადის დრო. ქუჩაში ვხვდები ნიკო მაკალათიას, ჩემს ძვირფას მეგობარს. იგი მირჩევს, მოვშორდე თბილისს დროებით.
 
ცაზე ისევ ღრუბელია და სუფევს უიმედობა.
 
ვერევი ხალხში, ვიღაც მიცქერის დაჟინებით, მიცნობს ყველა. ავდივარ კოჯორის მთაზე. ზევიდან დავცქერი მთელ თბილისს და მიხარია. გარშემო დუმილია და უამინდობა; ვჯდები კლდეზე, ვხედავ ბოტანიკურ ბაღს. მიდის პატარა ღელე და მახლობლად დგანან კვიპაროსები.
 
საღამოს დაიწყო წვიმა, მე დავსველდი. ახლაც წვიმს და ქარია...
 
18 თებერვალი
 
გათენდა დღე შაბათის, ისევ ყინავს; მე ადრე გავემგზვრე მამადავითისაკენ, შევედი ეკლესიაში და ჩუმად წარმოვსთქვი: "ღმერთო! მიშველე და შემეწიე''. შემდეგ დავრეკე ზარები. შემხვდა ვიღაც ლამაზი ქალი და გამომეცნაურა. ვნახე აკაკის და ილიას საფლავი.
 
ხანგრძლივი მწუხარების შემდეგ ისევ დავეშვი დაბლა და დიდხანს დავდიოდი ნიკოლოზის სასაფლაოზე.
 
შორიდან მიმზერდა ოთხი ადამიანი. და მე ვფიქრობდი ცისფერ სიშორეზე.
 
19 თებერვალი
 
დილიდან ცას ფარავდა შავი ღრუბლები. ცხრა საათზე ცა გაიწმინდა ღრუბლებისაგან. დადგა მზიანი დღე, ოდნავ ქრის ქარი; მე წავედი ორთაჭალის ბაღში, ახლოს დავინახე ის ციხე, სადაც მე ვიყავი დამწყვდეული. მიხარია, რომ თავისუფალი ვუმზერ სატუსაღოს. ვზივარ ერთ პატარა ჯირკვზე და ვწერ ლექსს.
 
ირგვლივ ბაღი არის, აგრეთვე ყანა, დგანან ჩალის ღერები და კვიპაროსები.
 
ამ ეზოში არის ბავშვთა სახლი, ჩემთან მოდიან თეთრად შემოსილი მოსამსახურე ქალები, მთხოვენ ლექსს, მე უარს ვეუბნები. მესმის როიალის ხმა და ვგრძნობ საშინელ სინანულს.
 
შორს დაფრინავენ ყვავები. იქიდან ავდივარ ავლაბარში პეტრე-პავლეს სასაფლაოზე და ვკითხულობ წარწერებს. აგერ მარხია ვიღაც ამილახვარი.
 
ვბრუნდები საღამოს და შევდივარ ანიკო ღვინიაშვილთან. ვსაუბრობ საკუთარ თავზე და ღამდება...
 
20 თებერვალი
 
დილას დაიწყო თოვა. მე მივდივარ კუკიის სასალაოზე, ვნახულობ პოეტ გობრონ აგარელის მეგობარი ქალის კლავდია ზელინსკაიას საფლავს. იგი დამარხულია განმარტოებით და მის გარშემო სუფევს საშინელი მდუმარება. მე დიდხანს ვუმზერდი კლავდიას საფლავს. ასე მეგონა, თითქოს იგი აღსდგა საფლავიდან და თვალწინ დამიდგა მისი დაღონებული სახე.
 
შემეშინდა, დავტოვე საფლავი და წამოვედი. შევდივარ სახელგამში, დგანან ფუტურისტები და ლაყბობენ. შევხვდი ვასილ ბარნოვს, ტიციან ტაბიძეს და ვალერიან გაფრინდაშვილს, ვსაუბრობთ, ”არიფიონზე”.
 
ახლა არ თოვს, უკვე გამოიდარა და მე გავდივარ ქუჩაში...
 
21 თებერვალი
 
წუხელ მთელი ღამე თოვდა, გათენდა თოვლიანი დღე, თანაც ნისლია, თოვლი და ნისლი ტოვებს მთვარიანი ღამის შთაბეჭდილებას. დილა არის და მგონია ღამე. მივდივარ თოვლში, მიმაქვს მარადიული მწუხარებით შეპყრობილი გული. ისევ თოვს, თოვლში და ნისლში დაფრინავენ ყვავები.
 
