თორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 12:
ამ ცნობებზე დაყრდნობით მკვლევარი გიორგი ზედგინიძე მიიჩნევს, რომ [[ბექა ჯაყელი]]ს სამფლობელოს აღმოსავლეთი ნაწილი – [[სამცხე]] ისევ [[ტაშისკარი]]დან იწყება, თუმცა შენიშნავს, რომ [[ბექა ჯაყელი]]ს სამფლობელოში შემავალ მხარეთა შორის ისტორიკოსს [[თორ-ჯავახეთი]] არ აქვს დასახელებული. [[ჟამთააღმწერელი]] [[ბექა ჯაყელი]]ს თაოსნობით თურქთა წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობის ამბავს რომ გადმოგვცემს, აღნიშნავს: ”''და ვითარ ცან ბექამან მოსვლა თურქთა, მოუწოდა ყოვლთა მის ქუეშე დაწესებულთა, ტაშისკარითგან ვიდრე ბასიანამდე: მესხთა, შავშთა, კლარჯთა, კოლა-არტან-კარნიფორელთა და უმრავლესტა ტაოელთა, რამეთუ ამას აქუნდა ესე ყოველთა ქუეყანა; ამათ თან თმოგუელთა და თორელთა და შეკრიბა სიმრავლე ერთი ბევრი და ორი ათასი.''“ <ref>[[ქართლის ცხოვრება]], [[სიმონ ყაუხჩიშვილი]]ს რედაქციით, 1955წ., II, გვ. 312</ref>
ამ ცნობით [[ბექა ჯაყელი]]ს სამფლობელო [[ტაშისკარი]]დან იწყება, ამასთან, ამავე ცნობიდან ნათლად ჩანს, რომ [[თმოგვი|თმოგველთა]] და თორელთა საპატრონოები [[ბექა ჯაყელი]]ს ”''ქუეშე დაწესებულ''“ მხარეთა რიცხვს არ ეკუთვნიან, [[თმოგვი|თმოგველნი]] და თორელნი მას ეხმარებიან მხოლოდ როგორც მოკავშირეები.
როგორც მკვლევარი გიორგი ზედგინიძე ასკვნის, აწინდელი [[ბორჯომის ხეობა]] XII-XIII საუკუნეებში სამცხის მთავართა – ჯაყელთა და, ჯავახეთის მთავართა – თორელთა შორის ნაწილდებოდა. ეს რომ ასე იყო, ამას ცხადყოფს XVI საუკუნის კარგად ცნობილი დოკუმენტი ”[[''[[მცხეთის საკათალიკოსო მამულების სია სამცხეს'']]''“ (1516 წლისა), რომელშიც პირველად დასახელებულია ძველი მეპატრონენი და შემდეგ ისინი, ვისაც ნუსხის შედგენის დროისათვის უჭირავთ ის საპატრონონი. [[ბორჯომის ხეობა]] ნაწილდება ორ ძველ მეპატრონეთა შორის – [[სამძივრები]]ს და [[ბუმბულის ძე|ბუმბულის ძეთა]] შორის. დოკუმენტში აღნიშნულია: ''”[[სამძივარი]] მისთა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიით გოგებაშვილს აქუს. ბუმბულის ძენი მათითა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიით ავალიშვილთ და [[სლესა]]რთა აქუს.''"<ref>შარაშიძე ქრ., სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს.). ტექსტების პუბლიკაციური გამოკვლევები და საძიებელი, 1961წ. გვ. 33</ref>
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თორი“-დან