ელია წინასწარმეტყველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: fo:Elia
ინფო. გადატანილია სტატიაში: ”ორი მაცნე”
ხაზი 33:
[[სურათი:JPF-Cave Of Elijah.JPG|thumb|ელიას ქანდაკება ელიას გამოქვაბულში. [[ქარმელის მთა]]. [[ისრაელი]].]]
სამწლიანი გვალვის შემდეგ, როცა შიმშილობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, ელია სასახლის უფროს აბადიასთან ერთად საქონლისთვის საძოვრების საძებნელად გამოსული მეფე აქაბის წინაშე წარდგა. ცრურწმენით შეპყრობილმა აქაბმა მასში უბედურების მომტანი ადამიანი დაინახა და უთხრა: „შენ ხარ ამრღუე ისრაელისა?“ „არა მე, არამედ შენ და სახლი მამისა შენისა, რამეთუ დაუტევეთ უფალი ღმერთი თქუენი და შეუდეგით კვალსა ბაალისასა“, - უპასუხა წინასწარმეტყველმა და სთხოვა, ისრაელში მცხოვრები ხალხი და ბაალის ქურუმები, რომლებიც იეზაბელის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, [[ქარმელის მთა]]ზე შეეკრიბა. როცა მეფემ ყველა შეკრიბა, ელიამ მიმართა მათ: ”როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ უფალია ღმერთი, გაჰყევით მას, თუ ბაალია, მას გაჰყევით.” კრინტი არავის დაუძრავს. მაშინ ელიამ უთხრა ხალხს: ”მე ერთი დავრჩი უფლის წინასწარმეტყველი, ბაალის წინასწარმეტყველნი კი 450 კაცია. მოგვცენ ორი მოზვენი და ერთი მათგანი ამოირჩიონ, შუა გაკვეთონ და შეშაზე შემოდონ, ოღონდ ცეცხლს ნუ შეუნთებენ. მეც გავამზადებ მეორე მოზვერს, შეშაზე შემოვდებ და ცეცხლს არ შევუნთებ. ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი და მეც ვახსენებ უფლის სახელს; და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ნამდვილი ღმერთი იქნება”. ხალხი დაეთანხმა ელიას.
[[სურათი:SaintIliaFromRilaMonastery.jpg|thumb|left|წმინდა ელია გამოქვაბულში (ქვემოთ) და ცეცხლის ეტლზე. ფრესკა [[რილას მონასტერი|რილას მონასტრიდან]]. [[ბულგარეთი]]. შუა საუკუნეების მართლმადიდებლური ტრადიცია. განახლებულია მეოცე საუკუნეში.]]
 
ბაალის წინასწარმეტყველებმა მოზვერი შეშაზე შემოდეს და ყვირილი იწყეს: ”ხმა გაგვეც, ბაალ!” თითქმის მთელი დღე ყვიროდნენ ისინი გონების დაკარგვამდე, მაგრამ პასუხი არ იყო. მაშინ ელიამ უთხრა ხალხს: ”ახლოს მოდით!” როცა ყველა მივიდა, მან აიღო 12 ქვა და სამსხვერპლო ააგო, დააწყო ზედ შეშა, შუაზე გაკვეთა კურატი და შეშაზე დადო. შემდეგ მოითხოვა სამჯერ დაესხათ ოთხ-ოთხი ჩაფი წყალი. წყალმა გაავსო სამსხვერპლოს ირგვლივ ამოღებული თხრილი. შემდეგ ელიამ ილოცა: ”უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მონა ვარ, და რომ შენი სიტყვის წყალობით გავაკეთე ეს ყველაფერი. ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და რომ შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები”. უფალმა შეისმინა თავისი წინასწარმეტყველის ლოცვა და ცეცხლი გამოუგზავნა ციდან, დაწვა მსხვერპლი, შეშა და თვით ქვებიც კი ირგვლივ. ამის დამნახავნი პირქვე დაცვივდნენ და თქვეს: ”უფალი არის ღმერთი, უფალი არის ღმერთი!” „ნამდვილვე უფალი იგი არს, უფალი იგი არს ღმერთი!“ (3 მეფ. 18.39) და ქურუმები, როგორც ერის გამრყვნელები, კიშონის ნაღვარევთან ჩახოცა. ამის შემდეგ წინასწარმეტყველმა მეფეს მიმართა: „აღდეგ, ჭამე და სუ, რამეთუ ხმაჲ ბგერისა წვიმისა არს“ (3 მეფ. 18.41); ცა ღრუბლებით დაიფარა და ძლიერი წვიმა წამოვიდა. მეფე აქაბმაც ადიდა ღმერთი და შეინანა უსჯულოება, მაგრამ მეფის სინანული ხანმოკლე აღმოჩნდა. როცა მან თავის მეუღლეს უამბო მომხდარის შესახებ, იეზაბელი საშინლად განრისხდა და ელიას სიკვდილით დასჯა ბრძანა: უფლის რჩეულის დევნა განახლდა. (''[http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/3mepeta/3mepeta-18.htm3 მეფეთა 18,18-39]'').
[[სურათი:Icon 03051 Ilya prorok s uchenikom.jpg|thumb|მართლმადიდებლური ხატი ელია წინასწარმეტყველისა, რომელიც გამოსახულია მოწაფესთან ერთად.]]
 