შემთხევით ვხვდები ჩემს მეგობარს იაშა ნიკოლაძეს.
 
ჩვენ ვსაუბრობთ და ნელა თოვს.
 
თოვლიანია დღე, მწუხარეა მოგონების წამი. ასე თავდება თოვლიანი დილის აგონია...
 
თენგიზ ვერულავა - ნაწყვეტი წიგნიდან "გრანელი".
 
რექვიემი
 
"არამიანცის" საავადმყოფოში იწვა ნეკივით მოკუნტული. გრძნობდა, რომ ცოცხალი ვერ გააღწევდა აქედან. თუმცა იმდენად შეჩვეოდა სიკვდილს, უკვირდა, აქამდე როგორ დარჩა ცოცხალი. საკუთარი სახლი მოენატრა, ჩამქრალი კერა, მდუმარე მთები, ტკბილი ოცნების ლურჯი ნამოსახლარი.
საათმა თორმეტჯერ დარეკა. ეს მზიანი კვირის დღეც გაილია. დილიდან აეკვიატა, რომ დღეს შეჩერდებოდა გული, დღეს იმყოფება სიკვდილის პირას. ასე არასოდეს უგრძვნია დასასრულის მოახლოება. თითქოს უკვე კუბოში წევს, თითქოს აყრიან მიწას.
საათმა ამცნო დღის დასასრული. ის მაინც სუნთქავს, ლოგინში წევს მუხლმოდრეკილი და წამი მიაქვს წვალებით.
"შავი წამები მიჰქრიან და მე ისევ ცოცხალი ვარ, ისევ ვოცნებობ და ისევ ვფიქრობ არყოფნაზე".
პალატაში სათვალეებიანი მოწყალების და შემოვიდა, შუშით წამალი მოჰქონდა.
თვალწინ წარმოუდგა ზოზია და მაშო, რომელთა გარდა არავინ გააჩნდა მწყალობელი. მოწყალების დას მიაპყრო სიყვითლეშეპარული თვალები.
"მალე მოდი, მალე მოდი, მალე, მალე მოდი, ვიღუპები დაო!" - ჩურჩულით თქვა მან.
მოწყალების დამ წამალი დაალევინა. არაფერი უთქვამს, უხმოდ დატოვა პალატა.
სიკვდილის ლანდი დასრიალებდა ოთახში როგორც შავფორეჯიანი გველები.
"ნისლია, სიცივე, იციან, ვიცი მე, იციან ვიცი მე, ნისლია, სიცივე", - გაიფიქრა მან და იგრძნო, ამქვეყნიდან ისე მიდიოდა, არავინ არაფერი არ იცოდა.
სასთუმლის ქვეშიდან გამოიტანა ფანქარი, ცისფერყდიანი რვეული, პირჯვარი გადაიწერა და საკუთარ, ერთგვერდიან ნეკროლოგს თავისი ხელით მიაწერა:
"სიკვდილი 1934 წლის 10 ოქტომბერს".
სიკვდილის წინ ისევ მოაგონდა თბილისის ღამეები და თავისი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც წვავდა ყოველთვის. ჩაქრა სანთელი, გაქრა სინათლე და იგრძნო თუ რა ძნელი იყო სანთელივით გაჩერება. გადაეცა სიკვდილის მდუმარე ხელებს და წამებული სხეული შეუერთდა მსოფლიო ელემენტებს.
... და იგრძნო უმაღლესი მოსვენება.
 
"MEMENTO MORI"
ტერენტი გრანელის პოეზიამ მწვერვალს 1924 წელს მიაღწია. ამ პერიოდში გამოსცა მან ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“.თავდაპირველად წიგნის სათაური უნდა ყოფილიყო "გაფრენილი დღეები"თუმცა იმდროინდელი საქართველოს ვითარების გამო მან წიგნს სახელი შეუცვალა "MEMENTO MORI".იგი დილაუთენია სტამბაში წავიდა, კრებულს სახელი შეუცვალა და "MEMENTO MORI"(ლათ:გახსოვდეს სიკვდილი) დაარქვა. [8]. ამავე წელს რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას.
 
