ივანე პასკევიჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ივანე თედორეს ძე პასკევიჩი''' ([[რუს.]] Иван Фёдорович Паскевич) (დ. [[8 აგვისტო]]/ [[19 მაისი]], [[1782]], [[პოლტავა]] — გ. [[20 იანვარი]]/[[1 თებერვალი]], [[1856]], [[ვარშავა]]), წარმოშობით [[უკრაინელები|უკრაინელი]], რუსეთის იმპერიის სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი (1829), გენერალ-ადიუტანტი (1825). გამარჯვებებისთვის ერევნის გრაფის წოდება მიენიჭა 1828 წელს და ვარშავის პრინცის - 1831 წელს.
 
[[1825]] წელს მეთაურობდა კორპუსს. იყო [[დეკაბრისტები]]ს საქმის უმაღლესი სასამართლოს წევრი. 1826 წელს ამიერკავკასიის ჯარების სარდალი გახდა, 1827 წლიდან კი - კავკასიის მეფინაცვალი. რუსეთ-ირანის 1826-1828 და [[რუსეთ-ოსმალეთიოსმალეთის ომი (1828-1829)|რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829]] წლების ომების დროს კავკასიის ჯარების მთავარსარდალი იყო. ხელმძრვანელობდა პოლონეთის 1830-1831 წლების აჯანყების ჩახშობას, რის შემდეგაც პოლონეთის სამეფოს მეფისნაცვლად დაინიშნა. ატარებდა ეროვნული ჩაგვრისა და რუსიფიკაციის კურსს. უნგრეთის 1848-1849 წლების რევოლუციის ჩახშობის დროს სარდლობდა რუსეთის არმიას. ყირიმის ომში (1853-1856) დასავლეთ საზღვრებზე მოქმედი ჯარებისა და დუნაის არმიის (1853-1854) მთავარსარდალი იყო.