ატროპატენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ro:Atropatena
მონაცემთა განახლება
ხაზი 1:
'''ატროპატენა''' ([[ბერძნ.]] Atropatēnē), სამხრეთ [[ირანის აზერბაიჯანი]]ს ძველი ბერძნული სახელწოდებაა. ატროპატენა მოიცავდა [[თალიშის მთები]]ს, მდ. [[არაქსი]]სა და [[ურმიის ტბა|ურმიის ტბის]] მიდამოებს. სახელწოდებას ჩვეულებრივ უკავშირებენ ამ ოლქის მმართველის, [[აქემენიდები|აქემენიდთა]] [[სატრაპი|სატრაპ]] [[ატროპატი]]ს (ძვ. წ. IV საუკუნე) სახელს (ზოგი მკვლევარის აზრით, სახელწოდება დაკავშირებულია ტიტულ ატროპატთან - თეოკრატიის მმართველი). მოგვიანებით ატროპატი ატროპატენას მეფე და სამეფო დინასტიის მამამთავარი გამხდარა. ანტიკური ავტორთა ცნობებით, ატროპატენა, როგორც ჩანს, ამ რეგიონის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო და [[ზოროასტრიზმი|ზოროასტული რელიგიის]] ერთ-ერთი ცენტრი იყო. მისი დედაქალაქი ყოფილა [[გაზაკა]] (განძაკი; გვიანდელი არაბული წყაროებით - ჯანზა). ძვ. წ. III საუკუნეში ატროპატენა არტაბაზანეს მეთაურობით აქტიურად იბრძოდა [[სელევკიდები|სელევკიდების]] დაპყრობითი პოლიტიკის წინააღმდეგ, შემდეგ, ძვ. წ. I საუკუნეში კი რომის ექსპანსიას ებრძოდა. ძვ. წ. II საუკუნის დასაწყისში ატროპატენა მოიცავდა ქ. [[სახიჩევანი]]ს ტერიტორიასაც. VII საუკუნეში ატროპატენა არაბთა სახალიფომ დაიპყრო.
 
[[კატეგორია:აზერბაიჯანის გეოგრაფია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ატროპატენა“-დან