ოჩოკოჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

1,068 ბაიტი დაემატა ,  11 წლის წინ
დამატება
(დამატება)
'''ოჩოკოჩი''' — [[ქართული მითოლოგია|ქართულ მითოლოგიაში]] ნადირთმფარველი ღვთაება. ზეპირსიტყვიერების პოპულარული პერსონაჟი, რომელიც ტყეში ცხოვრობს და გამუდმებული კონფლიქტი აქვს მონადირეებთან; მისი სხეულის ერთი ნაწილი ვაცის (მამალი თხა), მეორე კი ადამიანის მსგავსია. მკერდზე რქისებრი წანაზარდი აქვს, რითაც ამარცხებს მოწინააღმდეგეებს. შედგენილ ტერმინებში — ოჩოკოჩი, ოჩოპინტრე, ოჩიდალი პირველი კომპონენტი ორი ბოჩი, [[ივანე ჯავახიშვილი]]ს აზრით, დაკავშირებულია ვაცთან და ძვ. ნადირთმფარველ წარმართულ ღვთაებას უკავშირდება. [[ვერა ბარდაველიძე]]ს ოჩი ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებადაც მიაჩნდა.
'''ოჩოკოჩი''' — [[ქართული მითოლოგია|ქართულ მითოლოგიაში]] ტყის [[ღვთაება]]. გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. მას გრძელი და ბასრი ბრჭყალები აქვს, მკერდზე კი ნაჯახის მსგავსი წანაზარდი, რომლითაც იგი მის მოწინააღმდეგეს შუაზე სჭრის. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის [[ტყაში-მაფა|ტყაში-მაფას]] სიყვარულს.
 
==ხალხური ნაამბობი==