***
"...ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული:თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ,რამეთუ იმ სხვის გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ქვეყანაზე"
 
***
"სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია,
ვერ გადურჩები სულის წვალებას
მე რომ გაფრენა არ შემიძლია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
 
სადღაც სდუმს დილა, სადღაც ძილია,
გზა გაიარეს სადღაც ქალებმა.
ჩემი სხეული რომ დაღლილია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
 
და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა,
და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა.
რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან-
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას"
 
***
არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ,
ყველაფერი სიზმარივით მიდის.
ქარი ებრძვის მადათოვის კუნძულს,
ვერ ვისვენებ და ღამეა დიდი
შაბათია, ველოდები კვირას,
თეთრი სივრცე მწუხარებას მალავს.
ბინაში ვარ და, ძვირფასო, ხშირად
ტუსაღივით მენატრება გავლა.
ნელა გადის ღამეების რიგი,
სამარეა ჩვენი ყოფნის ბოლო.
ერთი თეთრი ღრუბელია იქით
და ოთახში სითეთრეა მხოლოდ.
ელავს ჩემი შორეული სევდა,
ამოვარდა საშინელი ქარი.
მარტო არ ვარ, ვიმყოფები სხვებთან,
იმედია, რომ დავკეტე კარი.
არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ,
ყველაფერი სიზმარივით მიდის.
ქარი ებრძვის მადათოვის კუნძულს,
ვერ ვისვენებ და ღამეა დიდი.
გლეხთა სახლი
 
1921*
ახლა ეს ფიქრი სხვა სამარეა,
მოვიდა ქარი ხე შეარხია.
და საქართველო ეს ის მხარეა,
სადაც ცოცხალი ხალხი მარხია.
 
ციხეში ვზივართ, გარეთ მთვარა,
შორს გაუსხლავი ლურჯი ბაღი.
და საქართველო ეს ის მხარეა
სადაც ცოცხალი მარხია ხალხი.
 
*საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობის 1921 წლის პირველი დღიდან საუკუპაციო ბოლშევიკური რუსეთის არმიის მეშვეობით ხდებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი რეპრესიები და დაჭერილი ქართველი მეომრების მხეცური დახოცვა,იყო შემთხვევები დაჭერილი მეომრების მკვდრებთან ერთად დამარხვისა,რისი უშუალო თვითმხილველი იყო მეომარი პოეტი.
ფიქრები ქაქუას მკვლელობის დღეს*
 
კვდება ეს მდელო და ეს ქარია
და საქართველო ახლა მკვდარია.
დილაზე მდელოს ვუმზერ სპეტაკი:
და საქართველოს ციდან ვუძახი.
 
მათ საქართველო დღეს გულში დაჭრეს,
ახლა ძნელია სულის მიგნება.
ირგვლივ ღამეა,არ ჩანს მესია
და სასინელი ეს გაციგნება.
 
მაგრამ..!ლაზარე აღსდგება მკვდრეთით
აღდგება როგორც ღვთის სიყვარული.
 
....................................................
მას ვამბობ რასაც ვამბობდი:კმარა!!!"
მზეო, ამოდი!"ამოდი ჩქარა!!!
1923
 
(1923 წელს მოედო ჭორები საქარველოს ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის და მისი ლეგენდარული რაზმის განდგურების შესახებ.მადლობა რმერთს ტყუილი აღმმოჩნდა)
 
(სტალინს)
იმპერატორო,შენ დიქტატორო,
მძვინვარებ სისხლის კორიანტელით.
მამის საფლავთან რად დაგავიწყდა
აგენთო თუნდაც ერთი სანთელი.
ეს არის ტერენტის მეტნაკლებად უცნობი ლექსები .იგი უდიდესი მამულიშვილი იყო.
 
***
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
 
სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.
 
ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.
 
წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.
 
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი
პირადი წერილები
ტერენტი გრანელი
 
ჩემო ძვირფასო დაო ზოზია!
მივიღე შენი წერილი და ვიგრძენი სინანული; რატომ მე ამდენ ხანს ვერ გნახე. ამის მიზეზები ბევრია. მაგრამ მაინც ეს არ მეპატიება. გავიგე, რომ გყოლიათ შვილი, სასიამოვნოა ძლიერ, ბავშვს, და - ბევრს, არაფერი ჯობია. სხვა ლუკა თუ კარგად არის. მაშოს გადაეცი ჩემი უდიდესი სალამი. ნუ გგონიათ, რომ დამავიწყდით, სრულიად არა, მხოლოდ წერა მეზარება. მე ზაფხულში ჩამოვალ უსათუოდ. მანამდე შენ თუ მინახულებ, კარგი იქნება. მრცხვენია, მაგრამ გეტყვი: ქვეშაგებელი სულ დახეული მაქვს, მჭირდება ლეიბი და ბალიში, საბანი მაქვს. თუ არ შეწუხდებით, გამომიგზავნეთ... ძალიან მადლობელი ვიქნები. სხვა როგორ ხარ. წერილი მომწერე ამ მისამართით: თბილისი, სამხედრო ქუჩა N 3, ახვლედიანს, ტერენტი გრანელის გადასაცემად. მშვიდობით, შენი ძმა ტერენტი გრანელი.
 
