ოსმალობა: განსხვავება გადახედვებს შორის

+კატ.
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
(+კატ.)
'''„ოსმალობა“''', ქართულ ისტორიულ წყაროებსა და ლიტერატურაში [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალური]] სოციალურ-პოლიტიკური სისტემის აღმნიშვნელი ტერმინი. „ოსმალობა“ [[სამცხე-საათაბაგო]]ში, ოსმალები XVI საუკუნიდან შეუდგნენ აქ თავიანთი წესების დანერგვას. 1579 წელს [[ახალციხის საფაშო|ახალციხის (ჩილდირის) საფაშო]] დააარსეს. ოსმალური მიწათმფლობელობისა და საგადასახადო სისტემის შემოღბის მიზნით სამცხე-საათაბაგო რამდენჯერმე აღწერეს და „[[გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი]]“ შეადგინეს. დამპყრობლები ძალდატანებით ავრცელებდნენ [[ისლამი|ისლამს]], დევნიდნენ ყოველივე ქართულს. ქართველი ხალხის მედგარი წინააღმდეგობის შედეგად გაოსმალების პროცესი საუკუნეთა განმავლობაში გრძელდებოდა.
 
 
== „ოსმალობა“ ქართლში 1578-1606 წლებში ==
 
== „ოსმალობა“ ქართლში 1723-1735 წლებში ==
ოსმალეთის ლაშქარმა 1723 წელს თბილისი და ქართლის ციხე-ქალაქები დაიპყრო. ამჯერად სამეფო ხელისუფლება ვერ გააუქმეს, მაგრამ, ფაქტობრივად, მთელი ძალაუფლება ოსმალთა ხელში გადავიდა. ქართველ ფეოდალებს, რომლებიც ოსმალეთის სამსახურში ჩადგნენ, მამული ოსმალური წესით დაუმტკიცეს ხასეებად (იურთლუქები და ოჯაქლიქები), ზეამეთებად, თიმარებად. 1724 წელს ოსმალეთის წინააღმდეგ მოწყობილ დიდ აჯანყებაში ქართველები დამარცხდნენ. ოსმალები სასტიკად გაუსწორდნენ მათ. 1727 წელს, ქართლის მეფე [[იესე (ალიყული-ხანი)|იესეს]] გარდაცვალების შემდეგ, მას მემკვიდრე არ დაუნიშნეს და ამით ქართლში მეფობა გააუქმეს. ქართლის გამგებლად (ვალი) [[ისჰაკ-ფაშა]] დანიშნეს. 1727 წელს შეადგინეს „თბილისის დიდი დავთარი“, რომელიც ოსმალების გაძლიერების დამადასტურებელი იყო. ამას ქართველმა ხალხმა ბრძოლით უპასუხა. 1735 წელს ქართლში დიდი აჯანყება დაიწყო. ირანელთა დახმარებით ოსმალები ქართლიდან განდევნეს.
 
==ლიტერატურა==
*''ბერძენიშვილი ნ.,'' საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 2, თბ., 1965;
*''ჯავახიშვილი ივ.,'' ქართველი ერის ისტორია, წგნ. 4, თბ., 1967;
*''სვანიძე მ.,'' [[ქსე]], ტ. 7, გვ. 595, თბ., 1984
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]