პალეოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb '''პალეოგრაფია''' (ბერძ. παλαιóς ძველი და მნიშვნ…
 
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Paleografia_JoanaAristotle latin manuscript.jpg‎|thumb|ლათინური ხელნაწერი]]
'''პალეოგრაფია''' (ბერძ. {{lang-el|παλαιóς}} ძველი და მნიშვნელოვანი, {{lang-el2|γράφειν}} წერა) -- [[ისტორია|ისტორიულ]]-[[ფილოლოგია|ფილოლოგიური]] დისციპლინაა, რომელიც შეისწავლის წერილობითი წყაროების გარეგან მხარეს, კერძოდ, პალეოგრაფია იკვლევს [[დამწერლობა|დამწერლობის]] წარმოშობა-განვითარებას, წერის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს -- საწერ მასალასა და იარაღს, ხელნაწერის მხატვრულ შემკობას, ხელნაწერი წიგნის მომზადებას, დაქარაგმების (შემოკლებით წერის) წესებს, განკვეთილობისა და სასვენ ნიშნებს, პირობით ნიშნებს, [[ჭვირნიშანი|ჭვირნიშნებს]], [[კრიპტოგრაფია|კრიპტოგრაფიას]] (საიდუმლო დამწერლობას).
 
პალეოგრაფია, როგორც სამეცნიერო ცოდნის სპეციალური სფერო, გაჩნდა XVII ს.-ის ბოლოსა და XVIII ს.-ის დასაწყისში, როგორც [[ლათინური დამწერლობა|ლათინურისა]] და [[ბერძნული დამწერლობა|ბერძნულის]], ე.ი. ”ნამდვილად„ნამდვილად ძველი”ძველი“ დამწერლობის შემსწავლელი მეცნიერება.
 
XIX ს.-ის ბოლოდან პალეოგრაფიას გამოეყო დამოუკიდებელი განშტოებები: [[ეპიგრაფიკა]] და [[პაპიროლოგია]] (პაპირუსზე ტექსტების შესწავლა), აგრეთვე შედარებით ახალი დარგები -- [[ფილიგრანოლოგია]] და [[კოდიკოლოგია]]. ამგვარ ცვლილებებს შესაბამისი კორექტივები შეჰქონდათ თავად პალეოგრაფიის განმარტებაში.
 
XX ს.-ის შუა წლებიდან პალეოგრაფიაში გამოიკვეთა ტენდენცია, კვლევის სფეროში ჩაერთოთ ყველა სახის ძეგლების დამწერლობა, მიუხედავად მათი მასალისა, ე.ი. პალეოგრაფიის შესწავლის ობიექტი გახდა არა მხოლოდ დამწერლობა [[სანთლის დაფები|სანთლის დაფებზე]], [[პერგამენტი|პერგამენტზე]], [[ქაღალდი|ქაღალდზე]], არამედ წარწერები მყარ საგნებზე, პაპირუსზე.
 
XX ს.-ის 50-იან წლებამდე პალეოგრაფია თავისი მნიშვნელობის შესაბამისად მხოლოდ ძველ ხელნაწერებს შეისწავლიდა. მეცნიერები სულ უფრო ხშირად აყენებდნენ საკითხს ახალი დროის დოკუმენტების პალეგრაფიული შესწავლის აუცილებლობის შესახებ, ამასთანავე, მეცნიერთა ნაწილი მიზანშეწონილად მიიჩნევდა , ეს სფერო ახალ დისციპლინად გამოყოფილიყო -- ”ნეოგრაფიის”„ნეოგრაფიის“, ”ნეოტეროგრაფიის”,„ნეოტეროგრაფიის“ ან ”დამწერლობათმცოდნეობის”„დამწერლობათმცოდნეობის” სახელწოდებით.
 
პალეოგრაფიაში შემუშავებულია კვლევის სპეციფიკური მეთოდები, [[გრაფიკა|გრაფიკული]] მონაცემების ანალიზის [[ტექნიკა]], ხელნაწერთა დათარიღების მეთოდიკა პალეოგრაფიული ნიშნების ერთიანობით და სხვა.
ხაზი 14:
პალეოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება დაუთარიღებელი წერილობითი ძეგლების დათარიღება, ზოგჯერ გადამწერის ვინაობის დადგენაც.
 
სხვადასხვა დამწერლობას სწავლობს სათანადო პალეოგრაფია, ქართულს -- ქართული პალეოგრაფია, ბერძნულს -- ბერძნული და ა.შ.
 
ქართული პალეოგრაფიით დაინტერესება XIX ს.-ში იწყება. ქართულ პალეოგრაფიას მეცნიერული საფუძველი [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილმა]] ჩაუყარა, წიგნით -- '''”ქართული დამწერლობათმცოდნეობა, ანუ პალეოგრაფია.”''' ([[1926]]წ.)
 
ქართული პალეოგრაფიით დაინტერესება XIX ს.-ში იწყება. ქართულ პალეოგრაფიას მეცნიერული საფუძველი [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილმა]] ჩაუყარა, წიგნით -- '''”ქართული დამწერლობათმცოდნეობა, ანუ პალეოგრაფია.”''' ([[1926]]წ.)
 
[[კატეგორია:ისტორიოგრაფია]]
 
 
[[ar:باليوغرافيا]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პალეოგრაფია“-დან