წინასწარმეტყველმა ჯერ იუდეის სამეფოს, ქალაქ ბერსაბეს მიაშურა, შემდეგ კი არაბეთის უდაბნოში განმარტოვდა და, ღრმა მწუხარებით აღსავსემ, ზეცას შეჰღაღადა: „კმა არს აწ, უფალო, მიიღე სული ჩემი შენგან, რამეთუ არა უმჯობეს ვარ მამათა ჩემთა“ ([http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/3mepeta/3mepeta-19.htm 3 მეფ. 19,4]). ღვთის ნებით, ნათელმოსილი ანგელოზი წარდგა მის წინაშე, საზრდელით განამტკიცა და მიანიშნა იმაზე, რომ შორეული გზა ჰქონდა. სულითა და ხორცით განძლიერებული ელია სინას უდაბნოს გავლით ქორების მთისკენ გაეშურა, რომელსაც ორმოცი დღის შემდეგ მიაღწია. აქ მან ერთ-ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი. უეცრად ნეტარს უფლის ხმა მოესმა: „რაჲსა ხარ შენ აქა, ელია?“ - „შემშურდა შური უფლისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა, - უპასუხა ელიამ, - რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა მათ ისრაელისათა, საკურთხეველნი შენნი დაამხუნეს და წინასწარმეტყველნი შენნი მოსწყვიდნეს მახვილითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებნ სულსაცა ჩემსა მიღებად“ ([http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/3mepeta/3mepeta-19.htm 3 მეფ. 19,10]). უფალმა წინასწარმეტყველს გამოქვაბულიდან გამოსვლა და მთაზე დადგომა უბრძანა. თავდაპირველად ქარბუქი ამოვარდა, მიწა იძრა. მიწისძვრას ცეცხლი მოჰყვა, მაგრამ არც ქარბუქის, არც მიწისძვრისა და არც ცეცხლის დროს არ გამოცხადებია ელიას ღმერთი. ცეცხლის შემდეგ დაბერა გრილმა ნიავმა და ელიამ იგრძნო ღვთის სიახლოვე. ამ სასწაულებით უფალმა დაანახა თავის რჩეულს, რომ მას კაცობრიობის მოქცევა მოთმინებითა და წყალობით სურდა და არა საშინელი სასჯელით. იგრძნო რა ღვთის იქ ყოფნა, წინასწარმეტყველი გამოქვაბულიდან გამოვიდა და მიუწვდომელი ღვთის წინაშე კეთილკრძალული შიშით სახე ხალენით დაიფარა, ისევე, როგორც მოსემ ღვთის განცხადებისას ქორების მთაზე. ამის შემდეგ ელიამ ღვთისგან მიიღო ბრძანება, იმავე გზით წასულიყო დამასკოში და აზაელი - ასურეთის მეფედ, იუი კი - ისრაელის მეფედ ეკურთხებინა, ხოლო წინასწარმეტყველად დაედგინა ელისე. ამათგან წმიდა ელია წინასწარმეტყველმა მხოლოდ უკანასკნელის ასრულება შეძლო, ხოლო პირველი ორი მან თავის მოწაფეს, ელისეს უანდერძა. საყოველთაო განდგომილებით გულგატეხილი ელია უფალმა ანუგეშა - ამცნო, რომ ისრაელში კიდევ შვიდი ათასი მამაკაცი იყო დარჩენილი, რომელთაც თაყვანი არ უცია ბაალის კერპისათვის.
 
უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს ([http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-11.htm გამოცხ. 11,2-9]). საეკლესიო გადმოცემით, [[ელიას ხალენი]]<ref>[http://www.orthodoxy.ge/sitsmindeebi/elia/elias_khaleni.htm წმიდა ელია წინასწარმეტყველის ხალენის ისტორია]</ref> [[საქართველო]]შია დაფლული, [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოვლის ტაძარში]], [[წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერი (მცხეთა)|წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში]].
 
