არგონავტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასამართია.
ხაზი 40:
იასონის იოლკოსში შესვლა დაემთხვა დიდ რელიგიურ დღესასწაულს. თავად პელიასი ასრულებდა [[პოსეიდონი]]ს საკურთხეველთან მსხვერპლშეწირვას. იასონმა ქალაქში შესვლისთანავე მიიქცია ყურადღება. როდესაც ეტლით მისულმა პელიასმა დაინახა ცალსანდლიანი ჭაბუკი, შიშმა მოიცვა. მან იასონს ვინაობა გამოკითხა და შეიტყო, რომ ესონის ძე ტახტის დასაბრუნებლად იყო მისული. პელიასი საკმაოდ ეშმაკი კაცი იყო. მან იასონთან სპეციალურად ჩამოაგდო საუბარი [[ოქროს საწმისი|ოქროს საწმისზე]] და დაარწმუნდა ძმისშვილი, თითქოს [[ფრიქსე]]ს სულმა მოუწოდა ოქროს საწმისის დაბრუნება. თუკი იასონი შესძლებდა ამ დავალების შესრულებას, მაშინ ის ტახტს მიიღებდა. პელიასი დაწმუნებული იყო დავალების განუხორციელებაში, მაგრამ იასონმა მშვიდად მიიღო ეს დავალება. იასონის თხოვნით, არესტორის ვაჟმა, არგოსმა ააგო ორმოცდაათნიჩბიანი გემი, რომელსაც „[[არგო]]“ ეწოდა. მის ცხვირში თავად [[ათენა]]მ ჩაარჭო მეტყველი მორი. ეს იყო აქაველთა პირველი მნიშვნელოვანი საზღვაო ექსპედიცია, რომლის მეთაურად არგონავტებმა იასონი აირჩიეს. დანარჩენი არგონავტების რაოდენობასთან დაკავშირებით არსებობს რამოდენიმე ვერსია. აპოლოდორეს მიხედვით მათი რიცხვი ორმოცდახუთია. <ref> Псевдо-Аполлодор. Мифологическая библиотека I 9, 18 далее</ref>. დიოდორე კი მათ ასახელებს არ ასაბელებს, თუმცა ამბობს, რომ მათი რაოდენობა ორმოცდათოთხმეტია. <ref> Диодор Сицилийский. Историческая библиотека IV 41, 2 </ref>. თეოკრიტე ამბობს, რომ ისინი იყვნენ 60 <ref> Феокрит. Идиллии XIII 74 </ref>, სხვა ავტორების აზრით არგოზე 50 არგონავტი იმყოფებოდა <ref> Лукиан. О пляске 52; Орфическая аргонавтика 118-129; Цец. Комментарий к «Александре» Ликофрона 175 </ref>. საბოლოოდ, ყველა ბერძენი მწერალი ერთად ასაბელებს 90–მდე არგონავტის სახელს.
 
==კოლხიდისაკენკოლხეთისაკენ მიმავალი ფათერაკებიანი გზა==
[[სურათი:MS-Argonautai-route.jpg|thumb|left|300px|არგონავტების ლაშქრობა]]
===ლემნოსელი ქალები===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არგონავტები“-დან