ქართველთა ეთნარქები: განსხვავება გადახედვებს შორის

+ბმული
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
(კატ.)
(+ბმული)
'''ქართველთა ეთნარქები''', [[ლეონტი მროველი]]ს მიერ [[ქართლის ცხოვრება|„ქართლის ცხოვრებაში]]“ მოხსენიებული ლეგენდარული გმირები: თარგამოსის ძე ქართლოსი; ქართლოსის ძენი — მცხეთოსი, [[გარდაბოსი]], კახოსი, კუხოსი, გაჩიოსი; მცხეთოსის ძენი — უფლოსი, ოძრხოსი და ჯავახოსი, რომელთაც თავიანთი კუთვნილი მიწა-წყალი მიიღეს მამებისაგან.
 
ქართლოსს მიუღია თარგამოსისაგან ტერიტორია, რომელსაც აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა [[ჰერეთი]] და მდინარე ბერდუჯი, დასავლეთით — [[პონტოს ზღვა]], სამხრეთით — მტკვარ-არაქსის წყალგამყოფი [[ბამბაკის ქედი]], ჩრდილოეთით — ღადოს მთა (კავკასიონის განშტოება); მცხეთოსს — მიწა-წყალი [[არაგვი]]ს დასავლეთით, [[სპერის ზღვა]]მდე; გარდაბოსის ტერიტორიას აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა მდინარე ბერდუჯი, დასავლეთით — ქ. გაჩიანი, სამხრეთით — მტკვარ-არაქსის წყალგამყოფი ბამბაკის ქედი, ჩრდილოეთით — [[მტკვარი]].
 
კახოსის მიწა-წყალი ყოფილა კავკასიონსა და კახეთის მთას შორის, არაგვიდან ვიდრე ტყე-ტბამდე; კუხოსისა — არაგვიდან ჰერეთამდე, კახეთის მთასა და მტკვარს შორის; გაჩიოსისა სკვირეთის მდინარიდან, ვიდრე აბოცის თავამდე; უფლოსისა — არაგვიდან ვიდრე ტასისკარამდე და ფარავნამდე; ოძრხოსისა — ტასისკარიდან სპერის ზღვამდე; ჯავახოსისა — ფარავნიდან მტკვრის სათავემდე.
158 161

რედაქტირება