ბერტოლტ ბრეხტი: განსხვავება გადახედვებს შორის

ბოტის დამატება: pms:Bertolt Brecht; cosmetic changes
(ბოტის შეცვლა: uk:Бертольт Брехт)
(ბოტის დამატება: pms:Bertolt Brecht; cosmetic changes)
[[Imageფაილი:Brecccht.jpg|thumb|ბერტოლტ ბრეხტი]]
'''ბერტოლტ ბრეხტი''' ([[გერმ.]] Bertolt Brecht) (სრული სახელი [[გერმ.]] Eugen Berthold Friedrich Brecht ოიგენ ბერტოლდ ფრიდრიხ ბრეხტი). (დ. [[10 თებერვალი]], [[1898]], [[აუგსბურგი]], [[ბავარია]] ― გ. [[14 აგვისტო]], [[1956]], [[ბერლინი]]), [[გერმანია|გერმანელი]] პოეტი, პროზაიკოსი, რეჟისორი და დრამატურგი, [[თეატრი|თეატრის]] რეფორმატორი, თეატრ "ბერლინის ანსამბლის" დამაარსებელი.
 
== ბიოგრაფია ==
ბურჟუაზიულ ოჯახში დაბადებული ბერტოლტ ბრეხტი წერას ძალიან ადრე იწყებს, მისი პირველი ნაწარმოები [[1914]] წელს ქვეყნდება. იგი ჯერ [[ფილოსოფია|ფილოსოფიას]] ეუფლება, შემდეგ [[მედიცინა|მედიცინის]] სწავლას იწყებს და [[პირველი მსოფლიო ომი|პირველი მსოფლიო ომის]] დროს ექთნად მუშაობს. [[1918]] წელს ბრეხტი წერს თავის პირველ პიესას, ''ბაალი''. ამას მოჰყვება პიესები ''დაფდაფები ღამეში'' (1919) და ''ქალაქთა ჯუნგლებში'' (1921). ეს სამი ნაწარმოები ავტორის ანარქისტულ მხარეს წარმოაჩენს.
 
[[1924]] წელს ბრეხტის პიესები იდგმება [[ბერლინი|ბერლინში]], რეინჰარდტის მიერ. იმავე წელს ბრეხტის საყვარელი ხდება [[ელიზაბეტ ჰაუპტმანი]]. [[1928]] წელს ბრეხტი ქმნის ''სამგროშიან ოპერას'', რომელიც მისი და საერთოდ გერმანული თეატრის ერთ-ერთი უდიდესი წარმატებაა.
 
მალე ბრეხტი ცოლად ირთავს ჰელენს და ხდება [[მარქსიზმი|მარქსისტი]]. [[ნაციზმი|ნაციზმის]] აღმასვლა იძულებულს ხდის [[1933]] წელს დატოვოს [[გერმანია]], სადაც მისი ნაწარმოებები აკრძალულ იქნება. იგი მოგზაურობს [[ევროპა|ევროპაში]] ([[დანია]], [[ფინეთი]], [[რუსეთი]]), შემდეგ კი [[ამერიკის შეერთებული შტატები|აშშ-ში]], [[კალიფორნია|კალიფორნიაში]] სახლდება. [[1947]] წელს თავისი მარქსისტული იდეების გამო აქედანაც იძულებული ხდება გაემგზავროს. ამ პერიოდში იწერება ბრეხტის შემოქმედების დიდი ნაწილი, მათ შორის ''გალილეის ცხოვრება'', ''დედა კურაჟი და მისი შვილები'', ''არტურო უის წინააღმდეგობრივი აღმასვლა'', ''კავკასიური ცარცის წრე'' და ''მცირე ორგანონი თეატრისთვის''. ამ უკანასკნელში მოცემულია ბრეხტისეული თეორია ეპიკური თეატრისა და "დისტანციაციის" შესახებ.
 
[[Imageფაილი:Brechtgrave.jpg|thumb|left|230px|ბერტოლტ ბრეხტისა და ჰელენ ვეიგელის საფლავი.]]
[[1949]] წელს დრამატურგი საბოლოოდ სახლდება აღმოსავლეთ [[ბერლინი|ბერლინში]], სადაც ხელმძღვანელობს თეატრს "ბერლინის ანსამბლი" და გამოხატავს [[სოციალიზმი|სოციალისტურ]] პოზიციებს. იგი აარსებს მარქსისტული მიმართულების "ეპიკურ თეატრს". მხარს უჭერს [[კომუნიზმი|კომუნისტურ]] დიქტატურას და, როცა [[1953]] წლის [[17 ივნისი|17 ივნისს]] [[გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა|გერმანიის დემოკრეტულ რესპუბლიკაში]] ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის მუშათა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იწყება, ბრეხტი იმავე დღეს წერილს უგზავნის [[იულბრიხტი, ვალტერ|ვალტერ იულბრიხტს]] და აცნობებს, რომ მთალიანად მხარს უჭერს მთავრობას და საბჭოთა ჯარების შემოყვანას. ამ დროს წარმოთქვამს ბრეხტი თავის ცნობილ ფრაზას: "თუ ხალხი ცუდად ფიქრობს შევცვალოთ ხალხი!". გდრ-ის რეჟიმის თითქმის ოფიციალურ ფიგურად ქცეული ბრეხტი [[1955]] წელს იღებს სტალინის საერთაშორისო პრემიას მშვიდობისათვის. ბერტოლდ ბრეხტი ინფარქტით გარდაიცვალა [[1956]] წელს.
 
== სტილი ==
ბრეხტს სურდა დაემსხვრია თეატრალური ილუზია და მაყურებელი აეძულებინა დაფიქრებულიყო იმაზე, რაც სცენაზე ხდებოდა. აქედან გამომდინარე, მისი პიესები დიდაქტიკური ხასიათისაა: ხშირია სცენაზე დაფებზე დაწერილი ანდაზების, მაქსიმების გამოტანა, პუბლიკისადმი მიმართული [[აპარტე|აპარტეები]], პიესის კომენტარები, სასიმღერო ჩანართები და ა.შ. იგი აიძულებს მაყურებელს კრიტიკულად შეხედოს ამბავს. ამ პროცესმა, რომელსაც ბრეხტი "დისტანციაციას" (Verfremdung-Effekt) უწოდებს,დიდი გავლენა იქონია შემდგომი თაობის რეჟისორებზე.
 
== ნაწარმოებები ==
 
{{DEFAULTSORT:ბრეხტი, ბერტოლტ}}
 
[[კატეგორია:გერმანელები]]
[[კატეგორია:გერმანელი დრამატურგები]]
[[oc:Bertolt Brecht]]
[[pl:Bertolt Brecht]]
[[pms:Bertolt Brecht]]
[[pt:Bertolt Brecht]]
[[ro:Bertolt Brecht]]
77 611

რედაქტირება