სიონის პრიორატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
არარსებული სიონის პრიორატის "ოფიციალური ისტორიის" თანახმად, ეს "საიდუმლო საზოგადოება" გოტფრუა ბულონელმა დააარსა. ჯვაროსნების მიერ 1099 წელს იერუსალიმის აღების შემდეგ გოტფრუას ბრძანებით სიონის მთის ღვთისმშობლის სააბატო იქნა აღჭურვილი, სადაც ავგუსტინელი ბერების ორდენი განთავსდა, ისინი გოტფრუას მრჩევლების სახელით სარგებლობდნენ. ბერებმა, როგორც პრიორატის "არქივებით" მტკიცდება, 1118 წელს ტამპლიერთა ორდენის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, რაც თავისთავად, პრიორატის სამხედრო-ადმინისტრაციული ინსტრუმენტი ხდებოდა. 1307 წელს ტამპლიერთა ორდენი დაითხოვეს. პრიორატის მთავარი მიზანი თითქოს [[მეროვინგები]]ს [[საფრანგეთი]]ს ტახტზე დაბრუნება და ამ წმინდა დინასტიის შენარჩუნება იყო.
 
მეროვინგები — ფრანკი მეფეების დინასტია, ფრანკების პირველი სახელმწიფო ისტორიაში. მართავდა V საუკუნის მიწურულიდან VIII საუკუნის შუა ხანებამდე. არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმად, მეროვინგების ქალის ხაზით წინაპრად იესო ქრისტე სახელდება, რომელიც, თითქოს, მარიამ მაგდალინელზე იყო დაქორწინებული და მასთან ქალიშვილი სარა შესძენოდა, რომელიც დედას [[გალია]]ში ჩაეყვანა. ამდროიდან მოკიდებული ამ "საიდუმლო საზოგადოებას" თითქოს დიდი მაგისტრები მართავდნენ. მაგისტრის წოდება თავიდან მეროვინგების დინასტიის პირდაპირი მემკვიდრით გადაიცემოდა, შემდეგ ტრადიციები შეიცვალა დიდი მხატვრების, სწავლულთა და მოაზროვნეთა სასარგებლოდ.
 
გენერალური მდივანი ანუ დიდი მაგისტრი 1989 წელს, თითქოს, მეროვინგთა დინასტიის წარმომადგენელი, ვინმე პიერ პლანტერი იყო, რომელიც აცხადებდა, რომ სიონის პრიორატი იერუსალიმის ტაძრის განძს ინახავდა, რომელიც იმდროს უნდა დაბრუნებულიყო, როდესაც შესაბამისი ჟამი მოატანდა. პლანტერისვე თქმით, ამ საგანძურის ისტორიული, ფულადი ან პოლიტიკური ღირებულება არც იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მისი სულიერი ფასეულობა: განძში გარკვეული საიდუმლო, გამოცხადება იმალება, რომელსაც დასავლური საზოგადოების ცხოვრების გრანდიოზული ცვლილების მოხდენა შეუძლია.