მატიანე ქართლისა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''მატიანე ქართლისა''', XI საუკუნის [[ქართველები|ქართველი]] ანონიმური ავტორის [[თხზულება]], რომელშიც გადმოცემულია VIII — IX საუკუნეების საქართველოს ისტორია. შესულია „[[ქართლის ცხოვრება]]ში“. „მატიანე ქართლისა“ პირობით უწოდა [[ჯავახიშვილი, ივანე|ივანე ჯავახიშვილმა]]. თხზულება დაწერილი უნდა იყოს [[1072]]—[[1073]]. შედგება 2 მთავარი ნაწილისაგან ([[საქართველოს ისტორია]] VIII საუკუნის დასასრულიდან X საუკუნის დასასრულამდე, [[ბაგრატ III|ბაგრატ III-ის]] გამეფებამდე, და ერთიანი საქართველოს ისტორია [[გიორგი II (საქართველოს მეფე)|გიორგი II-ის]] მეფობის პირველი წლების ჩათვლით, [[1072]] წლამდე). პირველი ნაწილი ძალიან მოკლეა, მეორე — შედარებით ვრცელია. ავტორის კონცეფციის თანახმად, VIII საუკუნე საქართველო ერთიანი ქვეყანა იყო, მის სათავეში იდგა მეფე [[არჩილ II (ქართლის მეფე)|არჩილ II]], რომლის სიკვდილის შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა ვერ შეინარჩუნეს ერთიანობა და ქვეყანა დაიშალა...
 
ნაწარმოების მთავარი იდეაა ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისათვის და გარეშე მტრის წინააღმდეგ. ავტორს გამოუყენებია ქართული და უცხოური წყაროები. იგი კარგად იცნობდა საქართველოს მეზობელი ქვეყნების ისტორიას, მათ ზრახვებს საქართველოს მიმართ და თანამედროვე მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ვითარებას. ნაწარმოები გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით, დაწერილია სადა ენით, დახვეწილი სტილით. ცნობები ძირითადად სანდოა. ავტორი ცდილობს ისტორიული მოვლენები მათი მიზეზ-შედეგობრივი თანამიმდევრობით ახსნას. დათარიღება მოცემულია ქართული ქორონიკონით. თხზულება თარგმნილია ძვ. სომხურ ენაზე (XII ს.), ფრანგულად, რუსულად.