წინასწარმეტყველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ვიკი}}
== ქრისტიანობაში ==
[[ფაილი:Isaiah's Lips Anointed with Fire.jpg|thumb|ცეცხლ-ცხებული [[ესაია წინასწარმეტყველი|წინასწარმეტყველ ესაიას]] ცეცხლ-ცხებული ტუჩები. [[ბენჯამინ ვესტი]]ს ნამუშევარი.]]
უფალი ხშირად მიმართავდა ისრაელთ განსაკუთრებული მოწოდების ადამიანთა - წინასწარმეტყველთა პირით. ისინი მხოლოდ მომავლის შემტყობნი არ იყვნენ. ღმერთი დროდადრო აგზავნიდა თავის რჩეულებს ებრაელთა შორის, რათა მათ ღვთის გამოცხადებით ეუწყებინათ ხალხისათვის მისი ნება, გაეფრთხილებინათ, აეცილებინათ ცოდვისა და კერპთაყვანისცემისაგან და დაემოწმებინათ ღვთის დიადი საქმეები წარსულსა და მომავალში. წინასწარმეტყველნი ხშირად მაშინ გამოდიოდნენ, როცა ხალხი, მეფენი, მღვდლები სცდებოდნენ და უფლის გზიდან გადაუხვევდნენ, როცა ებრაელთა ორივე სამეფოს ემუქრებოდა ომები, [[შიმშილი]], თუ სხვა უბედურებანი. უფლის წარსულ საქმეთა შეხსენებით წინასწარმეტყველნი ხალხში აღვივებდნენ ღმერთის სრული მორჩილების შეგრძნებას და არა მხოლოდ წეს-ჩვეულებათა შესრულებას; ისინი იუწყებოდნენ მომავალ სასჯელს - წარმართი ხალხების თავდასხმებს გაურჩებულ ისრაელ ერზე და აგრეთვე უფლის შურისძიებაზე, რომელიც თავს დაატყდებათ წარმართებს იმ ბოროტებისათვის, რაც მათ ისრაელთ შეამთხვიეს; ისრაელთა გაფანტვაზე მთელს მსოფლიოში და მათ დაბრუნებაზე აღთქმულ ქვეყანაში. ისინი წინასწარმეტყველებდნენ მესიის მოსვლაზე, მის სიკვდილს [[ისრაელი]]სა და მთელი კაცობრიობის გადასარჩენად, მის მკვდრეთით [[აღდგომა]]ს; ლაპარაკობდნენ ნათელი მომავლის დღეებზე, როცა მესია მეორედ მოვა და იმეფებს.
 
ზოგიერთი მათგანი წინასწარმეტყველურ წიგნებსაც წერდა. [[ბიბლია]] 17 ასეთ წიგნს შეიცავს. ისინი 16 წინასწარმეტყველმა დაწერა, მათ შორის [[იერემია წინასწარმეტყველი|იერემიამ]] ორი. აი ამ წინასწარმეტყველთა სახელები მიახლოებითი ქრონოლოგიური რიგით: [[იოელ წინასწარმეტყველი|იოელი]], [[იონა წინასწარმეტყველი|იონა]], [[ამოს წინასწარმეტყველი|ამოსი]], [[ოსია წინასწარმეტყველი|ოსია]], [[ესაია წინასწარმეტყველი|ესაია]], [[მიქა წინასწარმეტყველი|მიქია]], [[სოფონია წინასწარმეტყველი|სოფონია]], [[ნაუმ წინასწარმეტყველი|ნაუმი]], [[იერემია წინასწარმეტყველი|იერემია]], [[ამბაკუმ წინასწარმეტყველი|ამბაკუმი]], [[აბდია წინასწარმეტყველი|აბდია]], [[დანიელი]], [[ეზეკიელი]], [[ანგია წინასწარმეტყველი|ანგია]], [[ზაქარია წინასწარმეტყველი|ზაქარია]], [[მალაქია წინასწარმეტყველი|მალაქია]]. ბიბლიაში წინასწარმეტყველებითი წიგნების რიგი არ შეესატყვისება მათი დაწერილ ქრონოლოგიას<ref>საბავშვო ბიბლია, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, 1998 წ. გვ. 262</ref>.
{{ბიბლიის წინასწარმეტყველნი}}
{{რელიგია}}