== იხილეთიხ. ასევე ==
== ქრისტეს მეორედ მოსვლა ([[აპოკალიფსი]])<ref>[http://www.orthodoxy.ge/skhva/antiqriste_1.htm orthodoxy.ge მართლმადიდებლური სწავლება ანტიქრისტეს შესახებ]</ref>==
*[[გამოცხადება იოანესი]]
{{გასაწმენდი}}
*[[ენუქ წინასწარმეტყველი]]
[[სურათი:Iliya prorok ikona Pskov.jpg|thumb|ელია წინასწარმეტყველის რუსული ხატი. (მე-12 საუკუნე. [[ტრეტიაკოვის გალერეა (მოსკოვი)|ტრეწიაკოვის გალერეა]]. [[მოსკოვი]]).]]
*[[აპოკალიფსის ორი მაცნე]]
{| class="toccolours" style="float: left; margin-left: 1em; margin-right: 2em; font-size: 85%; background:#c6dbf7; color:black; width:30em; max-width: 40%;" cellspacing="5"
| style="text-align: left;" |
"და, აჰა, მე მოგივლენ თქუენ ილიას თეზბიტელსა პირველ მოსლვისა დღისა უფლისაჲსა დიდსა და განჩინებულსა, რომელმან კუალად მოაგოს გული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა მოყუსისა მისისა მიმართ. ნუ მოსრულმან მოვსპო ქუეყანა მყის."
|-
| style="text-align: left;" | — ''[http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/mal1-4.htm მალაქია 4:5-6]''
|}
ელიას ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს სიკვდილი არ უგემნია, არამედ ცეცხლოვანი ეტლით ცოცხლად და სხეულებრივად იყო ატაცებული ზეცად.
 
ელია და [[ენუქ წინასწარმეტყველი|ენუქ]] წინასწარმეტყველნი ქვეყნის დასასრულის წინ კვლავ უნდა მოევლინონ დედამიწას თავისი უმთავრესი მისიის აღსასრულებლად და ხორციელი სიკვდილის მისაღებად. ამა სოფლის უკანასკნელ დღეებში უფალი მათ იერუსალიმში მიავლენს, რათა თავიანთი საკვირველი ქადაგებითა და სასწაულთმოქმედებით ადამიანებს განუცხადონ ის არნახული სიცრუე, რომელიც სულ უფრო და უფრო ემუქრება კაცობრიობას. ელია და ენუქ წინასწარმეტყველნი სამნახევარი წლის განმავლობაში თავისუფლად, დაუბრკოლებლად ამხელენ ანტიქრისტეს, გააფრთხილებენ ადამიანებს, არ მიიღონ მისი სიცრუე. საღმრთო წერილი, ეკლესიის წმიდა მამები და საეკლესიო გარდამოცემა სრული გარკვეულობით აცხადებს მათ ნამდვილ, პირდაპირი გაგებით აღსაქმელ მოსვლაზე ამ ქვეყნად შვიდი წლით ადრე ქვეყნის დასასრულამდე და უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე; ამ ავტორიტეტულ, უტყუარ ცნობებში ნათქვამია ელიასა და ენუქის მამხილებელ ქადაგებაზე, რაც ანტიქრისტეს წინააღმდეგ იქნება მიმართული, მათს სასწაულთმოქმედებაზე, მოწამეობრივ სიკვდილზე, მკვდრეთით აღდგომაზე და ცად ამაღლებაზე.
 
[[სურათი:SaintIliaFromRilaMonastery.jpg|thumb|left|წმინდა ელია გამოქვაბულში (ქვემოთ) და ცეცხლის ეტლზე. ფრესკა [[რილას მონასტერი|რილას მონასტრიდან]]. [[ბულგარეთი]]. შუა საუკუნეების მართლმადიდებლური ტრადიცია. განახლებულია მეოცე საუკუნეში.]]
 
იოანეს გამოცხადებაში ყოველივე ამის გამო შემდეგს ვკითხულობთ: „და მივსცე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა და წინასწარმეტყველებდნენ ათას ორას და სამეოც დღეს, (ანუ სამნახევარ წელიწადს), შემოსილნი ძაძითა, ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი სასანთლენი, მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა და რომელსა უნდეს ვნებად მათდა, ცეცხლი გამოვალს პირისაგან მათისა და შეშჭამს მტერთა მათთა; და რომელსაცა ენებოს ვნებაი მათი, ესრეთ ჯერ-არს მოკუდომაი მისი, ამათ აქუს ხელმწიფებაი დახშვად ცათა, რაითა არა წვიმდეს დღეთა მათ წინაწარმეტყველებისა მათისათა; და ხელმწიფებაი აქუს წყალთა ზედა, რაითა გარდააქციონ სისხლად, და რაითა შემუსრონ ქუეყანაი, რაოდენ-გზისცა ენებოს, ყოველითავე წყლულებითა და რაჟამს აღასრულონ წამებაი მათი, მხეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა-ყოს მათ თანა, და სძლოს და მოკლნეს იგინი... და შემდგომად სამისა მის და ნახევრისა დღისა სული ღმრთისაი ცხოველი შევიდა მათ თანა და აღდგეს ფერხთა ზედა მათთა და ხმაი დიდი ზეცით... ეტყოდა მათ: აღმოვედით აქა! და აღვიდეს ზეცად ღრუბლითა და იხილნეს იგინი მტერთა მათთა“ (''[http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-11.htm გამოცხ. 11,3-7,11-12]'').
 
