'''IP-მისამართი''' (აი-პი მისამართი, შემოკლ. ინგლ. Internet Protocol Address - [[ინტერნეტ ოქმი]]ს მისამართი) — ლოკალურ ქსელში ან [[ინტერნეტი|ინტერნეტში]] ჩართული მოწყობილობის (როგორც წესი [[კომპიუტერი]]) უნიკალური იდენტიფიკატორი (მისამართი).
IP-მისამართი წარმოადგენს 32-ბიტურ (IPv4 ვერსიით) ან 128-ბიტურ (IPv6 ვერსიით) ორნიშნა რიცხვს. IP-მისამართის ჩაწერის მოხერხებულ ფორმას წარმოადგენს ოთხი ათობითი რიცხვი (0-დან 255-მდე), დაყოფილი წერტილებით, მაგ. 192.168.0.1. (ან 128.10.2.30 — მისამართის წარმოდგენის ტრადიციული ათობითი ფორმა, ხოლო 10000000 00001010 00000010 00011110 — იგივე მისამართის ორობით ფორმაში წარმოდგენა).