ვლაქერნობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
[[ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი|ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში]] ინახება ერთ-ერთი უძვირფასესი ქრისტიანული რელიქვია — პატიოსანი სამოსელი (კვართი) ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. გადმოცემის მიხედვით, ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457-474) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდი [[კონსტანტინეპოლი]]დან [[პალესტინა]]ში გაემგზავრნენ წმინდა ადგილების მოსალოცად. სახლში სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კეთილმსახურმა ქალმა ძმებს გაუმხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმინდეს — ღვთისმშობლის სამოსელს, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა. ყოვლადწმიდა ქალწულმა მიძინების წინ ერთი თავისი შესამოსელი ამ ტომის კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის წინ, ის სხვისთვის, ქალწულისათვის გადაებარებინა. ასე, თაობიდან თაობას გადაეცემოდა სიწმიდე ამ ოჯახში. ძმებმა ძვირფასი კიდობანი წმიდა სამოსლით კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და საგვარეულო ტაძარში დააბრძანეს, რომელიც წმიდა მოციქულთა პეტრეს და მარკოზის სახელს ატარებდა.
 
[[469]] წლის [[2 ივლისი|2 ივლისს]] წმინდა გენადი კონსტანტინეპოლელმა ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე შესაფერისი პატივით გადაასვენა ვლაქერნაში, ზღვის სანაპიროზე, ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმიდა [[ომოფორი]] და [[ღვთისმშობლის სარტყელი|სარტყლის]] ნაწილი.
 
დედა ღვთისას პატიოსანი სარტყელი, კვართი და [[ვლაქერნის ღვთისმშობლის საწაულმოქმედი ხატი]] სხვა სიწმიდეებთან ერთად ღვთის ნებით [[საქართველო]]ში მოხვდა.
 
ისტორიული წყაროები და ზეპირი გადმოცემები სხვადასხვანაირად გადმოგვცემენ ამ სიწმინდეების [[საქართველო]]ში დავანების ისტორიას. მათ შორის არსებობს ერთი საინტერესო ვარაუდი (ავტორი აწ განსვენებული ცნობილი ფოლკლორისტი და მოღვაწე [[კალისტრატე სამუშია]]). სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია თუ რა წყაროებს ეყრდნობოდა მკველვარი. ამ ვარაუდის მიხედვით, კონსტანტინეპოლის[[კონსტანტინეპოლი]]ს დაცემის შემდეგ ვლაქერნის ტაძრის სიწმინდები [[ჯვრის მონასტერი|იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერში]] მოხვდა. როცა სამეგრელოს[[სამეგრელო]]ს მთავარმა [[ლევან II დადიანი|ლევან II დადიანმა]] ჯვრის მონასტერი განაახლა, მან იქვე მოღვაწე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს შესთავაზა საქართველოში, სამეგრელოში ჩამოსვლა და კორცხელის მონასტრის წინამძღვრობა. კორცხელის მონასტერი ჯვრის მონასტრის [[მეტოქი]] გახდა. ნიკოლოზი [[სამეგრელო]]ში ჩამოვიდა და [[1632]]-[[1657]] წლებში [[ხობის მონასტერი|ხობის მონასტერში]] მოღვაწეობდა. შინა და გარეშე ომებისაგან დაქსაქსული და ძალ-ღონეგამოცლილი საქართველო ვეღარ პატრონობდა ჯვრის მონასტერს, ამიტომ სრულიად დამაჯერებელია, რომ ნიკოლოზს ჯვრის მონასტერში დაცული სიწმინდეები საქართველოში[[საქართველო]]ში მოებრძანებინა .
 
სამეგრელოში დავანებულ სიწმინდეებზე ცნობებს გვაწვდიან რუსი ელჩები – ფედოტ ელჩინი და პავლე ზახარიევი ([[1640]] წ.) [[არქანჯელო ლამბერტი]], ანტიოქიის პატრიარქი მაკარი, [[პავლე ალეპოელი]], [[ჯუზეპე მარია ძამპი]], [[ალექსი იევლევი]] და [[ნიკიფორე ტოლჩანოვი]], [[დონ კრისტეფორე დე კასტელი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვლაქერნობა“-დან