წმიდა წინასწარმეტყველ ზაქარიას წიგნში კი ამასთან დაკავშირებით შემდეგი სწერია: „და ორნი ზეთისხენი ზედაით მისსა, ერთი მარჯუენით ლამპრისა მისისა და ერთი მარცხენით და ვიკითხე... რა არიან ესენი, უფალო? და მითხრა მე: ესე ორნი ძენი პოხიერებისანი, წარდგომილ არიან უფლისა ყოველისა ქუეყანისასა“ (''[http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/zaq1-5.htm ზაქარია 4,3-4,14]''). წინასწარმეტყველი ზაქარია ამ ორ ზეთისხილის ხეში ორ წინასწარმეტყველს - ელიას და ენუქს გულისხმობს, ამას თავის „თარგმანება იოანეს გამოცხადებისაში“ (''[http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-11.htm 11,24]'') წმიდა ანდრია კრიტელიც ამტკიცებს.
 
წმიდა წინასწარმეტყველ მალაქიას წიგნში ერთი ამ ორ მოწამეთაგან პირდაპირაა დასახელებული: „და აჰა, მე მოგივლენ თქვენ ელია თეზბიტელსა პირველ მოსვლისა დღისა უფლისაისა დიდსა და განჩინებულსა, რომელმან კუალად მოაგოს სული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა მოყუსისა მიმართ. ნუ მოსრულმან, მოვსპო ქვეყანაი მყის“ (''[http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/mal1-4.htm მალაქია 4,5-6]'').
 
ეკლესიის დიდი მოძღვარნი, წმიდა მამები - [[ეფრემ ასური]] (იხ. მისი „სიტყვა უფლის მეორედ მოსვლისათვის“) და [[იოანე დამასკელი]] („ზუსტი გარადმოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“, წგ.IV, თ.26) გვასწავლიან, რომ ორი მოწამის სახით, რომელთა ამქვეყნად მოვლინება ჯერ-არს ქვეყნის დასასრულის წინ, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი ელია და ენუქ უნდა შევიცნოთ.
 
საეკლესიო გადმოცემაც, შემონახული ჩვენს საღვთისმსახურო წიგნებში, ასევე ლაპარაკობს ამ ამბის პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით გაგებაზე და არავითარ საფუძველს არ გვაძლევს ელიასა და ენუქის მოვლინების სხვაგვარი, იგავური განმარტებისათვის.
 
მაგალითად, [[ხორციელის კვირა]]ში საკითხავ [[სვინაქსარი|სვინაქსარში]] ნათქვამია, რომ ქვეყნის დასასრულამდე შვიდი წლით ადრე სიტყვისაებრ [[დანიელ წინასწარმეტყველი]]სა, მოვლენ ენუქ და ელია, რომელნიც ადამიანებს უქადაგებენ არ მიიღონ და არ აღიარონ იგი ([[ანტიქრისტე]]) ღვთის მსახურად. ის კი დასტანჯავს მათ და თავებსაც წარჰკვეთს. კვალად, ელია წინასწარმეტყველის მსახურებაში წერია: „''ელია თეზბიტელო, უხრწნელად დაგბადა ღმერთმა, რათა სიკვდილი არ იგემო, ვიდრე ყოველგნით არ იქდაგებ ქვეყნის დასასრულისთვის!''“ ტროპარში ელია წინასწარმეტყველი განიდიდება როგორც „[[მეორე წინამორბედი ქრისტეს ამქვეყნად მეორედ მოსვლისა]]“.
 
[[სურათი:Icon 03051 Ilya prorok s uchenikom.jpg|thumb|მართლმადიდებლური ხატი ელია წინასწარმეტყველისა, რომელიც გამოსახულია მოწაფესთან ერთად.]]
 
სვინაქსარში (20 ივლისი) ვკითხულობთ: წინასწარმეტყველი ღმერთისა წმიდა ელია, ცეცხლოვანი ეტლით ზეცად აღტაცებული, დღესამომდე ცოცხალია და იგი ხორციელად იყო ხილული თაბორის მთაზე სამი წმიდა მოციქულის მიერ უფლის ფერისცალების ჟამს, და ამგვარადვე ხორციელად ხილული იქნება მოკვდავ ადამიანთაგან ამქვეყნად უფლის მეორედ მოსვლის წინ. თავიდან აიცილა რა ხორციელი სიკვდილი იეზაბელის მახვილისაგან, იგი ევნება ანტიქრისტეს მახვილით და უზენაესი დიდების ღირსი გახდება სამართლიანი სასყიდლის მიმგები ღმერთისაგან არა მხოლოდ როგორც [[წინასწარმეტყველი]], არმაედ როგორც წმიდა [[მოწამე]]ც“.
 
იმავე დღის „[[მეტაფრასი|მეტაფრასში]]“ ნათქვამია: „ესე ელია, ენუქთან ერთად უნდა მოვიდეს ამ ქვეყნად ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ანტიქრისტეს სამხილებლად და მორწმუნეთა სანუგეშებლად“, მაგრამ მიუხედავად ყველა ამ გაფრთხილებისა, ადამიანთა უმრავლესობა, თავისი ხორციელი გონების მიზეზით, არა თუ ვერ დაინახავს ანტიქრისტეს გარეგნული სათნოების მთელ სიყალბეს, არამედ მეტიც - აღტაცებით შეხვდება მას და განადიდებს კიდეც. ეფრემ ასური წერს, რომ როცა ხალხი ესოდენ „სათნოებათ“ და „ძალთ“ იხილავს, ყველას ერთი აზრი გაუჩნდება - მეფედ აღიაროს და გამოაცხადოს იგი, და ერთურთს ასე ეტყვიან: მოიძებნება კი კაცი, ეგზომ კეთილი და მართალიო!
 