მე მინდა მაშოსთან და შენთან სურათის გადაღება და მერე შეიძლება წიგნები დავბეჭდო. ამას ზაფხულში ვიზამთ.
 
მაშოს დიდი მადლობა და ძმური მოკითხვა. მომიკითხე ერმინე.
 
შენი ტერენტი გრანელი.
 
________________________________________
ძვირფასო მეგობარო აკაკი!
11 აგვისტოს, სამ საათზე გავდივარ თბილისიდან. მატარებლიდან ვუმზერ თბილისს და მიხარია, რომ მივჰქრი უხილავ სივრცისაკენ. მატარებელი მიჰქრის და მარცხნივ ტრიალებს მიწა. მივდივარ და მიმაქვს გული რუსეთისაკენ. დღეა, ყარაიაზის ველზე დაფრინავენ მწვანე ფრინველები, რომელთანაც ვგრძნობ მეგობრულს და სულიერ კავშირს. დღეა და ვიღაც თათრის ბავშვი მიერეკება კამეჩს. ვხედავ, გრძელი მინდვრებია ირგვლივ და ყველგან მინდა დავაბიჯო ფეხი. მატარებლიდან ვხედავ სოფლებს, ძალიან მომეწონა დაბალი და პრიმიტიული სახლები. მინდა აქეთ ვცხოვრობდე, სადმე მიყრუებულ ადგილას და მიყურებდნენ ისე, როგორც ჩვეულებრივ და უბრალო ადამიანს.
 
მატარებელი მიჰქრის და ღამდება, ახლო სადგურიდან კრთის ელექტრონის შუქი. მე ვუმზერ ვარსკვლავებს; ვხედავ ლიანდაგის ახლო მდებარე სასაფლაოს, მარხია ვიღაც ადამიანები. დილა არის, შევდივარ ბაქოში. საშინელია ეს რუხი ქალაქი. შესვლისთანავე ჩემს ყურადღებას იპყრობს ცამდე ამართული საყდრები. სადღაც ძინავს იდუმალებას. არის კვირა დღე, შევდივარ საყდარში. თითქოს მეორეჯერ დავიბადე, როდესაც ვუმზერ ჩემთვის სრულიად უცნობ მლოცველების სახეს. სწირავს ვიღაც ახალგაზრდა მღვდელი. ერთი მათგანი ძალიან ჰგავს ქართველს. სრულიად უცნობი ხალხი დგას გარშემო და მიხარია. მესმის გალობა სხვანაირ და უცნობ ხმებისაგან შემდგარი. ''აქ რა გინდა შენ'', მეუბნება ვიღაც ქუჩაში მჯდომარე კაცი. მე ყურადღებას არ ვაქცევ. გავიარე უცნობი ბაღის კუთხეში. მესმის სხვა როიალის ხმა, ალბათ უკრავს ისეთი ქალი, რომელსაც ყავს მეგობარი და ვიღაც საყვარელი ადამიანი. ვიგრძენი სხვა ზარების აგონია. ყველაფერი უცხოა ჩემთვის და ეს ქმნის სულ სხვანაირ განწყობილებას, რომლის ქაღალდზე გადატანა ძნელია. ხვალ საღამოს მივემგზავრები მოსკოვს; მე არაფერს ვამბობ იმ ჩემი დიდი განძის შესახებ, რომელიც შენ გაბარია.
 
ამ წერილს ვწერ ისეთ ოთახში, სადაც არასოდეს არ შევსულვარ.
 
მშვიდობით, მარადის შენი
 
ტერენტი გრანელი
 
ვნახე ზღვა, გემები დასცურავდნენ
როგორც გედები, და ზღვა შორიდან
შავად მოსჩანდა. ქარი აფრიალებდა აფრებს.
 
