ხეთური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ენარჯილისი (განხილვა | წვლილი) No edit summary |
ენარჯილისი (განხილვა | წვლილი) No edit summary |
||
ხაზი 5:
2 გაშიფრვა ▼
3 კლასიფიკაცია
4 ორთოგრაფის
Line 35 ⟶ 33:
როგორც ამ გვერდის შემკრებმა, მინდა ქართულენოვან მკითხველს გავუზიარო ერთი საინტერესო დამთხვევა: ჩვენ ჩვენს ქალაქებს თანამედროვე ეპოქაში ხშირად ასე ვამოკლებთ: ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი: ქ. ანუ ქალაქი. წარმოიდგინეთ, რომ ნეშიც და ქანეშიც შეიძლება ანალოგიურად ერთი და იგივე ქ. ნეში ყოფილიყო! რა თქმა უნდა, ეს ჰიპოთეზა სრულიად დაუსაბუთებელია, მაგრამ დიდ ენთუზიაზმს გამოიწვევს ნებისმიერ ქართველში, რადგანაც საუბრები ქართულ-ხეთურ ნათესაობასა და პარალელებზე უკვე დიდი ხანია, რაც მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ ხეთების იმპერია შედგებოდა მრავალი სხვადასხვა ეთნიკური და ლინგვისტური წარმოშობის ხალხისაგან, ხეთური ენა გამოიყენებოდა მათი საერო წერილობითი ტექსტების უმრავლესობაში.
პირველი დასაბუთებული პრეტენზია ხეთური ენის კუთვნილების შესახებ გამოთქმული იყო იორგენ ალექსანდერ კნუდცონის (Jørgen Alexander Knudtzon, 1902 წ.) მიერ წიგნში, რომელიც ეძღვნებოდა ეგვიპტის ფარაონის მიერ ხეთების მმართველისათვის გაგზავნილ ორ წერილს. ეს წერილები იპოვნეს ელ-ამარნაში, ეგვიპტეში. კნუდცონი ამტკიცებდა, რომ ხეთური იყო ინდო-ევროპული ენა, უმეტესად, მორფოლოგიის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ მას არ გააჩნდა ბილინგვური ტექსტები, მან მაინც შეძლო, რომ მოეცა ამ ორი წერილის ნაწილობრივი თარგმანი იმის წყალობით, რომ იმ პერიოდის დიპლომატიურ მიმოწერას გააჩნდა ჩამოყალიბებული ფორმულარული ხასიათი. მისი არგუმენტები არ იქნა საყოველთაოდ მიღებული, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ის მორფოლოგიური მსგავსებები, რომელიც მან ხეთურსა და ინდო-ევროპულს შორის შენიშნა, შეიძლება ინდო-ევროპულს გარეთაც იქნას ნაპოვნი, და ნაწილობრივ იმის გამო, რომ წერილების თარგმანი, სავსებით სამართლიანად, ჩათვლილი იყო გაურკვევლად.
==ლიტერატურა==
|