პირველნი დიდნი მსხვერპლნი ანტიქრისტეს სასტიკი დევნულებისა გახდებიან მისი მამხილებელნი - წმიდა წინასწარმეტყველნი ელია და ენუქ.
 
„როდესაც წყეული იგი ხელმწიფება დაინახავს ელიასა და ენოქს, რომლებიც ადამიანებს უქადაგებენ რათა მათ არ მიიღონ ბეჭედი ანტიქრისტესი, მათ შეპყრობას ბრძანებს. წინასწარმეტყველნი კი ადამიანებს დაარწმუნებენ, რათა ისინი არ აღიბეჭდონ ანტიქრისტეს ბეჭდით, ეტყვიან მათ, რომ ვინც გამოავლენს მოთმინებას და არ მიიღებს წყეულ ბეჭედს, იგი გადარჩება და უფალი უსათუოდ დაუმკვიდრებს მას სასუფეველს მხოლოდ იმის გამო, რომ არ მიიღო ბეჭედი. დაე, ყველამ გამუდმებით გამოისახოს პატიოსანი ჯვრის ნიშანი, ყოველ საათს გადაიწეროს პირჯვარი, რამეთუ ბეჭედი ჯვრისა ადამიანს ჯოჯოხეთის სატანჯველისაგან განათავისუფლებს. ხოლო ანტიქრისტეს ბეჭედი კი კაცთა მოდგმას საუკუნო სატანჯველში ჩაჰყრის. უკეთუ მოგშივდეთ და მოგინდეთ საზრდო, მცირეოდენი ხანი მოითმინეთ და ღმერთი, თქვენი მოთმინების მხილველი, დახმარებას ზეციდან გამოგიგზავნით. უფლის შეწევნით თქვენ განცხოველდებით (სიტყვა-სიტყვით - ცხოვლად (ცხადად) დანაყრდებით. უკეთუ არ გამოიჩენთ მოთმინებას და მაინც მიიღებთ არაწმიდა მეფის ბეჭედს, იცოდეთ, რომ ამის გამო მწარედ ინანებთ.
 
ეტყვიან კაცნი ენოქსა და ელიას: „რატომ ემადლიერებიან ანტიქრისტეს ის ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ბეჭედი?“ - მაშინ მიუგებენ მათ ენოქ და ელია: „დიახ, ემადლიერებიან, მაგრამ ვინ არიან მისი მადლიერნი? (ანუ ვინ ჰმადლობს მათ ბაგით?). ადამიანები კი არ უხდიან მას მადლობას, არამედ მარტოდენ თავად ბეჭედი (ანუ ბოროტება, რომელიც გაბატონდება ადამიანებზე, მათივე ბაგით გამოხატავს შექცევასა და სიხარულს, რამეთუ მან მოასწრო და დაღუპა ისინი, როგორც ეს იციან ხოლმე ავკაცებმა, რომლებიც ჩადენილი სივერაგის გამო დღესასწაულობენ და ხარობენ).
 
[[სურათი:Elias041.jpg|thumb|left|ელია. [[1683]]. [[ჟოზე დე რიბერა]]ს ნამუშევარი.]]
და რა არის მათი მადლიერება? მათი მადლიერება არის ის, რომ მათში ჩაბუდდა სატანა, განსხეულდა ადამიანის გრძნობაში და ადამიანი უკვე ვეღარ აღიქვამს იმას, თუ რა უბედურება ტრიალებს მის თავს.
 
ის ვინც აღიბეჭდება ანტიქრისტეს ნიშნით, დემონად გადაიქცევა, თუმცა-კი დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ვერ გრძნობს ვერც შიმშილსა და ვერ წყურვილს, მაგრამ შია და სწყურია კიდევ უფრო მეტად, და არა მარტო მეტად, არამედ შვიდგზის უფრო მეტად, ვიდრე თქვენ. თქვენ მხოლოდ მცირე ხნით მოითმინეთ. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ის, ვინც იღებს ანტიქრისტეს ბეჭედს, ცოცხლებში აღარ წერია? (ანუ სულით უკვე მკვდარია და მას მარადიული სატანჯველი ელოდება), ნუთუ, თქვენც ასევე გსურთ, რომ დაუშრეტელ სატანჯველში დაიღუპოთ ამ ბეჭედთან ერთად და იქ იმათთან ერთად ეწამოთ, ვინც წყეული ბეჭდით დაიტვიფრნენ? და სადაც არს „ტირილი და ღრჭენაი კბილთა?“ და სხვა მრავალი ამგვარი მოძღვრებით განსწურთნიან კაცთა ენოქი და ელია.
 
