ბულგარეთი (ვოლგა-კამა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:მაგალითი.png|thumb]]
'''ბულგარეთი ვოლგა-კამისა''', შუავოლგისპირეთისა და კამისპირეთის ხალხების პირველი ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო. ჩამოყალიბდა X საუკუნეში. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აღმოსავლეთ ევროპის შუა საუკუნეების ისტორიაში. XII საუკუნისთვის მოიცავდა ჩრდილოეთ ჩუვაშეთამდე და სამხრეთ ურალისპირეთამდე. ბულგარეთის შესახებ წერილობით ცნობებს გვაწვდიან არაბი და სპარსელი ავტორები (ი[[ბნ ფადლანი]], [[იბნ ჰაუკალი]], [[ალ-ისტახრი]], [[იბნ რუსთა]], [[ალ-გარდიზი]] და სხვები), [[რაშიდ ალ-დინი]], ხაზარული საბუთები, რუსეთის მატიანეები, ბულგართა ეპიგრაფიკული ძეგლები. დიდი მასალაა მოპოვებული არქეოლოგიური კვლევის შედეგად (ბოლგარისა და სუვარის გათხრები).