ვლაქერნობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ვლაქერნობა''' – სახალხო დღესასწაული [[ზუგდიდის მუნიციპალიტეტი|ზუგდიდის მუნიციპალიტეტში]].
 
 
 
== ისტორია ==
 
[[ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი|ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში]] ინახება ერთ - ერთი უძვირფასესი ქრისტიანული რელიქვია - პატიოსანი სამოსელი (კვართი) ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა . გადმოცემის მიხედვით, ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457-474) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდი [[კონსტანტინეპოლი]]დან [[პალესტინა]]ში გაემგზავრნენ წმინდა ადგილების მოსალოცად . სახლში სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო . კეთილმსახურმა ქალმა ძმებს გაუმხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმინდეს – ღვთისმშობლის სამოსელს, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა . ყოვლადწმიდა ქალწულმა მიძინების წინ ერთი თავისი შესამოსელი ამ ტომის კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის წინ, ის სხვისთვის, ქალწულისათვის გადაებარებინა . ასე, თაობიდან თაობას გადაეცემოდა სიწმიდე ამ ოჯახში . ძმებმა ძვირფასი კიდობანი წმიდა სამოსლით კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და საგვარეულო ტაძარში დააბრძანეს, რომელიც წმიდა მოციქულთა პეტრეს და მარკოზის სახელს ატარებდა .
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვლაქერნობა“-დან