ხეთური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
ხეთური ენა არის ყველაზე ადრინდელი დოკუმენტირებული ინდო-ევროპული ენა, რომელიც ხელახლა აღმოჩენილი იქნა საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის გასვლის შემდეგ იმ მომენტიდან, როცა ფორმულირებული იქნა პროტო-ინდო-ევროპული ჰიპოთეზა. სტრუქტურასა და ფონოლოგიაში გამოკვეთილი განსხვავებების გამო ზოგიერთი თანამედროვე ლინგვისტი, განსაკუთრებით, ედგარ ჰ. სტურტევანტი და უორენ კაუგილი, გვარწმუნებს, რომ იგი კლასიფიცირებული უნდა იქნას, როგორც ინდო-ევროპული ენების და-ძმური ენა და არა როგორც მათი შთამომავალი ენა, რითაც, ფაქტიურად, აყალიბებენ ინდო-ხეთურ ჰიპოთეზას. მრავალი მეცნიერი, მიუხედავად ამისა, აგრძელებს პროტო-ინდო-ევროპული ენის პირველადობის ტრადიციული მე-19 საუკუნის შეხედულებების ლობირებას და მიაჩნიათ, რომ ხეთურის უჩვეულო თვისებები ძირითადად მისი გვიანდელი ინოვაციების შედეგია.
 
შინაარსი [დამალვა]
1 სახელი
2 გაშიფრვა
3 კლასიფიკაცია
4 ორთოგრაფის
5 ფონოლოგია
5.1 ხმოვნები
5.2 თანხმოვნები
5.3 ხორხისმიერნი
5.4 სატემური თავისებურებების დიფუზია ინდო-ევროპულში
6 გრამატიკა
6.1 მორფოლოგია
6.1.1 არსებითი სახელი
6.1.2 ზმნა
6.1.2.1 მი-უღლება
6.1.2.2 მოქმედებითი გვარი
6.2 სინტაქსი
7 კორპუსი
8 რეფერენციები
9 ლიტერატურა
10 იხილეთ აგრეთვე
11 გარე ბმულები
 
 
[ჩასწორება]
სახელი
 
"ხეთი" არის თანამედროვე სახელი, მას შემდეგ, რაც (ეს ჯერ სადავო საკითხია) ხეთების სამეფო იდენტიფიცირებული იქნა ებრაულ ბიბლიაში მოხსენიებულ ხეთებთან.
 
ხეთურ ადგილებში ნაპოვნ მრავალენოვან ტექსტებში ხეთურ ენაზე დაწერილ ტექსტებს წინ უძღვის ზმნიზედა ნესილი (ან ნასილი, ნისილი), ანუ "ნეშურ (ქანეშურ)" ენაზე დაწერილი". ნეშა ანუ ქანეში იყო მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელიც ხეთური იმპერიის შექმნამდე არსებობდა. ერთ შემთხვევაში წარწერა არის ქანისუმნილი, "ქანეშის ხალხის [ენაზე]".
 
მიუხედავად იმისა, რომ ხეთების იმპერია შედგებოდა მრავალი სხვადასხვა ეთნიკური და ლინგვისტური წარმოშობის ხალხისაგან, ხეთური ენა გამოიყენებოდა მათი საერო წერილობითი ტექსტების უმრავლესობაში. მიუხედავად ამ ტერმინის მიზანშეწონილობის შესახებ არსებული მრავალი საკამათო არგუმენტისა და კონტრარგუმენტისა, "ხეთური" რჩება ყველაზე ხშირად ხმარებულ ტერმინად ამ მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ავტორი გვირჩევს ნესიტურის ხმარებას.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხეთური_ენა“-დან