თეკლათის ღვთისმშობლის შობის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''თეკლათის ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი''' – მდებარეობს [[სენაკის მუნიციპალიტეტი|სენაკის მუნიციპალიტეტში]].
 
== ისტორია ==
 
[[სახარბედიოს მთაზემთა]]ზე მდებარე თეკლათის დედათა მონასტრის ისტორიის ათვლა [[XIX საუკუნე|XIX]] ს-ის 60-იანი წლებიდან იწყება. XIX საუკუნის II ნახევრის შტამპზე ეს ეკლესია მოხსენებულია თეკლათის დედათა მონასტრად (შტამპი ყოფილა რეზინის, ბეჭედი კი ბრინჯაოსი[[ბრინჯაო]]სი) ორივე [[1992]] წლის [[20 იანვარი|20 იანვარს]] გაიტაცეს ეკლესიიდან.
მონასტრის დაარსება უკავშირდება სქემიღუმენია [[სალომე თავდგირიძე|სალომე თავდგირიძისა]] და იღუმენია [[ათანასია სალაყაიასსალაყაია]]ს სახელებს. დედათა დასი სქემიღუმენის სალომეს წინამძღოლობით თავდაპირველად მენჯის მთავარანგელოზთა მთაზე დაემკვიდრა. მოგვიანებით დედებმა ზემო თეკლათის დედათა მონასტრის ტერიტორია შეარჩიეს დასამკვიდრებლად, სადაც ყოფილა ერთნავიანი ქვით ნაგები მცირე ზომის ჩამონგრეული ტყემორეული [[ბაზილიკა]]. [[1870]] წელს იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, მის მიერვე შედგენილი ტიპიკონით[[ტიპიკონი]]თ დედებმა დაიწყეს მონასტრის ჩამოყალიბება. ეს ადგილი და მიმდებარე ტერიტორია ჩამოერთვა სახარბედიოს და გადაეცა მონასტერს სამოღვაწეოდ. დედა სალომე გადაიყვანეს მღვიმის მონასტერში და იღუმენია ამ მონასტრისა გახდა ათანასია, რომელიც მონაზვნად აღკვეცილა [[1867]] წელს.
 
[[გურია]]-სამეგრელოს[[სამეგრელო]]ს ეპისკოპოს გრიგოლის (დადიანი) ლოცვა-კურთხევით დაიწყო ახალი ღვთისმშობლის შობის სახელობის ბაზილიკური ეკლესიის მშენებლობა, რომელიც მეუფე გრიგოლმა აკურთხა [[1889]] 1 ოქტომბერს. ჟურნალი "მწყემსი" [[1899]] წელს ამ მონასტერზე წერდა: ,,თეკლათის დედათა მონასტრის საზოგადო საცხოვრებლის დამტკიცებისთანავე მასში შეიკრიბნენ მრავალნი დედანი. თეკლათში იყო პატარა ეკლესია, რომელიც სრულებით არ შეეფერებოდა ამ ადგილს. დიდი ღვაწლი და შრომა მიიღეს აქ შეკრებილ მონაზონთა შესაფერისი ეკლესიის აშენებისათვის, ადგილობით მღვდელმსახურებმა გულმხურვალე მონაწილეობა მიიღეს ხსენებული ეკლესიის აღშენების საქმეში და ხაზინის ფულიდან ერთი კაპეიკის დაუხმარებლად კეთილმხსნებელთ მობოჭილ ფულიდან აღშენდა ჩინებული ქვიტირის [[ეკლესია]] ...’’
 
[[1889]] წლის პირველ ოქტომბერს ცხრა საათიდან დაიწყეს ეკლესია კურთხევა. კურთხევის შემდეგ დაიწყო [[წირვა]], რომელიც დამთავრდა 12 საათზე. ეკლესიის კურთხევასა და წირვას მრავალი ხალხი დაესწრო. წირვის დროს ერთ მხარეზე გალობდნენ მონაზვნები და მეორეზე მამაკაცები. წირვის შემდეგ მისმა ყოვლად უსამღვდელოესობამ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა წარმოსთქვა სიტყვა.
7,772

რედაქტირება