დანიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(განსხვავება არ არის)

13:10, 25 აპრილი 2009-ის ვერსია

დანიელი (ებრ.: דָּנִיֵּאל, თანამედროვე Daniyyel ტიბერიული Dāniyyêl ;სპარს.: دانيال, Dâniyal ან Danial, ასევე Dani, داني ; არაბ.: دانيال, Danyal "მსაჯული ჩემი–ღმერთი" 600 წ. ქრისტეს შობამდე. ხსენების დღე: ძვ.სტ. 17.12; ახ. სტ. 30.12) დანიელის წიგნის ცენტრალური ფიგურა, ბიბლიის ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი.

დანიელ წინასწარმეტყველის რუსული ხატი. XVIII საუკუნე. ხელში მისივე წინასწარმეტყველებით, თითით კი მიანიშნებს ”ადგილიდან ხელისუკვრელად მოწყვეტილ ლოდზე” (დან. 2:34-35). კიჟის მონასტერი. რუსეთი.

დანიელის ცხოვრება

როდესაც ნაბუქოდონოსორი შეიჭრა იუდეაში და დაანგრია წმინდა ქალაქი იერუსალიმი, ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა ტყვედ წაიყვანა ბაბილონში. ბიბლიის მიხედვით, მეფემ საჭურისთა მთავარს უბრძანა, ტყვეთა შორის გამოერჩია სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან უნაკლო, შესახედავად მშვენიერი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები, რომელთაც შეეძლებოდათ მეფის კარზე სამსახურის გაწევა და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლა. მეფის ბრძანება სეასრულეს. მეფემ ყმაწვილებს განუწესა ულუფა ტავისი სუფრიდან და ის ღვინო, ტავად რომ სვამდა. მან ბრძანა სამი წელიწადი ეწვრთნათ ისინი და ისე წარედგინათ მის წინაშე. ამ ყმაწვილებში იუდაელთაგან იყვნენ: დანიელი, (ხ)ანანია, (ყ)აზარია და მისაელი. სასახლეში მათ სახელები შეუცვალეს. დანიელს - ბელტეშაცარი უწოდეს, ხანანიას - შადრაქი, მისაელს - მეშაქი, ყაზარიას - ყაბედ-ნეგო. დანიელმა გადაწყვიტა არ გაუწმინდურებულიყო სამფო ულუფითა და ღვინით, ვინაიდან ეს ულუფა იმ ცხოველთა და ფრინველთა ხორცით მზადდებოდა, რომლის წამაც აკრძალული იყო მოსეს რჯულით და ამასთან ის ხორცი ბაბილონის ღმერთის შესაწირიდან იყო. მან საჭურისთა მთავარს სთხოვა მისთვის და მისი სამი მეგობრისთვის ეძლიათ მხოლოდ ბოსტნეული და წყალი. საჭურისთა მთავარს პირველად შეეშინდა, ვაითუ ყმაწვილები გახდნენ და მეფე გამირისხდესო, მაგრამ დანიელმა სთხოვა, რომ ათი დღე გამოეცადა ისინი. ათი დღის სემდეგ ყმაწვილებს სახე უფრო გაულამაზდათ და ტანადაც უფრო სრულად გამოიყურებოდნენ, ვიდრე ის წაბუკები, სამეფო სუფრიდან რომ ღებულობდნენ ულუფას.

ღმერთმა დანიელსა და მის სამ მეგობარს მისგა სიბრძნე. ამასთან დანიელი აგრეთვე დააჯილდოვა ყოველგვარი ხილვისა და სიზმრის ახსნის ნიჭით.

სამი წლის შემდეგ მეფემ ბრძანა მიეყვანატ ამორჩეული ჭაბუკები. როცა მათ გამოესაუბრა, მიხვდა, რომ დანიელისა და მისი სამი მეგობრის მსგავსი არვინ იყო, ამიტომაც მხოლოდ ისინი დატოვა თავის სამსახურში.

რაც არ უნდა ეკითხა მეფეს, წაბუკები ათჯერ უფრო გონიცვრულ პასუხს სცემდნენ, ვიდრე მისი ყველა სხვა მოგვი და შემლოცველი.[1]

ნაბუქოდონოსორის შემდგომ ბაბილონის მეფე გახდა მისი ვაჟი ბელსაცარი. ერთხელ მან ნადიმი გაუმართა თავის ათას დიდებულს ნადიმზე მან ბრძანა, რომ ოქრო-ვერცხლის წურჭელი გაეშალათ, რომელიც ნაბუქოდონოსორის მიერ იყო ტაძრიდან მოტაცებული. როცა ის ჭურჭელი მოიტანეს, მეფემ, მისმა დიდებულებმა და მათმა ცოლებმა იმ სასმისებით დაიწყეს ღვინის სმა და ადიდეს თავიანთი ოქროს, ვერცხლის, რვალის, რკინის, ქვისა და ხის ღმერთები.

