აწყურის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Acyuris cixe.JPG|thumb|300px|აწყურის ციხე]]
'''აწყურის ციხე''', ფეოდალური ციხესიმაგრე [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა ნაპირზე, სოფელ [[აწყური (ახალციხის რაიონი)|აწყურთან]], [[ბორჯომი|ბორჯომიდან]] 30 კმ. მატიანეში პირველად იხსენიება XI საუკუნის შუა წლებში.
 
აწყურის ციხე სამხრეთიდან იცავდა ბორჯომის ხეობას. XVI საუკუნის II ნახევარში ციხე [[ოსმალები|ოსმალებმა]] დაიკავეს. [[1770]] წელს აწყურის ციხეს რუს-ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი შემოეწყო, მაგრამ მისი აღება ვერ მოხერხდა. [[1829]] წელს [[ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულება|ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების]] თანახმად განთავისუფლებულ იქნა ოამალთაოსმალთა ბატონობისაგან.
 
აწყურის ციხის მშენებლებმა მოხერხებულად გამოიყენეს მაღალი და ძნელად მისადგომი კლდის რელიეფი და შექმნეს სამშენებლო თვალსაზრისით რთული და საინტერესო ნაგებობა. ციხეში შესვლა კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბით შეიძლება. შიდა ნაგებობა იმდენად ძნელად მისადგომი იყო, რომ მტერი გვირაბში შეჭრის შემდეგაც ვერ დაიმორჩილებდა ადვილად. ამჟამად ციხე მთლიანი ნაგებობა აღარ არის. შეინიშნება სხვადასხვა დროის მრავალი სამშენებლო ფენა.
 
აწყურის ციხე თითქმის ათასი წლის მანძილზე დგას და ბევრჯერ დანგრეულა, როგორც მტრის ხელით, ისე [[მიწისძვრა|მიწისძვრებითაც]].
 
==ლიტერატურა==
* ''ბერძენიშვილი დ.,'' [[ქსე]], ტ. 2, გვ. 77, თბ., 1977
 
[[ფაილი:Acyuris cixe.JPG|thumb|300px|აწყურის ციხე]]
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აწყურის_ციხე“-დან