ნიკონი (სოფიისკი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: მთავარეპისკოპოსი '''ნიკონ (სოფიისკი)''', საქართველოს ექსარხოსი (…)
 
ნიკოლოზ ანდრიას ძე სოფიისკი დაიბადა 1861 წელს, კოსტრომის გუბერნიის ცუხლომის უეზდის სოფელ ოზარნიკოვოში სამღვდელოს ოჯახში. დაამთავრა სოლიგალიჩის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ – კოსტრომის სასულიერო სემინარია. 1883 წლიდან მღვდელი. დაქვრივების შემდეგ, 1887 წელს აღიკვეცა ბერად. სანქტ–პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დასრულების შემდეგ, 1888 წელს დაინიშნა სანქტ პეტერბურგის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად, 1891 წელს ვლადიმისრის სასულიერო სემინარიის რექტორად, 1891 წელსვე აყვანილ იქნა არქიმანდრიტოს ხარისხში. 1898 წლის 8 მარტს ვოლსკის ეპისკოპოსი, 1901 წლიდან მოყოლებული ეკავა ნარვის, ვიატკისა და სლობოდის საეპისკოპოსო კათედრები.<br />
1906 წლის 9 ივნისიდან დინიშნა ქართლისა და კახეთის მთავარეპისკოპოსი და უუწმიდესი სინოდის წევრი და საქართველოს ექსარხოსი.<br />
1908 წლის 28 მაისს, თბილისში, სინოდალური კანტორის ვესტიბიულში მოკლულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღით, დღემდე დაუდგენელი პიროვნების მიერ.
ანონიმური მომხმარებელი