უეცრივ სამეფო დარბაზში, სადაც წვეულება იყო, გამოჩნდა კაცის თითები, რომელთაც კედელზე წერა დაიწყეწს, სასანთლის წინ. ამის დანახვაზე მეფეს შიშისგან ფერი ეცვალა, მოდუნდა და მუხლები აუკანკალდა. მან იყვირა, მომიყვანეთ ბააბილონელი ბრძენი კაცები, რათა აეხსნათ, თუ რა ეწერა კედელზე. იგი ამ სიტყვების ამხსნელს ჰპირდებოდა, რომ სამეფოს მესამედმთავრად გახდიდა. მაგარმ ბაბილონელმა სწავლულებმა ვერ ახსნეს, თუ რა ეწერა კედელზე.

დედოფალმა ეს რომ გაიგო, პალატში სევიდა და მეფეს უთხრა, რომ დანიელში არის ღმერთის სული, გონიერება და ცოდნა და უნარი სიზმრების ახსნისა, იგავთა განმარტებისა და ხლართების გახსნისა. მოიყვანეს დანიელი და მეფემ სთხოვა, ამოეკითხა ის გაუგებარი სიტყვები და განემარტა მათი მნიშვნელობა.

დანიელმა ბელსაცარს უთხრა, რომ ღმერთი მრისხანებს მის ამპარტავნებასა და გულმხეცობაზე. და იმის გამოც, რომ წმინდა სასმისებით სვამს ღვინოს და ამ დროს კერპებს ადიდებს. სემდგომ მან უთხრა, რომ კედელზე წერია: ”მენე, მენე, თეკელ უფარსინ”. და ეს სიტყვები ასე განიმარტება: მენე - დაითვალა ღმერთმა შენი სამეფოს დღეები და დაასრულა იგი; თეკელ - სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი; უფარსინ - გაიყოფა სენი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცემა იგი.

მაშინ მეფის ბრძანებით დანიელს ძოწეული ჩააცვეს, კისერზე ოქროს შიბი ჩამოჰკიდეს და სამოფოს მესამედმთავრად გამოაცხადეს.

იმავე ღამეს აღსრულდა ის, რაც ღმერთმა უწინასწარმეტყველა ბელსაცარს: მოკლეს იგი და მისი სამეფო მიდიელთა მეფე დარიოსმა დაიპყრო.[2]

მეფე დარიოსი, რომელმაც ბელსაცარის ტახტი დაიპყრო, ამპარტავანი კაცი იყო და ტაყვანს კერპებს სცემდა. მაგრამ ამს ზლიერ უყვარდა დანიელი მისი სიბრძნისა და მაღალი სულიერების გამო. მან გადაწყვიტა ტავის სამეფოსათვის 120 სატრაპი დაენიშნა, რათა მათ გაეგოთ სამეფოში ყველაფერი, ხოლო მათ სათავეში სამი მთავარი დაუდგინა. მათ შორის ერთ-ერთი დანიელი იყო. სატრაპები მათ წარუდგენდნენ ხოლმე ანგარიშს, რათა მეფეს დიდი შრომა არ დასწოლოდა, სხვა მთავრებსა და სატრაპებზე მეტად დანილეი აღზევდა. დარიოსი ფიქრობდა მის მთელი სამეფოს მთავრად დადგინებას. მაშინ სხვა მათავრებმა და სატრაპებმა საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის ბრალი დაედოთ, მაგრამ ვერაფერი უპოვნეს, ვინაიდან ”ერთგული იყო იგი და რაიმე შეცოდება ან დანაშაული არ აღმოაჩნდა”.

ბოლოს მათ მზაკვრული გეგმა შეადგინეს: იცოდნენ, რომ დანიელი ხშირად ლოცულობდა ტავისი ღმერთის მიმართ. ამიტომ მეფეს სთხოვეს გამოეცბა ბრძანებს, რომლითაც 30 დღის მანძილზე აიკრძალებოდა ღმერთის ან კაცის მიმარტ რაიმეს თხოვნა, გარდა მეფისა. ხოლო ვინც ამბრძანებას დაარღვევდა, ლომების ხაროში ჩაეგდოოთ. მეფე ამ იცოდა ამ თხოვნის ნამდვილი მიზეზეი და დაეთანხმა ამ ბრძანების გამოცემას.

