ალექსანდრე ჟორჟოლიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ბიოგრაფია: ბმულები ფილმებზე
ხაზი 2:
 
== ბიოგრაფია ==
[[19411911]] წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა [[ბაქო]]სა (1913—1918) და თბილისში (1918—1920). ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა ქართველ სცენისმოყვარეთა დასის სპექტაკლებში. 1921 წლიდან [[რუსთაველის თეატრი|რუსთაველის სახელობის თეატრში]]. იყო მდიდარი შემოქმედებითი ბუნების მსახიობი. ამ პერიოდის საუკეთესო როლებია: ყარამანი (ნ. ნაკაშიძის „ვინ არის დამნაშავე“), დიტო (ვ. შალიკაშვილის „უნიადაგონი“), კოწია (შ. დადიანის „გუშინდელნი“, მინისტრის მდივანი (ნ. აზიანის „დეზერტირკა“) და სხვა. [[1928]] წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა [[მარჯანიშვილის თეატრი|კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში]]. [[კონსტანტინე მარჯანიშვილი|კ. მარჯანიშვილთან]] მუშაობის დროს გაიარა შესანიშნავი აქტიორული სკოლა, ჩამოყალიბდა როგორც ბრწყინვალე კომიკოსი. ჟორჟოლიანის აქტიორული ხელოვნება გამოირჩეოდა ფსიქოლოგიური სიღრმით, გრძნობისა და განცდის უშუალობით, უბრალოებით, დიდი სცენური მომხიბვლელობით, მხატვრული ტაქტით, გულწრფელობით.
 
მის მიერ შექმნილ უნიკალურ სცენურ სახეებს კომიზმთან ერთად ხშირად თან ახლდა ლირიზმი, პოეტურობა, სევდა, სიკეთე, როლებიდან აღსანიშნავია: ყვარყვარე ([[პოლიკარპე კაკაბაძე|პოლიკარპე კაკაბაძის]] „ყვარყვარე თუთაბერი“), გოჩოლავა ([[შალვა დადიანი]]ს „კაკალ გულში“), მოსე მწერალი ([[ეგნატე ნინოშვილი]]ს „გურია“), ხანანია ([[გერცელ ბააზოვი]]ს „იცკა რიჟანიშვილი“), ბენ აკობა ([[კარლ გუცკოვი]]ს „ურიელ აკოსტა“), დარისპანი ([[დავით კლდიაშვილი]]ს „დარისპანის გასაჭირი“), კირკიტა ([[მიხეილ ჯაფარიძე|მიხეილ ჯაფარიძის]] „ჟამთაბერის ასული“), ილიკო ([[ნოდარ დუმბაძე|ნოდარ დუმბაძის]] „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“) და სხვა.