გაიგებს ანტიქრისტე, რომ ორი ადამიანი ქადაგებს მის წინააღმდეგ და უწოდებს მას მაცდურს, გრძნეულს, მატყუარასა და მზაკვარ ეშმაკს. გაიგებს და განრისხებული მათ შეპყრობასა და მის წინაშე მიყვანას ბრძანებს. როდესაც მის განკარგულებას შეასრულებენ, იგი ელიასა და ენოქს მლიქვნელური სიტყვებით ჰკითხავს: „ჰოი, ვითარ დაღუპული ცხვრები ხართ, რამეთუ არ აღბეჭდილხართ სამეფო ბეჭდით?“ და მაშინ მიუგებენ მას ენოქი და ელია: „მაცდურო და მატყუარავ! დემონო! შენს გამო ესოდენი სული წარწყმდა ჯოჯოხეთსა შინა! წყეულიმც იყოს ბეჭედი შენი შენსავე ხელმწიფებასთან ერთად! წყეულმა ბეჭედმა და წაბილწულმა მეფობამ შენმან დაამხო და წარწყმიდა სოფელი ესე. ძვირშემთხვეულობამ შენმან მიიყვანა ქვეყენიერება ამ ყოფამდე, დაიღუპა სოფელი და დადგა აღსასრული მისი...“ - ასეთ სიტყვებს მოისმენს ანტიტიპი ენოქისა და ელიასაგან და ეტყვის მათ: „როგორ ბედავთ ჩემს, თვითმპყრობელისა და მეფის, წინაშე ამგვარ ლაპარაკს?“ და მიუგებს ელია: „მეფობაი შენი გვძაგს, ხოლო დიდებასა შენსას კი შენს ბეჭედთან ერთად შევაჩვენებთ!“ - ამგვარი შეურაცხმყოფელი პასუხით ისე გამძვინვარდება ანტიქრისტე, რომ ცოფიან ძაღლს დაემსგავსება და ორივე წინასწარმეტყველს საკუთარი ხელით მოჰკლავს (წმ. [[ნილოს მირონმდინარე]] - „სიკვდილისშემდგომი შეგონებანი...“).
 
ეს ამბავი ნაწინასწარმეტყველებია [[იოანეს გამოცხადება]]ში, სადაც ნათქვამია: „და რაჟამს აღასრულონ წამებაი მათი (ძაძით მოსილმა „ორმა მოწამემ“ ღმერთისა), მხეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა-ყოს მათ თანა და სძლოს და მოკლნეს იგინი. და მძორები მათი უბანთა ზედა ქალაქის მის დიდისათა, რომელსა ეწოდების სულიერად სოდომი და ეგვიპტე, სადა-იგი უფალი მათი ჯვარს-ეცვა. და იხილონ ერთა და ტომთა და ენათა და წარმართთა მძორები მათი სამ დღე და ნახევარ და არა უტეონ მძორებსა მათსა დადებას სამარესა შინა. და მკვიდრთა ქვეყანისათა განიხარონ მათ ზედა და იშვებდნენ და ძღვენი მისცენ ურთიერთას, რამეთუ ამათ ორთა წინასწარმეტყველთა ტანჯეს მკვიდრნი ქვეყანისანი. და შემდგომად სამისა მის და ნახევარისა დღისა სული ღმერთისაი ცხოველი შევიდა მათ თანა, და აღდგეს ფერხთა ზედა მათთა და შიში დიდი დაეცა მათ ზედა, რომელნი ჰხედვიდეს მათ. და მესმა ხმაი დიდი ზეცით, რომელი ეტყოდა მათ: აღმოვედით აქა! და აღვიდეს ზეცად ღრუბლითა. და იხილნეს იგინი მტერთა მათთა. მას დღესა შინა იქმნა ძრვაი დიდი, და მეათედი ქალაქისაი დაეცა, და მოსწყდეს ძრვისა მისგან კაცნი შვიდ ათასნი, და სხვანი იგი შეშინებულ იქმნეს და მისცეს დიდებაი ღმერთსა ცათასა“ (''[http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-11.htm გამოცხ. 11,7-13]'').
 
ამის შემდეგ უნდა აღსრულდეს ღირსშესანიშნავი რამ, რაც უნდა მიეწეროს ამ წმიდა წინასწარმეტყველთა ქადაგების ძალას, მათს საკვირველ აღდგომას მკვდრეთით და ზეცად ამაღლებას, - მოხდება ის, რომ ანტიქრისტეს თანამედროვე იუდეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჭეშმარიტ რწმენაზე მოიქცევა და ქრისტეს შეუდგება. ამასთან დაკავშირებით [[ნეტარი თეოფილაქტე]] წერს: „ელია... მოვა როგორც წინამორბედი ქრისტეს მეორედ მოსვლისა, და ჭეშმარიტ რწმენას ქრისტესას დაუბრუნებს ყველა ებრაელს, ვინც კი მდაბალი და მორჩილი აღმოჩნდება, და მამათა მემკვიდრეობას დაუბრუნებს მათ, რაც ამდენი ხნის განმავლობაში დაკარგული ჰქონდათ“.
 