 
დანიელის პასუხი მეფის შეკითხვაზე. ბრაიტონ რივერის ნამუშევარი. 1890 წ.

დანიელი ბრძანების მიუხედავად, არ წყვეტდა ღმერათის მიმართ ლოცვას. მას ჩვეულებად ჰქონდა დღეში სამჯერ მოეყარა მუხლი და ელოცა ტავისი ქორედის სარკმელთან. ლოცვაში დანიელი ღებულობდა ძალას, ნუგეშსა და კურთხევას. ხალხი, რომელთაც სძულდათ დანიელი, დაუდარაჯდნენ და თავს მაშინ წაადგნენ, როდესაც იგი ლოცულობდა უფლის წინაშე და მოწყალებას სთხოვდა მას.[3] დანიელის მოძულენი მივიდნენ დარიოს მეფესთან და უთხრეს, რომ დანიელი მეფეს არად აგდებდა, არც მის ბრძანებას მიიჩნდვდა რამედ, დღეში სამჯერ ლოცულობდა ტავისი ღმერთის მიმართ. ეს რომ მეფემ გაიგონა, დაღონდა და გადაწყვიტა რაიმეთი ეშველა დანიელისათვის, მაგრამ მეფეს უმალვე მოაგონეს, რომ მისი ხელით გამოცემული ბრძანების დარღვევა არ შეიძლებოდა. მაშინ მეფემ ბრძანა დანიელი ლომების ხაროში ჩაეგდოთ. დარიოსმა იცოდა რა, რომ დანიელის ღმერთი დიდი ღმერთი იყო, უთხრა მას: შენი ღმერთი, რომელსაც სენ ერთგულად ემსახურები, ის გადაგარჩენსო. შემდგომ მეფე დაბრუნდა სასახკლ;ეში და სეწუხებული უვახშმოდ დაწვა. მას მთელი ღამე არ სძინებია. განთიადზე ის ხაროსთან მივიდა და ნაღვლიანი ხმით ჩასძახა დანიელს: ცოცხალი ღმერთის მსახურო დანიელ, თუ შეძლო შენი გადარჩენა იმ ღმერთმა, ერთგულად რომ ემსახურებიო? დანიელი გამოეპასუხა დარიოსს: ჩემმა ღმერთმა ანგელოზი გამომიგზავნა, მან პირი შეუკრა ლომებს და მათაც არა მავნეს რა, ღვთის წინაშე სუფთა აღმოვჩნდი. და არც შენს წინაშე მიმიძღვის ბრალიო. დიდიად გაიხარა დარიოსმა და ბბრძანა მისი ხაროდან ამოყვანა. მან ნახა, რომ დანიელი მართლაც უვნებელი იყო. მეფის ბრძანებით, მოიყვანეს ის ხაკლხი, რომლებმაც დააბეზღეს უცოდველი დანიელი და ლომებთან ჩაყარეს. მხეცებმაც ჰაერშივე დაიჭირეს და დაფლითეს ისინი.

 
დანიელის საფლავი. სუზი.

ამის შემდგომ დარიოსმა ეპისტოლეები დაწერა და ტავისი სამეფოს ყოველ კუთხეში გააგზავნა. ამ წერილებით იგი ბრძანებდა, რომ ყველას ეღიარებინა დანიელის ღმერთი, რაგან იგი არის ცოცხალი ღმერთი, რომლის ხელმწიფება მარადიული და დაუსრულებელია. იგი ეხმარება და იხსნის მისი სახელის მოიმედეებს, სასწაულებს ახდენს ცაზე და დედამიწაზე. მან იხსნა დანიელი ლომებისაგან.

დანიელის გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. თუმცა იგი კვიროს მეფის დროსაც ცოცხალი იყო[4], ე.ი. უკვე ას წელს მიღწეული. დანიელს უცხო მიწაზე 80 წელზე მეტ ხანს მოუწია ცხოვრება. სავარაუდოდ გარდაიცვალა ქალაქ სუზიში, ირანი. გადმოცემის თანახმად, აქვე მდებარეობს მისი საფლავი. თუმცაღა არსებობს უამრავი სხვა ვერსია: კირკური (ერაყი), ასევე ბაბილონი, ეგვიპტე, სამარყანდი (უზბეკეთი), ტარსუსი (თურქეთი)...

სქოლიო

  1. (დან. 1:3-20)
  2. (დან. 5:1-31)
  3. (დან. 6,1-11)
  4. (დან. 10:1)