პალიმფსესტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ორთოგრაფია
ხაზი 1:
[[ფაილი:Georgian paliphsest V-VI cc.jpg|thumb|250px|right|ქართული პალიმფსესტი A89, პირველი ფენა (ოთხთავის ფრაგმენტი), V-VI საუკუნეები.]]
'''პალიმფსესტი''' ([[ბერძნ.]] ''παλίμψηστον'', παλιν ისევ, ხელახლა და ψαω ვფხეკ, ვშლი), ხელნაწერი (ჩვეულებრივ ეტრატი), რომლის ფურცლები გადარეცხვის შენდეგშემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად. ეტრატი ძვირი ჯდებოდა, ამიტომ გამოუსადეგარ ტექსტს რეცხავდნენ და მასზე ხელმეორედ წერდნენ ახალს, მაგრამ მელანი ისე იყო ტყავში გამჯდარი, რომ ძველი ტექსტის კვალი მაინც არ ქრებოდა და ქვედა ფენის ამოკითხვა შესაძლებელი იყო.
 
ჩვენამდე მოღწეული ქართული პალიმფსესტების რაოდენობა 4500 ფურცელს აღწევს. პალიმფსესტების აღმოჩენა და მათი ამოკითხვა [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილთანაა]] დაკავშირებული. ამოკითხული მასალის წყალობით ჩვენამდე მოაღწია V-VI საუკუნეების წერილობითმა ძეგლებმა, რომლებიც დღეს ცნობილია ხანმეტი პალიმფსესტების სახელით. გადარეცხილი მასალა შეიცავს ძველი და ახალი აღთქმის, ლექციონარის, ჰაგიოგრაფიული თხზულებების, იერუსალიმის განჩინებისა და სხვა ფრაგმენტებს. ქართული პალიმფსესტები დაცულია საზღვარგარეთაც: ოსქფორდის ბოდლის ბიბლიოთეკაში, [[კემბრიჯის უნივერსიტეტი]]სა და ვენის ეროვნულ ბიბლიოთეკებში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პალიმფსესტი“-დან