რაფაელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: ar:رفائيل
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
აღორძინების მხატვრობის ნათლი და ხალისიანი ფიგურა იყო რაფაელ სანტი. რაფაელი ებრაულად "ღვთის წყალობას" ნიშნავს.სწორედ ასეთი წყალობა მოევლინა ქალაქ ურბინოს, როცა 1483 წელს იქ დაიბადა რაფაელი. თავდაპირველად რაფაელს ხატვა მამამ ასწავლა, შემდეგ ოსტატმა ვიტემ, ბოლოს კი პერუჯაში მხატვარ პიერო პანუჩის(პერუჯინოს) მოსწავლე ხდება. რაფაელმა მხატვრობის ნიჭი ადრეული ასაკიდან გამოავლინა, 17 წლის ასაკში ის უკვე ავტორია ნახატების " რაინდის სიზმარი", "სამი გრაცია" და "პერუჯინოს პორტრეტი". 1504 წელს იგი მიდის ფლორენციაში, სადაც ამ დროს მოღვაწეობენ მიქელანჯელო და ლეონარდო და ვინჩი. ამიტომ პირველ ხანებში რაფაელი განიცდის ლეონარდოსა და მაზაჩოს ზეგავლენას და ზურგს აქცევს წმინდა საეკლესიო მხატვრობას. სწორედ ფლორენციაში შექმნა მისი ცნობილი მადონების დიდი ნაწილი. "მადონა მწვანეში"(1505 წელი ვენა, სამხატვრო–ისტორიული მუზეუმი), "მადონა მშვენიერი მებაღე", "მჯდომარე მადონა"(1516წ ფლორენხია, პიტის გალერეა),"დიდი ჰერცოგის მადონა" და ა.შ. ამის გამო რაფაელის მოღვაწეობას ფლორენციაში "მადონების პერიოდი" უწოდეს". 25 წლის რაფაელი მიდის რომში, სადაც რომის პაპის დავალებით იწყებს ვატიკანის სასახლის მოხატვას.1509-17 წლებში მოხატა სამი დიდი დარბაზი, მათ შორის "ხელმოწერის დარბაზი", რომლის ოტხივე კედელი უკავია უზარმაზარ ფრესკებს "პოეზია", "ღვთისმეტყველება" "მართლმსაჯულება" და "ფილოსოფია". გარდა კედლის მხატვრობისა რაფაელი არაჩვეულებრივი პორტრეტისტიც იყო, სადაც კარგად გამოხატავდა ადამიანის ხასიათს, მაგ: "იულიუს მე–2 პორტრეტი". რაფაელ სანტი ფერწერასთან ერთად შესანიშნავი გობელენების ოსტატი და დიდებული არქიტექტორიც იყო. რამოდენიმე წლის განმავლოვაში ის ხელმძღვანელობდა მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი ეკლესიის წმ. პეტრეს ტაძრის მშენებლობას. 1520 წლის 5 აპრილს თავის დაბადების დღეზე გარდაიცვალა.
 
==ნამუშევრები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რაფაელი“-დან