ერწო-თიანეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ბოტის დამატება: cs:Erco-Tianetie)
ერწო-თიანეთი ადმინისტრაციულად [[კახეთის საერისთავო]]ში შედიოდა. ქართული ტრადიციის თანახმად, IV საუკუნეში ქართველთა განმანათლებელი ნინო აქ ქრისტიანობას ქადაგებდა. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ერწო-თიანეთს დიდ სტრატეგიულ და ეკონომიკურ მნიშვნელობას ანიჭებდა. აქ გადიოდა ერთ-ერთი განშტოება სავაჭრო მაგისტრალისა, რომელიც ქართლის ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფოს [[ალბანეთი (კავკასია)|ალბანეთთან (კავკასიისა)]] და სომხეთთან აკავშირებდა. გარკვეულ პერიოდში თიანეთი იყო პლაცდარში, საიდანაც [[ქართლის სამეფო]] პოლიტიკურ და კულტურულ ზეგავლენას ახდენდა კავკასიის მთიანეთზე. საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისათვის ბრძოლაში "აფხაზთა მეფეები", პირველ რიგში, თიანეთის დაპყრობით ცდილობდნენ კახეთი თავიანთი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექციათ. XIII საუკუნეში ერწო-თიანეთი არაერთხელ დალაშქრეს მონღოლებმა. XV საუკუნეში, ერთიანი საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ, ერწო-თიანეთი კახეთის სამეფოს ერთ-ერთი სამოურავო გახდა. იგი ხშირად საცილობელი ტერიტორიაა [[კახეთის სამეფო]]სა და [[არაგვის საერისთავო]]ს შორის. [[ფშავი|ფშავ]]-[[ხევსურეთი]]ს მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესები ძირითადად ერწო-თიანეთთან იყო დაკავშირებული, ამიტომაცაა იგი ძირითადად მთიელი ქართველებით დასახლებული. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ერწო-თიანეთი შედის [[მცხეთა-მთიანეთის მხარე|მცხეთა-მთიანეთის მხარის]] [[თიანეთის რაიონი|თიანეთის რაიონში]].
 
{{საქართველოს ისტორიული მხარეები}}
[[კატეგორია:საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები]]