[[სურათი:BambergApocalypseFolio027v2ProphetsAndBeastFromAbyss.JPG|thumb|[[აპოკალიფსის ორი წინასწარმეტყველი]]. [[XI საუკუნე|მე-11 საუკუნე]].]]
საფუძველს ამგვარი მტკიცებისათვის ვპოულობთ თვით საღმრთო წერილში, სადაც შემდეგია ნაწინასწარმეტყველები:
 
ა) [[მალაქიას წინასწარმეტყველება]]: „და აჰა, მე მოგივლენ თქვენ ელიას თეზბიტელსა პირველ მოსლვისა დღისა უფლისასა, დიდსა და განჩინებულსა, რომელმაც კვალად მოაგოს გული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა - მოყვასისა მიმართ მისისა. ნუ მოსრულმან მოვსპო ქვეყანა მყის“ (''[http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/mal1-4.htm 4, 5-6]'').
 
ბ) [[ესაიას წინასწარმეტყველება]]: „და იყოს მას დღესა შინა, არღა მერმე, შეეძინოს დაშთომილი ისრაელსა. და განრომილნი იაკობისანი არღა მერმე არმოსავ იყვნენ, მიმძლავრებულთა მიმართ მათთა, არამედ იყვნენ მოსავ ღმერთისა მიმართ წმიდისა ისრაელისასა ჭეშმარიტებითა. და იყოს დაშთომილი იაკობისი ღმერთისა მიმართ ძლიერისა“ (''[http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/esaia/esaia-10.htm 10, 20-21]'').
 
გ) იგივეს გულისხმობს [[პავლე მოციქული]]ც, რომელსაც მოჰყავს [[ესაია წინასწარმეტყველი]]ს სიტყვები: „ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელისთვის: დაღათუ იყოს რიცხვი იგი ძეთა ისრაელისათაი ვითარცა ქვიშაი ზღვისაი, ნეშტნი ოდენ ცხონდეს (''[http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/romaelta-9.htm რომ. 9,27]''; იხ. ''[http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/esaia/esaia-10.htm ესაია 10,22]'');
 
დ) [[ზაქარიას წინასწარმეტყველება]]: „და იყოს მას დღესა შინა ვიძიო მოსპობა ყოველთა წარმართთა, მიმავალთა იერუსალემსა ზედა. და მივჰფინო სახლსა ზედა დავითისსა და დამკვიდრებულთა ზედა იერუსალემისათა სული მადლისაი, სიხარულისა და თანალმობისაი, და მოიხილონ ჩემდამო მის წილ, რომლისა მიმართ უგმირეს“ (''[http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/zaq11-14.htm 12, 9-10]'').
 
ე) ყველა ამ წინასწარმეტყველებას აგვირგვინებს ღვთაებრივი [[პავლე მოციქული]]ს ღმრთივსულიერი სიტყვები: „და იგინი ([[იუდეველები]]), თუ არა დაადგრენ ურწმუნოებასა მათსა ზედა, და-ვე-ემყნენ, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი კვალად დამყნად მათდა. უკუეთუ შენ (ანუ [[რომაელი]] - წარმართი, მოქცეული [[ქრისტიანობა|ქრისტეს რწმენაზე]]) ბუნებითისა მისგან მოეკვეთე ველურისა ზეთისხილისა და გარეშე ბუნებისა დაემყენ კეთილსა ზეთის ხილსა, რაოდენ უფროის იგინი ბუნებითსა მას დაემყნენ თვისსავე მას ზეთისხილსა! არა მნებავს უმეცრებაი თქუენი, ძმანო, საიდუმლოისა ამის, - რაითა არა იყვნეთ თავით თვისით ბრძენ, - რამეთუ სიბრმე ჟამითი ჟამად შეჰყვა ისრაელსა, ვიდრემდე სავსებაი იგი წარმართთაი შემოხდეს. და ესრეთ ყოველი ისრაელი ცხონდეს, ვითარცა წერილ არს: მოვიდეს სიონით მხსნელი და მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი“ (''[http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/romaelta-11.htm რომ. 11,23-26]''; იხ. ''[http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/esaia/esaia-27.htm ესაია 27,19]'').
 
