ელია წინასწარმეტყველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ინფო.ს განახლება
No edit summary
ხაზი 38:
წინასწარმეტყველმა ჯერ იუდეის სამეფოს, ქალაქ ბერსაბეს მიაშურა, შემდეგ კი არაბეთის უდაბნოში განმარტოვდა და, ღრმა მწუხარებით აღსავსემ, ზეცას შეჰღაღადა: „კმა არს აწ, უფალო, მიიღე სული ჩემი შენგან, რამეთუ არა უმჯობეს ვარ მამათა ჩემთა“ ([http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/3mepeta/3mepeta-19.htm 3 მეფ. 19,4]). ღვთის ნებით, ნათელმოსილი ანგელოზი წარდგა მის წინაშე, საზრდელით განამტკიცა და მიანიშნა იმაზე, რომ შორეული გზა ჰქონდა. სულითა და ხორცით განძლიერებული ელია სინას უდაბნოს გავლით ქორების მთისკენ გაეშურა, რომელსაც ორმოცი დღის შემდეგ მიაღწია. აქ მან ერთ-ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი. უეცრად ნეტარს უფლის ხმა მოესმა: „რაჲსა ხარ შენ აქა, ელია?“ - „შემშურდა შური უფლისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა, - უპასუხა ელიამ, - რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა მათ ისრაელისათა, საკურთხეველნი შენნი დაამხუნეს და წინასწარმეტყველნი შენნი მოსწყვიდნეს მახვილითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებნ სულსაცა ჩემსა მიღებად“ ([http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/3mepeta/3mepeta-19.htm 3 მეფ. 19,10]). უფალმა წინასწარმეტყველს გამოქვაბულიდან გამოსვლა და მთაზე დადგომა უბრძანა. თავდაპირველად ქარბუქი ამოვარდა, მიწა იძრა. მიწისძვრას ცეცხლი მოჰყვა, მაგრამ არც ქარბუქის, არც მიწისძვრისა და არც ცეცხლის დროს არ გამოცხადებია ელიას ღმერთი. ცეცხლის შემდეგ დაბერა გრილმა ნიავმა და ელიამ იგრძნო ღვთის სიახლოვე. ამ სასწაულებით უფალმა დაანახა თავის რჩეულს, რომ მას კაცობრიობის მოქცევა მოთმინებითა და წყალობით სურდა და არა საშინელი სასჯელით. იგრძნო რა ღვთის იქ ყოფნა, წინასწარმეტყველი გამოქვაბულიდან გამოვიდა და მიუწვდომელი ღვთის წინაშე კეთილკრძალული შიშით სახე ხალენით დაიფარა, ისევე, როგორც მოსემ ღვთის განცხადებისას ქორების მთაზე. ამის შემდეგ ელიამ ღვთისგან მიიღო ბრძანება, იმავე გზით წასულიყო დამასკოში და აზაელი - ასურეთის მეფედ, იუი კი - ისრაელის მეფედ ეკურთხებინა, ხოლო წინასწარმეტყველად დაედგინა ელისე. ამათგან წმიდა ელია წინასწარმეტყველმა მხოლოდ უკანასკნელის ასრულება შეძლო, ხოლო პირველი ორი მან თავის მოწაფეს, ელისეს უანდერძა. საყოველთაო განდგომილებით გულგატეხილი ელია უფალმა ანუგეშა - ამცნო, რომ ისრაელში კიდევ შვიდი ათასი მამაკაცი იყო დარჩენილი, რომელთაც თაყვანი არ უცია ბაალის კერპისათვის.
 
უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს ([http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-11.htm გამოცხ. 11,2-9]). საეკლესიო გადმოცემით, [[ელიას ხალენი]]<ref>[http://www.orthodoxy.ge/sitsmindeebi/elia/elias_khaleni.htm წმიდა ელია წინასწარმეტყველის ხალენის ისტორია]</ref> [[საქართველო]]შია დაფლული, [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოვლის ტაძარში]], [[წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერი (მცხეთა)|წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში]].
 
== ქრისტეს მეორედ მოსვლა ([[აპოკალიფსი]])<ref>[http://www.orthodoxy.ge/skhva/antiqriste_1.htm orthodoxy.ge მართლმადიდებლური სწავლება ანტიქრისტეს შესახებ]</ref>==
ხაზი 97:
ბ) [[ესაიას წინასწარმეტყველება]]: „და იყოს მას დღესა შინა, არღა მერმე, შეეძინოს დაშთომილი ისრაელსა. და განრომილნი იაკობისანი არღა მერმე არმოსავ იყვნენ, მიმძლავრებულთა მიმართ მათთა, არამედ იყვნენ მოსავ ღმერთისა მიმართ წმიდისა ისრაელისასა ჭეშმარიტებითა. და იყოს დაშთომილი იაკობისი ღმერთისა მიმართ ძლიერისა“ (''[http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/esaia/esaia-10.htm 10, 20-21]'').
 
გ) იგივეს გულისხმობს [[პავლე მოციქული]]ც, რომელსაც მოჰყავს [[ესაია წინასწარმეტყველი]]ს სიტყვები: „ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელისთვის: დაღათუ იყოს რიცხვი იგი ძეთა ისრაელისათაი ვითარცა ქვიშაი ზღვისაი, ნეშტნი ოდენ ცხონდეს (''[http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/romaelta-9.htm რომ. 9,27]''; იხ. [''[http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/esaia/esaia-10.htm ესაია 10,22]'');
 
დ) [[ზაქარიას წინასწარმეტყველება]]: „და იყოს მას დღესა შინა ვიძიო მოსპობა ყოველთა წარმართთა, მიმავალთა იერუსალემსა ზედა. და მივჰფინო სახლსა ზედა დავითისსა და დამკვიდრებულთა ზედა იერუსალემისათა სული მადლისაი, სიხარულისა და თანალმობისაი, და მოიხილონ ჩემდამო მის წილ, რომლისა მიმართ უგმირეს“ (''[http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/zaq11-14.htm 12, 9-10]'').