გალიჩ-ვოლინის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დამატება
No edit summary
ხაზი 1:
'''გალიჩ-ვოლინის სამთავრო''', ([[უკრ.]] Галицько-Волинське князівство, [[რუს.]] Галицко-Волынское княжество, [[პოლ.]] Księstwo Halicko-Wołyńskie bzw.ანუ Halicko-Włodzimierskie, [[ლათ.]] Regnum Galiciæ et Lodomeriæ, Regnum Rusie) რუსეთის ფეოდალური სამთავრო. წარმოიქმნა [[1199]] წელს [[გალიჩის სამთავრო|გალიჩისა]] და [[ ვლადიმირ-ვოლინის სამთავრო]]ების გაერთიანების შედეგად. მდებარეობდა მდინარეების დნესტრის, ვისლის, ნარევის და პრიპიატის ზემო დინების ნაყოფიერ შვმიწა ნიადაგიან მხარეში. მოსახლეობა ძველტაგანვე მისდევდა სახნავ მიწათმოქმედებას. სამთავრო მდიდარი იყო მარილის სარეწებით, მაღალ დონეზე იდგა ხელოსნობა, ვაჭრობა და სხვა. სამთავროში ადრევე განვითარდა ფეოდალური ურთიეთობანი, ბოიარები დიდ როლს ასრულებდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
 
პირველმა მთავარმა [[რომან მსტისლავის ძე]]მ კიევი აიღო და მთავრის ტიტუტლი მიიღო (1203). მისი გარდაცვალების შემდეგ გალიჩ-ვოლინის სამთავრო რამდენიმე მცირე სამთავროდ დაიშალა, მიწების ნაწილი კი ბოიარების მიერ მოწვეულმა უნგრელმა და პოლონელმა ფეოდალებმა ჩაიგდეს ხელში. ფეოდალურმა აშლილობამ და უცხოელთა მოძალებამ სახალხო აჯანყებები გამოიწვია. 1219 წელს მოქალაქეებმა მოიწვიეს ნოვგოროდის მთავარი [[მსტისლავ მსტისლავის ძე]] მამაცი, რომელმაც 1221 წელს გალიციიდან განდევნა უნგრელი ფეოდალები. ამავე დროს ვოლინში მთავრად დაჯდა [[დანიელ რომანის ძე]], რომელმაც გააერთიანა ვოლინი (1229) და მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი რუსეთი (1245). იგი [[ოქროს ურდო]]სთან ფრთხილ პოლიტიკას ახორციელებდა, ნომინალურად მისი ვასალობაც კი აღიარა (1245). მანვე პაპის [[ინოკენტი IV]]-ის წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარალებები გალიჩ-ვოლინის სამთავროს დასავლეთ საზღვრების სტაბილიზაციისათვის გამოიყენა. XII საუკუნის და XIII საუკუნის I ნახევარში გალიჩ-ვოლინის სამთავროს კულტურული აღმავლობის პერიოდი იყო. დანიელის გარდაცვალების (1264) შემდეგ მისი სამფლობელო 4 საუფლისწულო სამთავროდ დაიშალა, რომლებიც ნომინალურად დიდ მთავარს ემორჩილებოდნენ. 1352 წლის ხელშეკრულებით (პოლონეთსა და ლიტვას შორის) გალიჩის მიწა პოლონეთს შეუერთდა, ვოლინი კი ლიტვას დარჩა.