ამარილისისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ამარილისისებრნი''', ''ნარგიზისებრნი'' (Amaryllidaceae), ერთლებლიანი ყვავილოვანი მცენარეების ოჯახი. მრავალწლოვანი, ბოლქვიანი, იშვიათად ფესურიანი ბალახოვანი მცენარეები. აქვს ორსქესიანი აქტინომორფული ყვავილები; ყვავილის ქვედა ნასკვით განსხვავდებიან მათთან ახლოს მდგომ [[შროშანისებრნი|შროშანისებრთა]] ოჯახისაგან. ცნობილია 75 გვარის 100-მდე სახეობა. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, უმეტესად სამხრეთ აფრიკაში, ცენტრალურ და სახმრეთ ამერიკაში. საქართველოში ველურად იზრდება 4 გვარი: [[ცხენისკბილა]] (Leucojum), შტერნბერგია (Sternbergia), პანკრაციუმი (Pancratium) და [[თეთრყვავილა]] (Galanthus). ეს უკანასკნელი ფართოდ არის გავრცელებული ჩვენში და რამდენიმე ენდემურ სახეობას შეიცავს. ცნობილია მისი ადრე გაზაფხულზე მოყვავილე სახეობები. ამარილისისებრთა უმრავლესობა ([[ნარგიზი]], [[ამარილისი]], კლივია და სხვა) დეკორატიულია. ზოგი სახეობა ალკალოიდებს შეიცავს და მათ მედიცინაში იყენებენ.
 
{{ფლორა}}
 
[[კატეგორია:ყვავილოვანი მცენარეები]]
 
[[da:Påskelilje-familien]]