მესხეთის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''მესხეთის ქედი''', ''აჭარა-იმერეთის ქედი'', ''ახალციხის ქედი'' (ძვ. ღადო, ლომსია ანუ ფერსათი), [[მცირე კავკასიონი]]ს შემადგენელი ქედი უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. წყალგამყოფია, ერთი მხრივ, [[მდინარე]]ების [[კინტრიში (მდინარე)|კინტრიშის]], ნატანების, [[სუფსა|სუფსისა]] და [[რიონი]]ს მარცხენა შენაკადებიაშენაკადებისა, მეორე მხრივ, [[აჭარისწყალი|აჭარისწყლის]], ქვაბლიანისა და [[მტკვარი|მტკვრის]] მარცხენა შენაკადთა აუზებისა. კოლხეთის ბარს გამოყოფს აჭარისა და ახალციხის მთიანი ქვაბულებისაგან. გადაჭიმულია [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] [[აჭარა|აჭარის]] სანაპიროდან [[ბორჯომის ხეობა|ბორჯომის ხეობამდე]]. სიგრძე 140 კმ, უდიდესუ განი 45 კმ, უმაღლესი მწვერვალი [[მეფისწყარო]] (2850 მ). 2500 მ-ზე მაღალია აგრეთვე მწვერვალები [[ხინო]], [[თაგინაური]], [[საყორნია]], [[ზოტიმერია]], [[დიდმაღალი]], [[სანისლია]], [[ნაგება]]. მესხეთის ქედზე არის [[ზეკარა (უღელტეხილი)|ზეკარის უღელტეხილი]] (2180 მ), რომელზეც გადადის საავტომობილო გზა.
 
ქედი აგებულია უმთავრესად ეოცენის ვულკანოგენური წყებებით. ქედის დასავლეთ ნაწილს ჩრდილოეთიდან ეკვრის უფრო ახალგაზრდა ქანებით აგებული გურიის სერი, ხოლო შუა ნაწილს სამხრეთიდან - ნეოგენური ლავებით აგებული ფერსათის პლატო. თხემურ ზონაში შემორჩენილია პლეისტოცენური გამყინვარების კვალი. კალთები დასერილია მდინარეების ხანისწყლის, სულორია, სუფსის, ნატანების, კინტრაშის, [[ჩქვისწყალი|ჩაქვისწყლისა]] და სხვა მიდნარეების ღრმა ხეობებით. ქედის დასავლეთი ნაწილი გამოირჩევა ატმოსფერული ნალექების მაქსიმალური რაოდენობით (მთა [[მტირალა]]ზე 4500 მმ). ხეობები მდიდარია მესმეული პერიოდის რელიქტური სუბტროპიკული მცენარეულობით. მესხეთის ქედი 2000-2200 მ სიმაღლემდე შემოსილია ტყით, 1000-1200 მ-მდე შერეული ფოთლიანი ტყეებია ([[მუხა]], [[რცხილი]], [[წაბლი]], [[წიფელი]]), ხოლო უფრო ზევით — წიწვიანები ([[ნაძვი]], [[სოჭი]], ზოგან [[ფიჭვი]]). თხემურ ზოლში გავრცელებულია სუბალპური და ალპური მდელოები და დეკიანები. ძნელად მისადგომ ადგილებში დიდი რაოდენობით ბინადრობს [[დათვი]], [[შველი]], [[ირემი]], [[არჩვი]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მესხეთის_ქედი“-დან