მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

მონასტრის დაარსება უკავშირდება სქემიღუმენია [[სალომე თავდგირიძე|სალომე თავდგირიძისა]] და იღუმენია [[ათანასია სალაყაია]]ს სახელებს. დედათა დასი სქემიღუმენის სალომეს წინამძღოლობით თავდაპირველად მენჯის მთავარანგელოზთა მთაზე დაემკვიდრა. მოგვიანებით დედებმა ზემო თეკლათის დედათა მონასტრის ტერიტორია შეარჩიეს დასამკვიდრებლად, სადაც ყოფილა ერთნავიანი ქვით ნაგები მცირე ზომის ჩამონგრეული ტყემორეული [[ბაზილიკა]]. [[1870]] წელს იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, მის მიერვე შედგენილი [[ტიპიკონი]]თ დედებმა დაიწყეს მონასტრის ჩამოყალიბება. ეს ადგილი და მიმდებარე ტერიტორია ჩამოერთვა სახარბედიოს და გადაეცა მონასტერს სამოღვაწეოდ. დედა სალომე გადაიყვანეს მღვიმის მონასტერში და იღუმენია ამ მონასტრისა გახდა ათანასია, რომელიც მონაზვნად აღკვეცილა [[1867]] წელს.
 
[[გურია]]-[[სამეგრელო]]ს ეპისკოპოს [[გრიგოლ დადიანი|გრიგოლის (დადიანი)]] ლოცვა-კურთხევით დაიწყო ახალი ღვთისმშობლის შობის სახელობის ბაზილიკური ეკლესიის მშენებლობა, რომელიც მეუფე გრიგოლმა აკურთხა [[1889]] 1 ოქტომბერს. ჟურნალი "მწყემსი" [[1899]] წელს ამ მონასტერზე წერდა: ,,თეკლათის დედათა მონასტრის საზოგადო საცხოვრებლის დამტკიცებისთანავე მასში შეიკრიბნენ მრავალნი დედანი. თეკლათში იყო პატარა ეკლესია, რომელიც სრულებით არ შეეფერებოდა ამ ადგილს. დიდი ღვაწლი და შრომა მიიღეს აქ შეკრებილ მონაზონთა შესაფერისი ეკლესიის აშენებისათვის, ადგილობით მღვდელმსახურებმა გულმხურვალე მონაწილეობა მიიღეს ხსენებული ეკლესიის აღშენების საქმეში და ხაზინის ფულიდან ერთი კაპეიკის დაუხმარებლად კეთილმხსნებელთ მობოჭილ ფულიდან აღშენდა ჩინებული ქვიტირის [[ეკლესია]] ...’’
 
[[1889]] წლის პირველ ოქტომბერს ცხრა საათიდან დაიწყეს ეკლესია კურთხევა. კურთხევის შემდეგ დაიწყო [[წირვა]], რომელიც დამთავრდა 12 საათზე. ეკლესიის კურთხევასა და წირვას მრავალი ხალხი დაესწრო. წირვის დროს ერთ მხარეზე გალობდნენ მონაზვნები და მეორეზე მამაკაცები. წირვის შემდეგ მისმა ყოვლად უსამღვდელოესობამ [[გურია]]-[[სამეგრელო]]ს ეპისკოპოსმა წარმოსთქვა სიტყვა.
7,772

რედაქტირება