პალმები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ტაქსოდაფა * | სახელი =პალმები | სურათის ფაილი =Palmera001.jpg | სურათის წა…
 
დამატება
ხაზი 15:
| commons =
}}
'''პალმები''' (Arecaceae ანუ Palmae), [[ერთლებნიანები|ერთლებნიანი]] ხისებრი მარადმწვანე მცენარეების ოჯახი. ჩვეულებრივ დაუტოტავი, სვეტისებური ღერო აქვთ, რომლის სიმაღლე 60 მ, დიამატრი 1 მ აღწევს. იშვიათად გვხვდება დატოტვილი (დუმ-პალმა) და კასრისებრ გამსხვილებულღეროვანიანი სახეობები. პალმების ღერო უმთავრესად გლუვია ან დაფარულია ფოთლების ყუნწების ნარჩენებით, რომელზეც ზოგჯერ ეკლებიცაა განვითარებული. ზოგიერთი პალმები წვრილი, ძალზე გრძელღეროიანი (300 მ-მდე) ლიანებია. პალმების ფრთისებრი ფოთლების სიგრძე შეიძლება აღემატებოდეს 15 მ-ს, ხოლო ყველაზე დიდი მარაოსებრი ფოთლების დიამეტრი - 5 მ-ს; ფოთლები ღეროს კენწეროში მორიგეობითაა განლაგებული. ყვავილობენ 5-12, ზოგჯერ 30-35 წლის ასაკში. ყვავილედი ტაროსებრი ან თავთავისებრი, ზოგჯერ მტევნისებრი ან საგველასებრია. ვითარდება ფოთლის იღლიებში, ზოგჯერ კენწეროზე. უკანასკნელ შემთხვევაში მცენარე [[მონოპარპულიმონოკარპული მცენარეები|მონოკარპულია]] და ყვევილობის შემდეგ მთლიანად იღუპება ან ზოგჯერ ღეროს ძირთან ივითარებს მრავალრიცხოვან ამონაყარს. ნაყოფი უხსნელია, წვნიანი ან მშრალი, მეტწილად [[კურკიანა]] ან [[კენკრა]].
 
ოჯახში 240-მდე გვარი და 3400-მდე სახეობაა, რომლებიც ძირითადად გავრცელებულია ტროპიკებში, ნაწილობრივ სუბტროპიკებშიც. სამხრეთ ევროპაში ველურად იზრდება მხოლოდ 1 სახეობა -[[ ქონდარა პალმა]] (Chamaerops humilis).
==ლიტერატურა==
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პალმები“-დან