პალიმფსესტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Georgian paliphsest V-VI cc.jpg|thumb|250px|right|ქართული პალიმფსესტი A89, პირველი ფენა (ოთხთავის ფრაგმენტი), V-VI საუკუნეები.]]
'''პალიმფსესტი''' ([[ბერძნ.]] ''παλίμψηστον'', παλιν ისევ, ხელახლა და ψαω ვფხეკ, ვშლი), ხელნაწერი (ჩვეულებრივ ეტრატი), რომლის ფურცლები გადარეცხვის შენდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად. ეტრატი ძვირი ჯდებოდა, ამიტომ გამოუსადეგარ ტექსტს რეცხავდნენ და მასზე ხელმეორედ წერდნენ ახალს, მაგრამ მელანი ისე იყო ტყავში გამჯდარი, რომ ძველი ტექსტის კვალი მაინც არ ქრებოდა და ქვედა ფენის ამოკითხვა შესაძლებელი იყო.