ცესარ-ბორის ღვთისმშობლის ხატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|ლიკა}}'''ცესარ–ბორის ღვთისმშობლის ხატი''' – უძველესი დროიდან სასწაულმოქმედად ითვლებოდა. ამ ხატის გამოჩენის შესახებ ცნობები არ არსებობს, მაგრამ გადმოცემის მიხედვით ცნობილია, რომ ხატი იპოვეს [[ვიტებსკი]]ს გუბერნიაში, [[უსვიატი|უსვიატში]], სასაფლაოს მახლობლად იმ ადგილას, რომელსაც ბორი ერქვა და ამიტომ ეს ხატი ბორის ღვთისმშობლის სახელით არის ცნობილი. ცესარისა ეწოდება მას, რადგან წარმოადგენს ზუსტ და უძველეს ასლს ცესარის ხატისა, რომელიც [[792]] წელს სასწაულთმოქმედებით განდიდდა და რომლის ხსენება [[22 აპრილი|22 აპრილს]] აღესრულება.
სასაფლაოს ეკლესიიდან ხატი უსვიატში გადააბრძანეს, სადაც დღემდე მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში იმყოფება.<br />ხატის მიერ აღსრულებული სასწაულებისა და ნიშების შესახებ მრავალი ზეპირი და წერილობითი მოწმობა არსებობს. <br />1859 წელს უსვიატსა და მის შემოგარენში გავრცელდა ძლიერი [[ქოლერა]], რომლითაც ყოველდღიურად ბევრი ავადდებოდა და კვდებოდა. როცა კაცთა შემწეობის ყოველგვარი იმედი დაკარგეს, ადამიანებმა დახმარებისათვის ზეციურ დედოფალს მიმართეს და ღრმა სარწმუნოებით აღვსილმა უბედურებაში ჩავარდნილი ყოველი კუთხე ღვთისმშობლის ხატთან ერთად [[ლიტანია|ლიტანიით]] შემოიარეს, მხურმალე და ერთსულოვან ლოცვას[[ლოცვა]]ს სწირავდნენ მას.ყველას გასახარად ქოლერა შენელდა.მეორე დღეს ლოტანია კვლავ აღესრულა. მასში მთელი მოსახლეობა მონაწილეობდა და ეპიდემიაც[[ეპიდემია]]ც შეწყდა.<br />იმავე [[1859]] წელს უსვიატის მცხოვრებთა საერთო თხოვნით, წმინდა სინოდმა ცესარ–ბორის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული [[11 ივნისი|11 ივნისს]] დაადგინა.
ცესარ–ბორის ხატი შემკულია [[ვერცხლი]]ს მოჭედილობითა და მოოქროვილი გვირგვინით, ამშვენებს ძვირფასი ქვები. მოოქროვილ პატარა დაფაზე არის წარწერა, რომელიც ღვთისმშობლის შემწეობისადმი უსვიატის მოსახლეობის საერთო მადლიერებას ადასტურებს.