პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb '''პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე''' (1917 თებერვლამ…
 
+კატ.
ხაზი 1:
[[ფაილი:PeterandPaulFortress1.JPG|thumb]]
'''პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე''' (1917 თებერვლამდე ''სანქტ-პეტერბურგის'', 1917 ნოემბრამდე - ''პეტროგრადის''), ციხესიმაგრე [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგში]] [[კურდღლის კუნძული|კურდღლის კუნძულზე]]. მისი მშენებლობის დაწყების დღე — [[1703]] წლის 16 (27) მაისი ითვლება ქალაქის დაარსების თარიღად.
 
XVIII საუკუნიდან გადაიქცა პოლიტიკურ საპატიმროდ, სადაც ათავსებდნენ თვითმპყრობელობის მოწინაღმდეგებს. პირველად ამ დანიშნულებით პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე თვით [[პეტრე I]]-მა გამოიყენა, როცა იქ ჩასვა საკუთარი ვაჟი ალექსი. 1725 წელს ამ ციხეში ჩასვეს ეკონომისტი ი. პოსოშკოვი, 1741 — იმპერატორ ელისაბედის მოწინააღმდეგეები - ბირონი, მინიხი, ოსტერმანი. 1790 პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ტუსაღი იყო [[ალექსანდრე რადიშჩევი]]. აქ ისხდნენ დეკაბრისტები (5 მათგანი აქვე ჩამოახრჩვეს), პეტრაშეველები, ნ. ჩერნიშევსკი, „ნაროდნაია ვოლიას“ წევრები, შემდეგ სოციალ-დემოკრატები, ისკრელები, ხოლო 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ - მეფის მთავრობის წევრები.
 
პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ისტორიისა და არქიტექტურის ძეგლთაგან შემონახულია: პეტრეს (1717-1718, არქიტექტორი დ. ტრეზინი) და ნევის (1784-1787, არქიტექტორი ნ. ლვოვი; კლასიციზმი) ჭიშკრები; კრონვერკი (1872-იდან — არტილერიის ისტორიის მუსეუმი; 1752, გადაკეთებული — 1850, არქიტექტორი პ. ტამანსკი); ციხესიმაგრეშია პეტრე-პავლეს ტაძარი (1712-1733, არქიტექტორი დ. ტრეზინი; ბაროკო), რომელშიც დაკრძალული არიან პეტრე I და სხვა რუსი იმპერატორები; აქვეა [[ზარაფხანა]] (1798-1806), მიაწერენ არქიტექტორ ა. პორტოს, სადაც ჭრიდნენ ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის მონეტებს; 1922 წლიდან ამზადებენ ორდენებსა და მედლებს.
 
[[კატეგორია:რუსეთის ციხესიმაგრეები]]
[[კატეგორია:სანქტ-პეტერბურგი]]
 
პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ისტორიისა და არქიტექტურის ძეგლთაგან შემონახულია: პეტრეს (1717-1718, არქიტექტორი დ. ტრეზინი) და ნევის (1784-1787, არქიტექტორი ნ. ლვოვი; კლასიციზმი) ჭიშკრები; კრონვერკი (1872-იდან — არტილერიის ისტორიის მუსეუმი; 1752, გადაკეთებული — 1850, არქიტექტორი პ. ტამანსკი); ციხესიმაგრეშია პეტრე-პავლეს ტაძარი (1712-1733, არქიტექტორი დ. ტრეზინი; ბაროკო), რომელშიც დაკრძალული არიან პეტრე I და სხვა რუსი იმპერატორები; აქვეა [[ზარაფხანა]] (1798-1806), მიაწერენ არქიტექტორ ა. პორტოს, სადაც ჭრიდნენ ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის მონეტებს; 1922 წლიდან ამზადებენ ორდენებსა და მედლებს.
[[ca:Fortalesa de Sant Pere i Sant Pau]]
[[de:Peter-und-Paul-Festung]]