ალექსანდრე ორბელიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ., ds
+en:
ხაზი 3:
ალექსანდრე ორბელიანი ავტორია ლექსების, მოთხრობების, დრამების, მემუარების და პუბლიცისტური წერილების. მისი პირველი ლექსი „მთოვარე“ გამოქვეყნდა [[1832]] წელს „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანში“. ალექსანდრე იყო ერთ-ერთი პირველი ურითმო ლექსის ავტორი ახალ ქართულ [[პოეზია]]ში. მისი საკმაოდ მრავალფეროვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა თემატურად თითქმის ერთ საკითხს ეხება. ესაა ქართველთა „დაცემული ვინაობის“ გარკვევა. მწერლის მზერა საქართველოს წარსულს იყო მიპყრობილი, წარსულის იდეალიზაცია, მისი სიდიადის წარმოჩენა იყო ალექსანდრეს მთავარი მიზანი.
 
ყურადღებას იმსახურებს ა. ორბელიანის „მემუარები“, რომელშიც გადმოცემულია მწერლის თანადროული საქართველოს ვითარება, მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების დამახასიათებელი სურათები და ეთნოგრაფიული ხასიათის ნაშრომი „ივერიანელების გალობა, [[სიმღერა]] და ღიღინი“. 60-იანი წლების დასაწყისში მან მხარი დაუჭირა ერთიანი სალიტერატურო ენის დამკვიდრებას და მოითხოვა ძველი ქართული სალიტერატურო ენის აღდგენა, რათა იგი დასდებოდა საფუძვლად თანადროული მწერლობის განვითარებას. ალექსანდრე ორბელიანი გარდაიცვალა [[1869]] წელს.
 
{{DEFAULTSORT:ორბელიანი, ალექსანდრე}}
ხაზი 10:
[[კატეგორია:დაბადებული 1802]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1869]]
 
[[en:Alexander Orbeliani]]