ნიკოლოზ თბილელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
დაიბადა ქართლის [[მდივანბეგი|მდივანბეგის]] [[ორბელიანი, ვახტანგ ყაფლანის ძე|ვახტანგ ორბელიანის]] ოჯახში. მალე ჩაება პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ქართლის სამეფო ტახტისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში მხარს უჭერდა [[გიორგი XI|გიორგი XI-ს]]. XVII საუკუნის დამლევიდან მოღვაწეობდა სასულიერო ასპარეზზე. [[1715]] მიიღო რუისის ეპარქია. [[1724]]-იდან რუსეთში გაჰყვა [[ვახტანგ VI|ვახტანგ VI-ს.]] [[1726]] მოსკოვში მიიღო თბილისის მიტროპოლიტობა.
 
ნიკოლოზ თბილელი ეწეოდა მრავალმხრივ ([[დოგმატიკა]], ლიტურგიკა, პოეზია, ასტრონომია და სხვა) კულტურულ-ლიტერატურულ და სამეცნიერო საქმიანობას. მისი რედაქტირებულია [[არჩილ II|არჩილ II-ის]] მიერ რუსულიდან თარგმნილი პეტრე მოგილას თხზულება "აღსარება მართლისა სარწმუნოებისა".
 
ნიკოლოზ თბილელს ეკუთვნის საგალობლები, იამბიკოები და სხვა. იგი იღვწოდა ძველი ხელნაწერების აღდგენა-გამრავლებისათვის. აქტიურად თანამშრომლობდა თბილისის სტამბაში. მისი უშუალო მონაწილეობით გამოქვეყნდა სახარება (1709), სამოციქულო (1709), ლოცვანი (1710) და სხვა.
7 772

რედაქტირება