ძუძუსმაწოვებელი (ხატი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- თარგი:ღვთისმშობელი
ხაზი 1:
[[ფაილი:ძუძუსმაწოვებელი.jpg|thumb|ძუძუსმაწოვებელი]]
[[ხატი]] იმყოფება [[ათონიათონის მთა|ათონზე]], კარაის კელიასთან მდებარე ეკლესიაში და ხილანდარის მონასტერს ეკუთვნის. თავდაპირველად ეს ხატი იყო [[საბა განწმენდილი]]ს ლავრაში[[ლავრა]]ში, რომელიც [[იერუსალიმი]]დან 18 ვერსითაა დაშორებული. აღმოსავლეთში ამ ერთადერთი ლავრის წმინდა დამაარსებელმა თავის აღსასრულთან დაკავშირებით იწინასწარმეტყველა, რომ გარკვეული დროის შემდგომ ლავრას [[სერბეთი]]დან მეფური შთამომავლობის თანამოსახელე ვინმე საბა ესტუმრებოდა და რომ ლავრა მას, ლოცვა-კურთხევის ნიშნად, ძუძუსმაწოვებელი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს მიუძღვნიდა.
 
წმინდა საბა მშვიდობით წარსდგა ღვთის წინაშე [[VI ს-საუკუნე]]ში, ხოლო მისი წინასწარმეტყველება ექვს საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ აღესრულა: [[XIII ს-საუკუნე]]ში [[პალესტინა]] მოინახულა წმინდა [[წმინდა საბა სერბელი|საბა სერბელმა]]. მას გადაეცა წმ. საბა განწმენდილის წინასწარმეტყველური ანდერძი და ძუძუსმაწოვებელი ღვთისმშობლის ხატი. სერბეთში დაბრუნების შემდგომ წმ. საბამ ხატი ხილანდარის მონასტერს გადასცა. აღსანიშნავია, რომ ჩვეულების წინააღმდეგ, ის წმ. საბამ კანკელზე აღსავლის კარის არა მარცხენა, არამედ მარჯვენა მხარეს მოათავსა, სადაც ჩვეულებრივ [[იესო ქრისტე|მაცხოვრის]] ხატია ხოლმე, ხოლო ყოვლისმპყრობელი უფლის ხატი მარცხენა მხარეს, ღვთისმშობლის ხატის ადგილასაა მოთავსებული.
 
== გამოყენებული ლიტერატურა ==
*''ღვთისმშობლის”ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულმოქმედი ხატების ისტორია''. თბილისი 2001ისტორია”. გვ. 102-103. თბილისი 2001 წ.''
{{ღვთისმშობელი}}
[[კატეგორია:ღვთისმშობლის ხატები]]