ონორე დე ბალზაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 7:
 
==ადრეული შემოქმედება==
პირველი ლიტერატურული ცდა - ტრაგედია "კრომველი" (1820) სუსტი აღმოჩნდა. 1822-იდან წლიდან ბალზაკმა გზა გაიკვლია მკითხველისაკენ: ფსევდონიმით გამოაქვეყნა რამდენიმე მოდური რომანი, რომლებიც შემდგომ თვითონვე უარყო. ხელმოცარულმა კომერციულ საქმეებს მიჰყო ხელი. ბედი სცადა გამომცემლისა და მესტამბის როლში, მაგრამ ეს ცდაცცდა იმით დამთავრდა, რომ ვალი დაედო, რომელმაც შემდეგ მისი ლიტერატურილი ჰონორარის უდიდესი ნაწილი ჩანთქა. პირველი რომანი, რომელიც ბალზაკმა თავისად აღიარა და საზოგადოებაშიც გახმაურდა, იყო "შუანები" ([[1829]]). მას მოჰყვა: "ქორწინების ფიზიოლოგია" (1830), "გობსეკი" (1830), "უცხო შედევრი" (1831), "[[შაგრენის ტყავი]]" (1831), "ოცდაათი წლის ქალი" (1831). ბალზაკმა შესანიშნავი მთხრობელის სახელი მოიხვეჭა; მას დაუმეგობრდნენ გავლენიანი პირები, არისტოკრატი ქალები, რომელთა მეოხებით მაღალი წრის კარი გაეღო; მოსდიოდა მკითხველთა უამრავი წერილი. ერთ-ერთმა ასეთმა წერილმა, [[1832]] წელს, სათავე დაუდო პოლონელი თავადის ცოლთაცოლთან ე. ჰანსკასთან ბალზაკის ხანგრძლივ რომანს, რომელიც 18 წლის თავზე, მწერლის გარდაცვალებამდე 5 თვით ადრე, მათი შეუღლებით დამთავრდა.
 
==წარმატება==