ელენე ახვლედიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Georgiani-ის რედაქტირება გაუქმდა; აღდგა ბოლოს Tengiz Verulava-ის მიერ რედაქტირებული ვერს
ხაზი 5:
[[1922]] სწავლობდა [[თბილისის სამხატვრო აკადემია|თბილისის სამხატვრო აკადემიაში]]. იყო [[გაბაშვილი, გიორგი ივანეს ძე|გ. გაბაშვილის ]] მოწაფე. იმავე წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში, [[კოლაროსის აკადემია|კოლაროსის აკადემიაში]] ([[1922]]-[[1927]]). [[1927]] წელს დაბრუნდა სამშობლოში. ახვლედიანის მკაფიო ინდივიდუალურობა და თვითმყოფადობა მხატვრის ყველა ჟანრში გამოვლინდა. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ - ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით, ყოველთვის საგრძნობია განწყობილება - ზოგჯერ ხალისინი და სადღესასწაულო, ზოგჯერ - სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც.
 
განსაკუთრებული სიყვარულითა და ინტიმური გრძნობით არის შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: "ძველი თბილისი" ([[1924]], კერძო კუთვნილება, თბილისი), "კახეთი-ზამთარი" ([[1924]], საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "ძველი თბილისი" ([[1926]], კერძო კუთვნილება, პარიზი), "პარიზის ერთ-ერთი კუთხე" ([[1926]], საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "თელავი" ([[1927]], კერძო კუთვნილება, თბილისი), "ალაზნის ველი" ([[1954]]), "იმერეთი" ([[1956]], ორივე საქართველოს სურათების გლერეა, [[თბილისი]]), "შემოდგომა" ([[1959]], კერძო კუთვნილება, თბილისი) და სხვა.
 
[[სურათი:Elkura.JPG|thumb|right|"მტკვრის სანაპირო"]]
ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. თეატრის მხატვრად მუშაობა [[1928]]-იდან დაიწყო [[მარჯანიშვილის თეატრი|კ. მარჯანიშვილის თეატრში]] ([[ქუთაისი]]) და არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე. გააფორმა 72 [[სპექტაკლი]], როგორც თბილისის[[თბილისი]]ს და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში.
 
[[სურათი:Akhvlediani6.jpg|thumb|left|"ზამთარი"]]