__________________________________________
ძვირფასო მეგობარო აკაკი!
შავი წამები მიჰქრიან და მე ისევ ცოცხალი ვარ, ისევ ვოცნებობ და ისევ ვფიქრობ არყოფნაზე. დიდიხანია, რაც ჩვენ არ გვინახავს ერთმანეთი, მაინც ჩვენი გულები ახლოს არიან. ეხლა უფრო განვიცდი შენთან სიახლოვეს. შენ თითქოს შორს იმყოფები ჩემგან და ეს უფრო საშინელს ხდის ჩემს მარტოობას, და მე ხომ ყოველთვის მარტოობის ქვეშ ვიფერფლები, და ეს მარტოობა საყვარელია და თან საშინელი. ეხლა მინდა ჩემთან მოფრინდეს თეთრი ანგელოზი და შენთან გავატანო წერილი. მე მგონია ანგელოზები დაფრინავენ როგორც მიწაზე, ისე იმ შორეულ ქვეყანაში, რომელსაც ეწოდება ზეცა. მე შეიძლება მალე მოვშორდე მიწას და წავიდე ზეცისაკენ, ეს იქნება გარდაცვალება. ხანდახან ხელებს გავიშვერ იმ მიმართულებით, საითკენაც მინდა გაფრენა, ძვირფასო! რა ვქნა, სად არის ის დიდი ნუგეში, რასაც ადამიანი ყოველთვის ეძებს. მე დავიღალე გრძნობისაგან და ეხლა დროა გადავეშვა მარადისობის გარინდებულ უფსკრულში. მე ხომ არ შემიძლია ჩემი მწუხარე გულის დანახვა და ეს უფრო ამძაფრებს ჩემს ტრაგედიას.
 
ძვირფასო აკაკი! შენ თითქოს შორს ხარ და ამავე დროს ძლიერ ახლოს. ეს არის ის, რაც მეგობრობას ყოველთვის თან სდევს. მე ვის მივმართო, რომელ ადამიანს, სად არის ჩემი ხსნა! სხვა ვინ არის, ისევ საკუთარ სულში ვიხედები და ვგრძნობ ბედნიერებას. ვარ მე და არის ეს ძვირფასი ქვეყანა, ქვეყანა როგორც ბუნება და არა როგორც მექანიკა. მე ყოველთვის ვგრძნობ შორეულ და მარადიულ, სამყაროსთან ახლობელ კავშირს.
 
აქ მოვიყვან ჩემი ლექსის ოთხ სტრიქონს:
 
"საიდან გაჩნდა ასეთი სევდა,
როდის ელავდა ჩემ წინ სანთელი.
იდგა საღამო და მე მომსდევდა
შავი ფიქრების კორიანტელი''.
 
ეს არის ჩემი ლექსის მეორე ტაეპი, დავწერე გუშინწინ, როცა დაღლილი ვბრუნდებოდი ოთახში.
 
ეხლა ზაქარია გარეთ ზის, მე ვარ მარტო ერთ პატარა ოთახში და მესმის გიტარის ხმა, და მღერის ჩემი მეზობელი ქალი; გიტარას აქვს თავისი მწუხარება და თავისი სევდიანი წარსული. გახსოვს ჩემი ლექსი:
 
"იყო შეცდომა და ვერ ვატყობდი,
ძვირფასო! ბედმა რა მოგვიტანა.
სადღაც სოფელში წევს ავადმყოფი
და ვიღაც ქალი უკრავს გიტარას”.
 
შეიძლება კიდევ დიდხანს ვერ ვნახოთ ჩვენ ერთმანეთი, ეს იმიტომ, რომ შენ არ ხარ მარტო. ირგვლივ გახვევია ხალხი, რომლის მე მეშინია ძლიერ. ალბათ შენ ეხლა გარინდებული ზიხარ ოთახში და უკრავ როიალს. ალბათ კლავიშები შენი სამარეა. გადავიდეთ. ასეთი ამბავი: საღამოა, ვარ ალექსანდროვის ბაღში, მოდის საშინელი წვიმა, გარბიან და ეძებენ თავშესაფარს. ამავე დროს ვხვდები ყოველთვის საყვარელ ადამიანს ირაკლი ტატიშვილს. ვესალმებით ერთმანეთს. გამიხარდა ფოტოგრაფს აპარატი რომ დაუსველდა, მეუბნება ირაკლი. მე ვგრძნობდი ამ სიხარულს, მხოლოდ არ მითქვამს. ვისაუბრეთ დიდხანს, გვქონდა შენზე ლაპარაკი. შემდეგ დავშორდით ერთმანეთს, ის განმარტოებით წავიდა ოთახისაკენ. მე ეხლაც მახსოვს ის წვიმიანი საღამო, რომელიც არასოდეს არ დაბრუნდება...
 
მშვიდობით, მარადის შენი
 
ტერენტი გრანელი