ილორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
ეს მიდამო პირველად ისტორიული წყაროებში ნახსენებია XI საუკუნეში. შუა საუკუნეებში ილორი [[სამეგრელოს სამთავრო]]ს ნაწილი იყო. ამ სოფელში მდებარეობს დასავლეთ საქართველოს შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლი - [[ილორის წმინდა გიორგის ეკლესია]], რომელიც XI საუკუნის პირველ მეოთხედშია აგებული.
 
1886 წელს მეფის რუსეთის მიერ ჩატარებული აღწერის მონაცემებით ილორში ცხოვრობდა 1120 მართლმადიდებელი ქრისტიანი და 6 სუნიტი მაჰმადიანი. ილორში ორი თავადი, 136 აზნაური, 6 სასულიერო პირი და 982 გლეხი სახლობდა. XIX საუკუნის აღწერებში ილორის მოსახლეობა მიკუთვნებულია ეთნიკურ სამურზაყანოელებს, თუმცა ტერიტორიულად ეს ადგილი [[სამურზაყანო]]ს არ ეკუთვნოდა. 1926 წლის აღწერით მოსახლეობის ნახევარი აფხაზად ჩაეწერა, დანარჩენი ქართველად. ამავე დროს მცხოვრებთა მხოლოდ 5,6%-მა დაასახელა მშობლიურ ენად [[აფხ.|აფხაზური]], 91,1% მთავარ ენად [[მეგრ.|მეგრული]] აღნიშნა. შემდგომში ილორის თითქმის მთელი მოსახლეობა ქართველად მოიხსენებს თავს. 1992-93 წლების კონფლიქტის შემდეგშედეგად სოფელი ილორი თითქმის მთლიანად განადგურდა (განადგურებულია 350 სახლი) და გაუკაცრიელდა.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ილორი“-დან