ვლ. სოლოვიოვს, რომელიც ცდილობდა, წმიდა ელიასა და ენუქის ამქვეყნად მოვლინებასთან დაკავშირებული ყველა წინასწარმეტყველება [[ბიბლია|საღმრთო წერილისა]] [[იგავი|იგავურად]], არაპირდაპირი მნიშვნელობით განემარტა, უნებლიეთ უნდა შეეცოდა უფლის ამ ორი მოწამის მოღვაწეობასთან დაკავშირებული დიდი მოვლენის - [[იესო ქრისტე|ქრისტესადმი]] [[ებრაელები|ისრაელის]] „ნეშტის“ მოქცევის ახსნა-განმარტებაშიც (იხ. მისი ესქატოლოგიური შრომა - „სამი საუბარი“, თავი - „სიტყვა ანტიქრისტეზე“). მისი ინერპრეტაციით, როცა იუდეველები შეიტყობენ, ჩვენს მიერ ჭეშმარიტ მესიად მიჩნეული კაცი (ანუ ანტიქრისტე) წინადაცვეთილი არ არისო, ისინი ზურგს შეაქცევენ მას, უარყოფენ და ქრისტიანობას მიიღებენო. თუკი ეს ვარაუდი - ანტიქრისტეს წინადაუცვეთელობა - მართლაც ნამდვილი აღმოჩნდება, ფანატიკურად განწყობილ იუდეველებს იგი მხოლოდ იმას აიძულებს, რომ უარყონ ასეთი „[[მესია]]“, ანუ [[ანტიქრისტე]], და სხვას, მესიისათვის უფრო შესაფერ კანდიდატს დაუწყონ ლოდინი. მართლაც, ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ამბავი, ანუ მომავალი ანტიქრისტეს შესაძლო წინადაუცვეთელობა, გახდეს იმის მიზეზი, რომ იუდეველებმა უარი თქვან თავიანთ ეროვნულ-სარწმუნოებრივ იდეოლოგიაზე და ქრისტეს რწმენა შეიძინონ. განა აქამდე იუდეველთა ისტორიაში მრავლად არ ყოფილან მესიის წოდების მისაღებად ამაოდ გარჯილი პრეტენდენტები, რომელნიც წინამძღვრობდნენ რომის წინააღმდეგ აღძრულ აჯანყებებს?! ასეთი „მესიანი“, დიახაც, რომ ჰყოლია ისრაელს, მაგრამ შემდგომი იმედის გაცრუება არასოდეს არ აიძულებდა იუდეველებს უარეყოთ თავიანთი რწმენა, თავიანთი იდეოლოგია, და ერთადერთ ჭეშმარიტ სარწმუნოებად ქრისტიანობა ეღიარებინათ.
 
[[სურათი:Revelation 11 THE TWO WITNESSES.JPG|thumb|left|''ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი სასანთლენი, მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა და რომელსა უნდეს ვნებად მათდა...'']]
ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში, როგორიც არის, უფრო სწორად, როგორიც იქნება უფლის [[აპოკალიფსი#შინაარსი|მეორედ მოსვლის]] წინ [[იუდაიზმი|იუდეველთა]] ნაწილის („ისრაელის ნეშტის, დაშთომილის“) საკვირველი მოქცევა ქრისტესადმი, მთლიანად შეიძლება განპირობებული იყოს მხოლოდ უფლის ორი დიდი წინასწამეტყველის - ელიასა და ენუქის ქადაგების ზემოქმედებით; ისინი ხომ სამნახევარი წლის მანძილზე დაუფარავად ამხილებენ ანტიქრისტეს და დიდი ღვთაებრივი ძალითაც იქნებიან შემოსილნი, ამასთან, უდიდესი ზეგავლენა ექნება მათს მოწამეობრივ აღსასრულს, სასწაულებრივ აღდგომას მკვდრეთით და ზეცად ამაღლებას, რისი მოწმენიც სწორედ ისრაელში მცხოვრებნი გახდებიან. როგორც ვნახეთ, ამასვე გვიდასტურებს საღმრთო წერილიც, რომლის ზემოთ მოყვანილი წინასწარმეტყველებანი „ისრაელის ნეშტის“ მოქცევას ქრისტეს რწმენაზე სწორედ ელიასა და ენუქის მოღვაწეობას მიაწერენ.
 
იუდეველთა ეს მოქცევა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე ანტიქრისტეში მძვინვარე გაბოროტებას გამოიწვევს საერთოდ ქრისტიანთადმი და მაშინ იყოს „ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაით ვიდრე აქამომდე“ (''[http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/mate-24.htm მათე 24,21]''); „და მიეცა მას (მხეცს - ანტიქრისტეს) ბრძოლისაცა-ყოფად წმიდათა მიმართ და ძლევად მათდა; მიეცა მას ხელმწიფებაი ყოველსა ზედა ტომსა და ერსა და ენასა და ნათესავსა“ (''[http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-13.htm გამოცხ. 13,7]'').
 
== სქოლიო ==
{{სქოლიოს სია}}
 
== გამოყენებული ლიტერატუტა ==
Line 119 ⟶ 51:
== რესურსები ინტერნეტში ==
*[http://www.orthodoxy.ge/tveni/ivlisi/20-elia.htm წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელი (IX საუკუნე ქრისტეს შობამდე)]
*[http://www.orthodoxy.ge/sitsmindeebi/elia/elias_khaleni.htm წმიდა ელია წინასწარმეტყველის ხალენის ისტორია]
 
== იხილეთ ასევე ==
*[http://www.shemoqmedi.ge/tsmindatserili/tavebi/axali%20agtqma%20tanamedrove%20enaze/Cmida%20Cerilis%20Ganmartebani/Sadgesascaulo%20saxarebata%20ganmarteba.htm დღესასწაული უფლის ფერისცვალებისა (სახარება ლუკასაგან 9, 28-36)]